წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 38%-ის შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-11 / 54

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2022 12:50

მიღების თარიღი თებერვალი 10, 2022

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 38%-ის შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 7 თებერვალს №2.3/40/ნშმთ განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-6/533) მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციამ“, კომისიის მიერ შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგის“ (R-12975) კუთვნილი, კომპანიის წილის 25%-ისა და სს „OTEplus ტექნიკური და ბიზნეს გადაწყვეტილებების დაცვის მომსახურების“ (000584801000, 16392/01AT/B/88/228(1997)) კუთვნილი, კომპანიის წილის 13%-ის (ჯამში კომპანიის წილის 38%-ის) შპს „სისტემ ნეტის“ (ს/კ 205267423) მიერ შეძენასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მოთხოვნით.

აღსანიშნავია, რომ კომისიის მხრიდან აღნიშნული წილის გასხვისებაზე ერთხელ უკვე განხორციელდა თანხმობის გაცემა 2021 წლის 1 ივლისს მიღებული №გ-21-11 / 395 გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 მუხლით კომისიის მიერ გაცემული თანხმობის ვადად განისაზღვრა 6 (ექვსი) თვე, თუმცა შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მხრიდან ვერ მოხდა განსაზღვრულ ვადაში წილის გასხვისება, იქიდან გამომდინარე, რომ წილის გასხვისებასთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები რამოდენიმეჯერ იქნა დახარვეზებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რასაც ადასტურებს ავტორიზებული პირის მიერ 2022 წლის 27 იანვარს კომისიაში  წარმოდგენილი №2.3/28/ნშმთ  წერილის(კომისიაში  რეგისტრაციის  №  შ-22-6/355)   დანართები N1 და N2 - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება   და ამავე წლის 20 იანვარს   შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ მიწერილი წერილი.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის კორპორაცია“ 2010 წლის 15 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ  პირს  და  მას  ავტორიზაცია  გავლილი  აქვს  ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური  სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6     საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2      ინტერნეტ მომსახურება

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL)

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

B.F.4      მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი

შპს „სისტემ ნეტ2010 წლის 5 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1    ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.2  ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.5    მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით  უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული მაგისტრალური  არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.6     საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

A.F.7  ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა

B.F.1  ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

B.F.2      ინტერნეტ მომსახურება

კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება

WiFi

სხვა

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება

B.F.3      მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.M.1    მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „სისტემ ნეტის“ დამფუძნებელი ფიზიკური პირები: თამარ ჩხაიძე, სერგო ჩიკვილაძე, ქეთევან ასიტაშილი, დავით დურგლიშვილი, ნოდარ გაბედავა, ჯამბულ გეგეჭკორი, გიორგი იაშვილი, თეიმურაზ ბერიშვილი და ხათუნა ინჯია, ელექტორნული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33  ქვეპუნქტის თანახმად ისინი სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არიან, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირები კოტე სამუშია, ლილი სუხიტაშილი, ნაირა კვესელავა, ფრიდონ ინჯია, ავთანდილ იაშვილი, ილია ინჯია და ლალი რუხაია ფლობენ წილებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ შემდეგ პირებში:

ფიზიკური პირი

ავტორიზებული პირი

წილი

ილია ინჯია

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

24.71%

შპს ევრიკა ტელერადიოკომპანია (ს/კ 203844723)

100%

შპს  „ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელ- ფოპტნეტში“ (ს/კ204892330)

3%

ავთანდილ იაშვილი

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

29.35%

შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732)

33.18%

შპს  ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330)

14.30%

ფრიდონ ინჯია

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

15.32%

შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732)

46.24%

შპს  ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330)

22.30%

ნაირა კვესელავა

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

7.78%

შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732)

1.60%

შპს  ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330)

1.40%

ლალი რუხაია

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

4.15%

შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732)

46.24%

ლილი სუხიტაშვილი

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

2.09%

შპს ახალი ქსელები (ს/კ 211326732)

4.16%

შპს  ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330)

3.40%

კოტე სამუშია

შპს სისტემ ნეტ (ს/კ 205267423)

1.69%

შპს  ოპტიკურ  ბოჭკოვანი  ტელეკომუნიკაციის  ქსელი- ფოპტნეტი (ს/კ 204892330)

5.00%


თავის  მხრივ  შპს  „სისტემ  ნეტ“  ფლობს  ელექტრონული  კომუნიკაციების   სფეროშიავტორზებულ პირ შპს „ახალ ქსელებში“ კომპანიის წილის 10%-ს, ავტორიზებულ პირ შპს ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ-ფოპტნეტში“ კომპანიის წილის 50%-ს და როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა ავტორიზებულ პირ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციაში“ კომპანიის წილის 49%-ს, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად შპს „სისტემ ნეტ“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“, შპს „ახალი ქსელები“, შპს „ოპტიკურ ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი- ფოპტნეტი“, და შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“   ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირები არიან.

შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  (2022  წლის  7თებერვლის, №2.3/40 ნშმთ განცხადების თანახმად, შპს „სისტემ ნეტს“ განზრახული აქვს სსOTEplus ტექნიკური და ბიზნეს გადაწყვეტილებების დაცვის მომსახურების“ კუთვნილი, კომპანიის წილის 25%-სა და შპს „მონემვაზია შიფინგ & თრეიდინგ“ კუთვნილი, კომპანიის წილის 13%-ის შესყიდვა, რის შემდეგაც შპს „სისტემ ნეტ“ გახდება შპს „საქართველოს ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  წილის 87%-ის  მფლობელი,  რაც  შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წესდების მიხედვით მას ანიჭებს გადაწყვეტილებუნარიანობას.

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ახორციელებს ფიქსირებულ   საცალო   სატელეფონო   მომსახურებას   ქალაქ   რუსთავში,   ფიქსირებულინტერნეტ მომსახურებასა და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას გარდაბნის რაიონსა და ქალაქ რუსთავში.

კომისიის  საერთო  სტატისტიკური  ბაზის   მონაცემების  თანახმად,   შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოსავლებმა აღნიშნული საცალო მომსახურებებიდან 2021 წელს ჯამურად შეადგინა  4,442,160.38 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებაზე შეადგინა 8,389 (ქალაქ რუსთავის ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურების აბონენტების 80.7%-ს შეადგენს), ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებაზე 14,279 აბონენტი (გარდაბნის რაიონისა და ქალაქ რუსთავის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურების აბონენტების 6.14% და 35.7% შესაბამისად) და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებზე - 10,590 აბონენტი (გარდაბნის რაიონისა და ქალაქ რუსთავის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების აბონენტების 2.26% და 31.5%  შესაბამისად).

 

საცალო მომსახურება

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

 

(%)*

 

აბონენტების რაოდენობა

 

(%)**

ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურება (რუსთავი)

 

642,763.88

 

76.90%

 

8,389

 

80.7%

ფიქსირებული  ინტერნეტ მომსახურება (რუსთავი)

 

2,370,217.67

32.68%

 

13,333

 

35.7%

 

მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას(რუსთავი)

 

1,144,541.71

 

21.76%

 

10,403

 

31.5%

 

ფიქსირებული  ინტერნეტ მომსახურება (გარდაბნის რაიონი)

 

235,155.4

5.71%

 

946

 

6.14%

 

მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას (გარდაბნის რაიონი)

 

49,481.72

 

3.24%

 

187

 

2.26%

სულ

4,442,160.38

 

 

* წილი მითითებული გეოგრაფიული არეალის შემოსავალში

** წილი მითითებული გეოგრაფიული არეალის აბონენტების რაოდენობაში

შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის  კორპორაცია“ ახორციელებს, ასევე, საბითუმო სეგმენტზე მომსახურებების მიწოდებას, კერძოდ: ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარის მომსახურებას, საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას და საბითუმო ხმოვან მომსახურებას (ურთიერთჩართვა რეზიდენტ და არარეზიდენტ ოპერატორებთან, ტრანზიტი და სხვა) და აღნიშნული მომსახურებებიდან მიღებულმა  შემოსავალმა  2021  წელს  შეადგინა  145,541  ლარი  დღგ-ს  გარეშე,  რაც  შპს„საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 3.17% შეადგინა.

 

 

 

საბითუმო მომსახურება

 

 

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

(%) (წილი კომპანიის მთლიან შემოსავალში)

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება - გაფართოებული ურთიერთჩართვა

 

6,900

 

0.15%

საბითუმო ხმოვანი მომსახურება

77,535.85

1.69%

 

ქსელის ელემენტებთან დაშვება/იჯარა

61,105.46

1.33%

სულ საბითუმო შემოსავალი

145,541

3.17%

საბითუმო შემოსავალს + საცალო შემოსავალი

4,587,701.38

100%


აღსანიშნავია,     რომ     შპს     „საქართველოს      ცენტრალური      კავშირგაბმულობის კორპორაცია“ განსაზღვრული არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად კომუნიკაციების    კომისიის    შემდეგი  გადაწყვეტილებების თანახმად:  2010    წლის  17 სექტემბრის    N428/9    გადაწყვეტლება  „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან  დაშვებისა  და  ურთიერთჩართვის  (სატელეფონო  ზარების წამოწყება/დასრულება)  საბითუმო    ბაზრის    შესაბამის    სეგმენტებზე    კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, 2014 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება N620/9 „საკომუნიკაციო   საკანალიზაციო   არხებთან   დაშვების   საბითუმო   ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“, 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილება „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე“ და 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილება „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“.

აღნიშნული გადაწყვეტილებების (N428/9, N620/9, N345/22 და N671/9)   თანახმად, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ განსაზღვრული არის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ქ. რუსთავში მომსახურების ბაზრის შემდეგ სეგმენტებზე: ფიქსირებული სადენიანი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზარზე, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე  და გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზარზე, ხოლო საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად განსაზღვრულია მთელ საქართველოში და აღნიშნულ ბაზრებზე დაეკისრა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე, 32-ე, 33- ე, 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული შემდეგი ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება და ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.

კომისიის  საერთო  სტატისტიკური  ბაზის  მონაცემების თანახმად,   შპს „საქართველოსცენტრალური   კავშირგაბმულობის   კორპორაციის“  შემოსავლებმა რეგულირებას დაქვემდებარებული მომსახურების ბაზრებიდან 2021 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავლების 0,123% შეადგინა.

შპს „სისტემ ნეტ“ ახორციელებს სატელეკომუნიკაციო საბითუმო და საცალო მომსახურებას, კერძოდ: საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურებას (ლოკალური და გლობალური ინტერნეტი, გაფართოებული ურთიერთჩართვა), საბითუმო ხმოვან მომსახურებას (ურთიერთჩართვა რეზიდენტ და არარეზიდენტ ოპერატორებთან, ტრანზიტი და სხვა), ფიქსირებულ საცალო (სადენიანი და უსადენო) ინტერენეტ მომსახურებას, ჰოსტინგს და სხვას.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სისტემ ნეტის“ შემოსავლები აღნიშნული მომსახურებებიდან 2021 წელს   6,469,582.61 ლარი შეადგინა დღგ-ს გარეშე, მათ შორის ფიქსირებული საცალო ინტერნეტ-მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 93,993.93 ლარი შეადგინა დღგ-ს გარეშე, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლების 1.5%-ს შეადგენს, ხოლო აბონენტების რაოდენობა 2021 წლის ბოლოს მდგომარეობით ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებაზე შეადგენს 11-ს, ყველა მათგანი იურიდიული პირი აბონენტია, საიდანაც 5 აბონენტი ზესტაფონის რაიონშია და 6 ქალაქ თბილისში.

 

მომსახურება

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

 

(%)

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება

93,993.93

1.5%

საცალო მომსახურება სხვა

73,669.65

1.1%

საბითუმო მონაცემთა გადაცემით/ინტერნეტით მომსახურება

3,673,218.00

56.8%

საბითუმო ხმოვანი მომსახურება

203,247.91

3.1%

სხვა საბითუმო მომსახურება

1,379,027.59

21.3%

სხვა არასაკომუნიკაციო მომსახურება

1,046,425.53

16.2%

სულ

6,469,582.61

100%


 

ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურება

შემოსავლები (ლარი დღგ-ს გარეშე)

 

(%)*

 

აბონენტების რაოდენობა

 

(%)**

თბილისი

91,970.79

0.06%

6

0.06%

ზესტაფონის რაიონი

2,022.74

0.09%

5

6.17%

სულ

93,993.93

 

11

 

*წილი მითითებული გეოგრაფიული არეალის შემოსავალში

** წილი მითითებული გეოგრაფიული არეალის აბონენტების რაოდენობაში

კომისიის 2016 წლის 8 სექტემბრის N 620/19 გადაწყვეტილებების თანახმად, შპს„სისტემ ნეტ“ განსაზღვრულია მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე და აღნიშნულ ბაზარზე დაეკისრა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული შემდეგი ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება და    ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება.

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად, შპს „სისტემ ნეტის“  შემოსავლები  რეგულირებას  დაქვემდებარებული  ზემოთაღნიშნული  ბაზრიდან2021 წელს  არ უფიქსირდება. 

როგორც უკვე აღინიშნა, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ საცალო მომსახურების მიწოდებას ახორციელებს მხოლოდ ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის რაიონში და კომპანიის აბონენტების რაოდენობა 2021 წლის   დეკემბრის თვის მდგომარეობით ფიქსირებული საცალო სატელეფონო მომსახურებაზე შეადგენს 8,389 აბონენტს, ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებაზე 13,333    აბონენტს და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებაზე 10,403 -  აბონენტს, ხოლო შპს „სისტემ ნეტი“ ახორციელებს საცალო მომსახურებას მხოლოდ ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურების სეგმენტზე ქალაქ თბილისსა და ზესტაფონის რაიონში და მისი აბონენტების რაოდენობაშეადგენს 11-ს. შესაბამისად შეძენის შედეგად თუ ჩამოყალიბდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებული სტრუქტურა - აღნიშნული გაერთიანებული სტრუქტურა ვერ იქნება მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების საფუძველი ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების, ფიქსირებულ  ინტერნეტ მომსახურებისა და მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების საცალო სეგმენტზე.

აღსანიშნავია, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შემოსავლების უმეტეს ნაწილს (96.8%)   საცალო სეგმენტიდან, კერძოდ ფიქსირებული სატელეფონო, ფიქსირებული ინტერნეტ და   მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებებიდან აგენერირებს, მაშინ როცა შპს „სისტემ ნეტის“ შემოსავლების (81.2%) საბითუმო    გაყიდვებზე მოდის. რაც ნიშნავს, იმას რომ აღნიშნული ტრანზაქცია სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის ანალიზის თვალსაზრისით შესაძლოა განხილულ იქნას, როგორც ვერტიკალური გარიგება. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საბითუმო ინტერნეტის შესყიდვების   ფაქტიურად მთლიანი მოცულობა (98%) და ასევე, გაფართოებული ურთიერთჩართვის გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილიც (43.48%) შპს „სისტემ ნეტზე“ მოდის.   შესაბამისად შპს „სისტემ ნეტის“ კუთვნილი შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 49%-დან 87-% მდე გაზრდის შედეგად ვერტიკალურად ინტეგრირებული სტრუქტურის ჩამოყალიბების შემთხვევაში - აღნიშნული    ვერ იქნება საბითუმო ბაზარზე მიწოდების ნაწილში კონკურენციის შემზღუდველი, რადგან ამ ორ ავტორიზებულ პირს შორის უკვე არსებობს მოთხოვნა-მიწოდების ზემოთ მოყვანილი სტრუქტურა.

 

 

ბაზრის სეგმენტი

შემოსავალი, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“

(ლარი)

 

შემოსავალი შპს „სისტემ ნეტი“ (ლარი)

საცალო

4,442,160.38

96.8%

167,663.58

2.6%

საბითუმო

145,541

3.2%

5,255,493.50

81.2%

სხვა

0

0%

1,046,425.53

16.2%

 

სულ

 

4,587,701.38

 

100%

 

6,469,582.61

 

100%

 

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია

 

 

 

შესყიდვა

 

 

 

სულ

 

 

 

(%)

 

გაფართოებული ურთიერთჩართვიდან (ლარი)

მხოლოდ გლობალურ ინტერნეტში წვდომა (ლარი)

კავკასუს ონლაინი - (211380833)

3,000

0.7%

3000

0

რკინიგზის ტელეკომი - (202239737)

3,000

0.7%

3,000

0

სილქნეტი - (204566978)

2,750

0.6%

2,750

0

სისტემ ნეტ - (205267423)

433,284

 

98.0%

18,000

415,284

სულ შესყიდვები

442,034

100.0%

26,750

415,284

 

 

გაყიდვები

სულ შემოსავალი (ლარი)

 

(%)

 

გაფართოებული ურთიერთჩართვა (ლარი)

 

კავკასუს ონლაინი - (211380833)

900

13.04%

900

რკინიგზის ტელეკომი - (202239737)

 

1,500

 

21.74%

 

1,500

სილქნეტი - (204566978)

1,500

21.74%

1,500

სისტემ ნეტ - (205267423)

3,000

43.48%

3,000

სულ გაყიდვები

6,900

100%

6,900

 

„საქაოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  და  შპს  „სისტემნეტის“ ზემოთ აღნიშნული მონაცემები - მომსახურების სეგმენტებზე შემოსავლების, აბონენტების რაოდენობის და კომპანიების საბაზრო წილების შესახებ, იმ მონაცემებისგან, რომელსაც   კომისია   დაეყრდნო   2021   წლის   1   ივლისს   მიღებული   №გ-21-11   / 395 გადაწყვეტილების მიღებისას უმნიშვნელოდ განსხვავდება, ხოლო კომპანიების ინფორმაცია მათი ურთიერთდამოკიდებულების (აფილირების) შესახებ არ შეცვლილა. შესაბამისად,   2021   წლის   1   ივლისს   მიღებული   №გ-21-11/395   გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დასკვნით ნაწილში მოყვანილი მსჯელობის ანალოგიურად უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის38%-ის შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შეძენის შემთხვევაში საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე შესაძლოა ჩამოყალიბდეს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტები, რომლებიც ამასთანავე ურთიერთკონტროლის განხორცილების საშუალებით ვერ შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას ან/და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას.

ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დგინდება, რომ აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში არ არსებობს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული წილის   შეძენის  გამოკვლევის  აუცილებლობის წინაპირობა.   შესაბამისად,  შპს„საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციის“  წილის  38%-ის  შპს„სისტემ ნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო  ბაზარზე  არსებული  კონკურენტული  გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.   მიეცეს  თანხმობა  შპს   „საქართველოს   ცენტრალური  კავშირგაბმულობის კორპორაციას“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 38%-ის შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შეძენაზე;

2.  განემარტოს  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციას“, რომ    ამ   გადაწყვეტილების    შესაბამისად,    წილის    მფლობელის    ცვლილების შემთხვევაში,  შპს  „საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაცია“ვალდებულია  აღნიშნულის  თაობაზე  კომისიას  აცნობოს  შესაბამისი  ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ   გადაწყვეტილებით      კომისიის      მიერ      გაცემული      თანხმობა      ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციისგანუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);

5.   გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს„საქართველოს  ცენტრალური  კავშირგაბმულობის  კორპორაციისათვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი,    ქ.    თბილისი,    დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაურითავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძეწევრი

ეკატერინე იმედაძეწევრი

ნათია კუკულაძე

 

 

 

წევრი

 

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები