წვდომის მენიუ

შპს ,,სმარტნეტის“ წილის 100%-ის შპს ,,Georgianairlink“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“

ნომერი: გ-22-11 / 262

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 17, 2022 17:41

მიღების თარიღი ივნისი 09, 2022

შპს ,,სმარტნეტის“ წილის 100%-ის შპს ,,Georgianairlink“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 1 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „სმარტნეტმა“ (კომისიაში   რეგისტრაციის  №შ-22-6/2165,   01.06.2022),   შპს   „Georgianairlink“-ის    (ს/კ400081754) მიერ შპს ,,სმარტნეტის“  (ს/კ 400292606)     წილის 100%-ის შეძენის   თაობაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ შპს „სმარტნეტის“  დირექტორის  და 100% წილის მფლობელის დავით ცერცვაძის(54001042952) მიერ 2022 წლის 1 ივნისს კომისიაში გამოგზავნილ განცხადებაში (კომისიაში   რეგისტრაციის   №შ-22-6/2165,   01.06.2022)   წარმოდგენილია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, კერძოდ:

      ინფორმაცია შპს „სმარტნეტის“ ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით;

      ინფორმაცია შპს ,,სმარტნეტის“ მიერ მიღებული შემოსავლები საქართველოში;

      ინფორმაცია წილის შემძენი პირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სმარტნეტი“ 2021 წლის 2 დეკემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

ადგილობრივი

დაშვების

(სადენიანი)

და/ან

სადენიანი

ქსელის

ტერმინალური

 

საშუალებებით

უზრუნველყოფა:

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი       ადგილობრივი       (სააბონენტო)       დაშვების       ქსელის ტერმინალური  საშუალებების  ფუნქციური  რესურსებითა  და  სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა

 

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქიური

რესურსებითა

და

სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა;

 

                           

 

 

A.F.1.

 

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და

საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3   ძირითადი  საკომუტაციო  ქსელის  შესაბამისი  ელემენტებითა  და საშუალებებით უზრუნველყოფა:

 

პაკეტური     საკომუტაციო     საშუალებების სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ფუნქციური

რესურსებითა

და

B.F.2

ინტერნეტ მომსახურება:

 

 

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

WiFi

შპს    „Georgianairlink“    2013    წლის    19    მარტიდან    წარმოადგენს    ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  ავტორიზებულ  პირს  და  მას  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1   ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქიური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

A.F.2   ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3   ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4   მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7    ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2    ინტერნეტ მომსახურება

WiFi

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

B.F.4    მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სმარტნეტის“ დამფუძნებელი და წარმომადგენელია: დავითი ცერცვაძე (54001042952) 100%-იანი წილით, რომელიც ამავე დროს არის კომპანიის დირექტორი.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სმარტნეტის“  დამფუძნებელი   ფიზიკური პირი დავითი ცერცვაძე საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობს და არც სხვა ავტორიზებული პირების წარმომადგენელია, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად დავით ცერცვაძე არ წარმოადგენს სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებული) პირს.

შპს „Georgianairlink“-ის პარტნიორები (დამფუძნებლები) და წარმომადგენლები არიან:

დამფუძნებელი / წარმომადგენელი

წილი (%)

ფ/პ კარენი დარბინიანი (

01019037319

)

100%

ფ/პ ანზორი დარბინიანი (01022010243)

დირექტორი

       


კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს„Ge orgianairlink” ფლობს   ელექტრონული   კომუნიკაციების   სფეროში   ავტორიზებული პირის შპს ,,ნეტკომის“ (ს/კ 423352712) წილის 26%-ს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს შპს   „ნეტკომის“   (ს/კ436683144)  წილის   52%-ის   მფლობელს,   პარალელურად   შპს   ,,„Georgianairlink” -ის წილის 100%-ის მფლობელი ფიზიკური პირი კარენ დარბინიანი (პ/ნ01019037319) შპს „ნეტკომის“ (ს/კ 436683144) დირექტორია.   შესაბამისად, კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „Georgianairlink” და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბენეფიციარი მესაკუთრე ფიზიკური პირი კარენ დარბინიანი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებთან შპს „ნეტკომთან“ (ს/კ423352712) და შპს „ნეტკომთან“ (ს/კ 436683144) ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები შპს „Georgianairlink“(ს/კ 400081754) შპს „ნეტკომი“(ს/კ 423352712) შპს „ნეტკომი“(ს/კ436683144) 

შპს ,,ნეტკომი“ (ს/კ 423352712) ახორციელებს ფიქსირებული სადენიანი და უსადენო ქსელით საცალო ინტერნეტ მომსახურებას. კომისიის საერთო სტატისტიკური მონაცემების ბაზის თანახმად 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2,462,110.42 ლარი შეადგინა, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით 7,997 აბონენტი შეადგინა.

 

საცალო მომსახურება

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

 

(%)

 

აბონენტების რაოდენობა

 

(%)

სამცხე ჯავახეთი

2,444,849

12.42%

7,997

19.7

თბილისი

13

0.00%

0

0.00

მცხეთა მთიანეთი

1

0.00%

0

0.00

ჯამი

2,444,864

 

7,997

 

*შემოსავალი არ მოიცავს ქსელში ჩართვიდან მიღებულ შემოსავალს და სხვა შემოსავალს 17,246 ლარის ოდენობით

**რეგიონები არ მოიცავენ ყველა სოფელს, რეგიონებზე მიკუთვნებულია მხოლოდ კონკრეტული სოფლები, რომლის ფარგლებშიც ოპერირებს კომპანია.


შპს ,,ნეტკომი“ (ს/კ436683144) ახორციელებს ფიქსირებული სადენიანი და უსადენო ქსელით საცალო ინტერნეტ მომსახურებას. კომისიის საერთო სტატისტიკური მონაცემების ბაზის თანახმად 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 816,654.05 ლარი შეადგინა, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით 4,952 აბონენტი შეადგინა.

 

საცალო მომსახურება

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

 

(%)

 

აბონენტების რაოდენობა

 

(%)

სამცხე ჯავახეთი

808,357.63

16%

4,952

18.1%

სულ

808,357.63

 

4,952

 

*შემოსავალი არ მოიცავს ქსელში ჩართვიდან მიღებულ შემოსავალს 8296 ლარის ოდენობით

**რეგიონები არ მოიცავენ ყველა სოფელს, რეგიონებზე მიკუთვნებულია მხოლოდ კონკრეტული სოფლები, რომლის ფარგლებშიც ოპერირებს კომპანია.


შპს    „სმარტნეტის“    2022    წლის    1    ივნისის    განცხადების    თანახმად,    შპს ,,Georgianairlink“-ს განზრახული აქვს შეიძინოს შპს „სმარტნეტი“-ს (094073526) 100%-იანი წილი, რის შემდეგაც შპს „Georgianairlink“ გახდება შპს „სმარტნეტის“ 100%-იანი წილის მფლობელი.

შპს „სმარტნეტი“ ახორციელებს ფიქსირებული სადენიანი და უსადენო ქსელის გამოყენებით გაწეული მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით საცალო მომსახურებას დასავლეთ საქართველოში კერძოდ, აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს ,,სმარტნეტი“- ს შემოსავლებმა აღნიშნული საცალო მომსახურებებიდან 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით ჯამურად შეადგინა 19,705 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის 30 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 273.

 

საცალო მომსახურება

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

საბაზრო წილები (%)

 

აბონენტების რაოდენობა

საბაზრო წილები (%)

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება (სამეგრელო)

 

5040

 

0.72

 

84

 

0.92

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება (აჭარა)

 

1995

 

0.21

 

33

 

0.26

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება (იმერეთი)

 

13000

 

1.78

 

156

 

1.80

სულ

19,705

 

     რეგიონები არ მოიცავენ ყველა სოფელს, რეგიონებზე მიკუთვნებულია მხოლოდ კონკრეტული სოფლები, რომლის ფარგლებშიც ოპერირებს კომპანია.

 

შპს „Georgianairlink“ ახორციელებს სატელეკომუნიკაციო საბითუმო და საცალო მომსახურებას, კერძოდ: საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას (ლოკალური და გლობალური ინტერნეტი, გაფართოებული ურთიერთჩართვა), ფიქსირებულ საცალო (სადენიანი და უსადენო) ინტერენეტ მოსმახურებას, ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარას და მაუწყებლობის ტრანზიტს.

კომისიის     საერთო     სტატისტიკური     ბაზის     მონაცემების     თანახმად,     შპს „Georgianairlink“ -ის შემოსავლები აღნიშნული მომსახურებებიდან 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილის თვის ჩათვლით   შეადგენს 5,446,632.89 ლარს დღგ-ს გარეშე, მათ შორის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ-მომსახურების 4,170,283.07 ლარს დღგ-ს გარეშე, რაც კომპანიის მთლიანი   შემოსავლების  76.57%-ს   შეადგენს,   ხოლო   აბონენტების რაოდენობა 2022 წლის 30 აპრილის თვის მდგომარეობით ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებაზე შეადგენს 10,212-ს.

 

მომსახურება

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

 

(%)

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება

4,170,283.07

76.57

მაუწყებლობის ტრანზიტი

240,667

4.42

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება

 

1,018,687.73

 

18.70

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა

16,995.50

0.31

სულ

5,446,632.89

100%

 

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

 

საბაზრო წილი

(%)

 

აბონენტების რაოდენობა

 

საბაზრო წილი(%)

სამცხე ჯავახეთი

15,271

0.16

10

0.03

კახეთი

667,937

3.09

1,915

2.81

აჭარა

108,805

0.35

22

0.02

ქვემო ქართლი

283,197

1.77

742

1.63

გორი

1,664

0.02

3

0.01

მცხეთა მთიანეთი

166,401

1.98

517

2.27

იმერეთი

399,818

1.69

1101

1.33

სამეგრელო

15,607

0.11

11

0.02

თბილისი

2,336,214

1.05

5,678

1.28

შიდა ქართლი

55,503

2.48

199

2.59

გურია

1,735

0.05

3

0.03

რუსთავი

6,050

0.06

11

0.03

სულ

4,058,203

 

10,212

 

აღსანიშნავია,  რომ  შპს  „Georgianairlink“საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან არ არის განსაზღვრული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ  პირად  არც  ერთ  შესაბამის  ბაზარზე.  ამასთან,  უნდა  აღნიშნოს,  შპს „Georgianairlink“   და შპს ,,სმარტნეტი“ თავიანთი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს სხვადასხვა გეოგრაფიულ ლოკაციებზე აგენერირებენ, კერძოდ,  შპს „Georgianairlink“ -  ის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 56% თბილისზე მოდის, მაშინ, როდესაც შპს ,,სმარტნეტი“ იმავე მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის 66%-ს იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული აბონენტებიდან აგენერირებს, ამასთან,     გეოგრაფიული     ლოკაციები,     სადაც     შპს     ,,Georgianairlink” და     
მასთან აფილირებული პირები ახორციელებენ ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას, განსხვავდება იმ გეოგრაფიული არეალისგან, რომელზეც ოპერირებს შპს ,,სმარტნეტი“.
 
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,Georgianairlink“-ის მიერ შპს „სმარტნეტის“ 100%-იანი წილის შეძენა ვერ იქონიებს გავლენას აღნიშნული კომპანიების მიერ ბაზრის  შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი  საბაზრო უპირატესობის მოპოვებაზე, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას      ან/და    კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ტრანზაქციის ფარგლებში არ არსებობს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული წილის შეძენის გამოკვლევის აუცილებლობის წინაპირობა. შესაბამისად, არ არსებობს შპს ,,Georgianairlink“-ის მიერ შპს ,,სმარტნეტის“ 100%-იანი წილის შეძენასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად   შეიძლება   შეიცვალოს   ბაზრის   კონიუნქტურა,   ავტორიზებული  პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. როგორც წესი, აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ავტორიზებული პირის მიერ მოხდეს ხელახალი თანხმობის მიღება. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს ,,სმარტნეტის“ მხრიდან სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს   თანხმობა   შპს   „სმარტნეტს“, შპს ,,სმარტნეტის“ წილის 100%-ის  შპს ,,Georgianairlink“-ის მიერ შეძენაზე;

2.  განემარტოს  შპს  „სმარტნეტს“,  რომ  ამ  გადაწყვეტილების  შესაბამისად,  წილის მფლობელის ცვლიების შემთხვევაში, შპს ,,სმარტნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.   ამ გადაწყვეტილებით  კომისიის   მიერ   გაცემული  თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის   განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს ,,სმარტნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სმარტნეტისთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს „სმარტნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან;.

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ     საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,   ქ.   თბილისი,  დავით აღმაშენებლის   ხეივანი, №64),    შპს    „სმარტნეტისთვის“    ამ    გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გადაწყვეტილების PDF ვერსია იხილეთ თანდართულ ფაილში

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები