შპს "პროსერვისი"-სა და შპს „სერვ.ჯი“-ს შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2022 17:23
მიღების თარიღი ნოემბერი 24, 2022
შპს "პროსერვისი"-სა და შპს „სერვ.ჯი“-ს შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს „პროსერვის“-მა (ს/კ 204929168) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4161, 14.11.2022), შპს „პროსერვისი“-სა და შპს „სერვ.ჯი“-ს (ს/კ 205277369) შერწყმაზე (შემდგომში „ტრანზაქცია“) წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
შპს „პროსერვისი“ და შპს „სერვ.ჯი“ 2011 წლის 5 სექტემბრიდან წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს და მათ ავტორიზაცია გავლილი აქვთ ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერებისა12და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად:
შპს „პროსერვისი“-ს წილის 100%-ის მფლობელი და ერთ-ერთი დირექტორი არის რევაზ ნატროშვილი (პ/ნ 01008001002), ხოლო კომპანიის მეორე დირექტორია ფიზიკური პირი გიორგი ნატროშვილი (პ/ნ 01017015321).
შპს „სერვ.ჯი“-ს წილის 100%-ის მფლობელია ზემოთ ხსენებული შპს „პროსერვისი“, ხოლო დირექტორები არიან ფიზიკური პირები რევაზ ნატროშვილი და გიორგი ნატროშვილი, რომლებიც ასევე წარმოადგენენ შპს „პროსერვისი“-ს დირექტორებს.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „პროსერვისი“ და შპს
„სერვ.ჯი“ ახორციელებენ ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებას და აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2022 წლის პირველი 10 (ათი) თვის მანძილზე შეადგინა
1,234,440.53 ლარი (დღგ-ს გარეშე) და 248,732.76 ლარი (დღგ-ს გარეშე) შესაბამისად, რაც საქართველოში ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 25,5%-სა და
5,1%-ს შეადგენს შესაბამისად (ჯამში - 30,6%). (იხ. ცხრილი N1)
ცხრილი N1
ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
|
კომპანიის დასახელება |
2021 |
2022/10 |
||
|
შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე) |
წილი (%) |
შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე) |
წილი (%) |
|
|
შპს "პროსერვისი" |
1,148,054.34 |
24.5% |
1,234,440.53 |
25.5% |
|
შპს "სერვ.ჯი" |
290,325.83 |
6.2% |
248,732.76 |
5.1% |
|
სხვა (22 კომპანია) |
3,254,313.20 |
69.3% |
3,348,450.65 |
69.3% |
|
სულ |
4,692,693.37 |
100% |
4,831,623.94 |
100% |
შპს „პროსერვისი“-ს 2022 წლის 14 ნოემბრის განცხადების თანახმად შპს „სერვ.ჯი“-ს ერთპიროვნული პარტნიორი შპს „პროსერვისი“ გამოხატავს სურვილს ბიზნეს გარემოდან გამომდინარე მოახდინოს აღნიშნული კომპანიების შერწყმა და შერწყმის შედეგად ერთი კომპანიის შპს „პროსერვისის“ ჩამოყალიბება.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „პროსერვისი“, შპს „სერვ.ჯი“ და მათი დირექტორები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებთან ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არ არიან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შპს „პროსერვისი“-სა და მისი შვილობილი კომპანიის შპს „სერვ.ჯი“-ს შერწყმა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „პროსერვისი“-სა და შპს „სერვ.ჯი“-ს შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში
1 განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B20007515, 28/01/2020 12:47:50
2 განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B21094716, 21/09/2021 01:25:49
ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „პროსერვის“-ს, შპს „პროსერვისი“-სა და შპს „სერვ.ჯი“-ს შერწყმაზე;
2. განემარტოს შპს „პროსერვის“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „პროსერვისი“-სა და შპს „სერვ.ჯი“-ს შერწყმის შემთხვევაში, შპს „პროსერვისი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „პროსერვისი“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პროსერვისი“-სათვის გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პროსერვისი“-სათვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „პროსერვისი“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
