შპს „სიმნეტის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 10, 2022 17:27
მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2022
შპს „სიმნეტის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 21 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს „სიმნეტმა“ (ს/კ 424066441) (კომისიაში რეგისტრაციის N შ-22-6/3833, 21.10.2022), კომპანიის წილის 100%-ის ფიზიკური დავით ცერცვაძის მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სიმნეტი“ 2012 წლის 4 მაისიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
WiFi
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „სიმნეტი“ ახორციელებს ფიქსირებულ საცალო ინტერნეტ მომსახურებას Wi-Fi ტექნოლოგიით ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ზუგდიდის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ბორჯომისა და ამბროლაურის რაიონებში. აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის სრულად და 2022 წლის პირველი 9 (ცხრა) თვის მანძილზე შეადგინა 516,315 ლარი (დღგ-ს გარეშე) და 398,712 ლარი (დღგ-ს გარეშე) შესაბამისად, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2022 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 2,133 აბონენტი (2,100 ფიზიკური პირი და 33 იურიდიული პირი აბონენტი).
|
გეოგრაფიული არეალი |
შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე) |
აბონენტები |
||||||
|
2021 |
% |
2022 (9/12) |
% |
2021 წლის 31 დეკემბერი |
% |
2022 წლის 30 სექტემბერი |
% |
|
|
ადიგენის რაიონი |
93,874 |
15.54% |
70,334 |
13.59% |
402 |
16.28% |
375 |
14.19% |
|
ამბროლაურის რაიონი |
502 |
0.13% |
252 |
0.08% |
1 |
0.11% |
1 |
0.11% |
|
ასპინძის რაიონი |
147,352 |
32.83% |
114,921 |
30.58% |
587 |
32.18% |
560 |
29.83% |
|
ახალციხის რაიონი |
272,685 |
12.00% |
212,028 |
11.56% |
1,199 |
13.48% |
1,191 |
13.22% |
|
ბორჯომის რაიონი |
498 |
0.02% |
342 |
0.02% |
2 |
0.02% |
2 |
0.02% |
|
ზუგდიდის რაიონი |
942 |
0.02% |
579 |
0.01% |
3 |
0.01% |
3 |
0.01% |
|
თბილისი |
321 |
0.00% |
181 |
0.00% |
1 |
0.00% |
1 |
0.00% |
|
რუსთავი |
142 |
0.00% |
76 |
0.00% |
1 |
0.00% |
0 |
0.00% |
|
სულ |
516,315 |
0.28% |
398,712 |
0.27% |
2,196 |
0.42% |
2,133 |
0.40% |
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21100377, 15/10/2021 19:09:22) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „სიმნეტის“ პატნიორები არიან ფიზიკური პირები ბორის მელიქიანი (პ/ნ 01150138914) კომპანიის წილის 20%-ის მფლობელი, მიხეილ მელიქიანი (პ/ნ 01250070240) – 20% და ნინო თოთაძე (პ/ნ 49001012246) – 60%-იანი წილით, ხოლო კომპანიის დირექტორი არის დავით ცერცვაძე (პ/ნ 01010007185).
შპს „სიმნეტის“ 2022 წლის 21 ოქტომბრის განცხადების თანახმად კომპანიის წილის 60%-ის მფლობელ ფიზიკურ პირს ნინო თოთაძესა და კომპანიის წილის 40%-ის გასხვისების უფლების მქონე ფიზიკურ პირს ქრისტინა სარქისიანს (პ/ნ 01019040869), როგორც არასრულწლოვანი პირების/შვილების ბორის მელიქიანისა და მიხეილ მელიქიანის კანონიერ წარმომადგენელს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/24467-12) მინიჭებული აქვს ნებართვა გაასხვისოს/გაყიდოს არასრულწლოვანი შვილების საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ სიმნეტის კაპიტალში წილის 20-20% (ჯამში 40%), განზრახული აქვთ გაასხვისონ კომპანიის წილი სრულად (100%) კომპანიის დირექტორზე დავით ცერცვაძეზე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სიმნეტი“, მისი პარტნიორები ბორის მელიქიანი და მიხეილ მელიქიანი, მისი დირექტორი და ასევე კომპანიის წილის 100%-ის პოტენციური მყიდველი დავით ცერცვაძე ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, ხოლო კომპანიის წილის 60%-ის მფლობელი ფიზიკური პირი ნინო თოთაძე ფლობს 20%-იან წილს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირ შპს „სქაიტელში“, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არიან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირთან შპს „სქაიტელთან“, თუმცა აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში ურთიერთდამოკიდებულება (აფილირება) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირთან აღარ იარსებებს.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის დავით ცერცვაძის მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის დავით ცერცვაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „სიმნეტს“, შპს „სიმნეტის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის დავით ცერცვაძის მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „სიმნეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სიმნეტი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „სიმნეტი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სიმნეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სიმნეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
