შპს ,,სტერეო +“-ის წილის 15%-ის ელენა ხახალევას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 24, 2022 14:00
მიღების თარიღი ივნისი 16, 2022
შპს ,,სტერეო +“-ის წილის 15%-ის ელენა ხახალევას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში „კომისია“) 2022 წლის 8 ივნისს განცხადებით მიმართა შპს „სტერეო +“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-6/2248, 08.06.2022), ფიზიკური პირი ელენა ხახალევას (პ/ნ 72 8321358) მიერ შპს ,,სტერეო +“-ის (ს/კ 204986408) წილის 15%-ის შეძენის თაობაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ შპს „სტერეო+“-ის მიერ 2022 წლის 8 ივნისს კომისიაში გამოგზავნილი განცხადებითა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-6/2248, 08.06.2022) და 2022 წლის 13 ივნისის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №შ22-6/2310, 13.06.2022) კომპანიამ წარმოადგინა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული და კომისიის მიერ (Nგ-22-08/1447, 13.06.2022 წერილით) მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ:
ინფორმაცია შპს „სტერეო +“-ის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებით;
ინფორმაცია 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით შპს ,,სტერეო+“- ის მიერ მიღებული შემოსავლები საქართველოში;
ინფორმაცია წილის შემძენი პირის შესახებ;
ფიზიკური პირი ,,ელენა ხახალევას“ პასპორტის ასლი;
შპს ,,სტერეო +“-ის პარტნიორთა კრების ოქმი;
ლაშა ზილფიმიანისა და რობერტ ხახალევის წარმომადგენლის ლევან ზილფიმიანის მინდობილობები.
შპს ,,სტერეო +“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა:
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
B.F.3 მონაცემთა გადაცემა:
მონაცემთა გადაცემა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რაიდიომაუწყებლობის ტრანზიტი;
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი:
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი;
B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება:
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება;
B.S.5 სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება:
სხვა თანამგზავრული საკომუნიკაციო მომსახურება.
შპს „სტერეო+“-ს 2013 წლის 20 ნოემბერს ავტორიზაცია გავლილი აქვს მაუწყებლობის შემდეგ სახეზე:
მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა
მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა, მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა.
ავტორიზაციის ნომერი: BR-31 ავტორიზაციის თარიღი: 20/11/2013 00:00 თემატიკა/სხვა თემატიკები: გასართობი/მუსიკალური
მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 20
მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული
გავრცელების ტექნოლოგია, არეალი და მაუწყ. დაწყების ვადა: ციფრული (MUXE მულტიპლექსი - 17/06/15), თანამგზავრული(საქართველო - 10/01/14), სხვა ტექნოლოგია(საქართველო - 10/01/14)
ხელმისაწვდომობა: უფასო (ციფრული), უფასო (თანამგზავრული), უფასო (სხვა ტექნოლოგია) ბრენდული დასახელება: სტერეო+
შპს „სტერეო+“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F86 ლიცენზიას (რადიოსიხშირული სპექტრი - 244.05 მჰც ± 0.85 მჰც მოძრავი ობიექტებისათვის ორმხრივი ციფრული აუდიო სიგნალის მისაწოდებლად) და ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად №MUX-B და №MUX-E ლიცენზიებს.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად ფიზიკური პირი ელენა ხახალევა არ ფლობს წილებს სხვა ავტორიზებულ პირებში, შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ის არ წარმოადგენს სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებული) პირს:
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებლები და წარმომადგენლები არიან:
|
დამფუძნებელი / წარმომადგენელი |
წილი (%) |
|
ფ/პ დავით ზილფიმიანი (01030001344, საქართველო) |
50% |
|
ფ/პ ლაშა ზილფიმიანი (YA1282005, იტალია) |
25% |
|
ფ/პ რობერტ ხახალევ (01003003741, საქართველო) (75 3717236, რუსეთი) |
25% |
|
ფ/პ მალხაზ კვარაცხელია (01002009732, საქართველო) |
დირექტორი |
შპს ,,სტერეო +“-ის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით ლევან ზილფიმიანი (პ/ნ 01030028356) არის ლაშა ზილფიმიანისა და რობერტ ხახალევის წარმომადგენელი, რაც დასტურდება 2022 წლის 13 ივნისს კომისიაში წარმოდგენილ წერილზე დართული მინდობილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/2310, 13.06.2022). ლევან ზილფიმიანი და ტრანზაქციაში მონაწილე სხვა პირები ერთმანეთთან არიან ნათესაურ ურთიერთდამოკიდებულებაში, კერძოდ, კომისიაში 2021 წლის 31 აგვისტოს N190/08-21 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3933 01.09.2021) წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ლევან ზილფიმიანი არის კომპანიის წილის 50%-ის მფლობელის დავით ზილფიმიანის შვილი, კომპანიის წილის 25%-ის მფლობელის ლაშა ზილფიმიანის ძმა და კომპანიის წილის 25%-ის მფლობელის რობერტ ხახალევის ძმისშვილი.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სტერეო +“-ის დამფუძნებლები და დირექტორი არ ფლობენ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს. შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი არ წარმოადგენენ სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებული) პირებს, თავის მხრივ შპს „სტერეო +“ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების შპს ,,ომეგასა“ და შპს ,,დი+“-ის წილების 100%-ის მფლობელია. შესაბამისად, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად შპს ,,სტერეო+“ ურთიერთდამოკიდებულია (აფილირებულია) შპს ,,ომეგასა“ და შპს ,,დი+“- სთან.
|
ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები |
|
შპს „სტერეო +“(ს/კ ) |
|
შპს „ომეგა“(ს/კ 236038033) |
|
შპს ,,დი+“(ს/კ 204986408) |
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „ომეგას“ და შპს „დი+“-ს დირექტორია ფიზიკური პირი გიორგი ხითარიშვილი (პ/ნ 01025019391), რომელიც ამავე დროს წარმოადგენს შპს „სტერეო +“-ის წილის 50%-ის მფლობელის დავით ზილფიმიანის წილის განმკარგველ პირს.
შპს „ომეგა“ 2011 წლის 13 ივლისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა:
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა;
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
შპს „დი+“ 2017 წლის 3 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა:
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი:
ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი
კომისიის საერთო სტატისტიკური მონაცემების ბაზის თანახმად 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილის თვის ჩათვლით შპს ,,ომეგამ“ (ს/კ 236038033) თავისი შემოსავლების 100% (10,321 ლარი) ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - მულტიპლექსით მომსახურებიდან მიიღო, ხოლო შპს „დი+“-მა ანალოგიურ პერიოდში თავისი შემოსავლების 100% (4,631,218.92 ლარი) საცალო მულტიპლექს მომსახურებიდან დააგენერირა. შპს „დი+“-ის აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის აპრილის თვის მდგომარეობით 40,721 აბონენტი შეადგინა.
შპს „დი+“-ის საცალო მულტიპლექს მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების, აბონენტებისა და ბაზარზე არსებული საბაზრო წილები შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
|
შემოსავალი საცალო მულტიპლექს მომსახურებიდან |
შემოსავალი (საბაზრო წილი) |
აბონენტები |
აბონენტები (საბაზრო წილი) |
|
4,631,218.92 |
100% |
40,721 |
100% |
|
4,631,218.92 |
|
40,721 |
|
შპს ,,სტერეო+“ (ს/კ 204986408) ახორციელებს საბითუმო, ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა - მულტიპლექსით მომსახურებას. კომისიის საერთო სტატისტიკური მონაცემების ბაზის თანახმად 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 6,792,469.35 ლარი შეადგინა.
შპს „სტერეო+“-ის 2022 წლის 8 ივნისის განცხადების თანახმად, ფიზიკურ პირ ელენა ხახალევას (72 8321358) განზრახული აქვს შეიძინოს ლაშა ზილფიმიანის (YA1282005) საკუთრებაში არსებული შპს ,,სტერეო+“-ის წილი 15%-ის ოდენობით, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ელენა ხახალევა გახდება შპს „სტერეო+“-ის წილის 15%-ის მფლობელი.
ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა ელენა ხახალევა არ არის აფილირებული/ურთიერთდამოკიდებული რომელიმე სხვა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირთან, შესაბამისად მის მიერ შპს „სტერეო+“- ის წილის შეძენა ვერ მოახდენს კომპანიის ბაზრის ახალ სეგმენტებზე პოზიციონირებას ან/და უკვე არსებულ ბაზრებზე ისეთი სინერგიის შექმნას, რომელიც მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებდა შპს ,,სტერეო+“-ს ბაზრის სხვა მონაწილეებთან შედარებით.
ელენა ხახალევას მიერ შპს „სტერეო+“-ის წილის 15%-ის შეძენა ვერ იქონიებს გავლენას აღნიშნული კომპანიების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვებაზე, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებასა ან/და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ტრანზაქციის ფარგლებში არ არსებობს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული წილის შეძენის გამოკვლევის აუცილებლობის წინაპირობა. შესაბამისად, არ არსებობს ელენა ხახალევას მიერ შპს ,,სტერეო+“-ის წილის 15%-ის შეძენასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. როგორც წესი, აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს ავტორიზებული პირის მიერ მოხდეს ხელახალი თანხმობის მიღება. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს ,,სტერეო+“-ის მხრიდან სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სტერეო+“-ს, შპს ,,სტერეო+“-ის წილის 15%-ის ფიზიკური პირი ელენა ხახალევას მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „სტერეო+“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს ,,სტერეო+“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს ,,სტერეო+“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-ისთვის გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სტერეო+“-ისთვის ჩაბარების დღიდან;.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სტერეო+“-ისთვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
