წვდომის მენიუ

შპს „fixgroup“-ის წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-11 / 593

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2023 12:42

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2022

შპს „fixgroup“-ის წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 20 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „fixgroup“-მა (ს/კ 401981744) (განცხადების კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4654, 20.12.2022), კომპანიის წილის 30%-ის მფლობელი ფიზიკური  პირი სერგო ჩიტორელიძისგან  წილის 10%-ის ფიზიკური  პირის ლევან მესხიშვილის და წილის 20%-ის ფიზიკური პირის ნათია ხურციძის მიერ შეძენაზე, ასევე კომპანიის წილის 40%-ის მფლობელი შპს „ვებაპ ჯგუფი“-სგან წილის ფიზიკური პირის ლევან მესხიშვილის მიერ სრულად შეძენაზე (შემდგომში „ტრანზაქცია“) წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

შპს „fixgroup“ 2020 წლის 17 სექტემბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:

B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა

ტექსტური შეტყობინების მომსახურება

კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს „fixgroup“ ახორციელებს არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურებას და აღნიშნული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წელს სრულად შეადგინა 221,368.20 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო 2022 წლის პირველი 10 (ათი) თვის მანძილზე შეადგინა 326,794.04 ლარი დღგ-ს გარეშე.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა  (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი:  B20107393,  29/12/2020 15:15:37) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს„fixgroup“-ის პარტნიორები არიან ფიზიკური პირები სერგო ჩიტორელიძე (პ/ნ 01034001852) კომპანიის წილის 30%-ის მფლობელი და ნათია ხუციძე (პ/ნ 01017030343) კომპანიის წილის 30%-ის მფლოებლი, ასევე შპს „ვებაპ ჯგუფი“ (ს/კ 402175837) კომპანიის წილის 40%-ის მფლოებლი, ხოლო კომპანიის დირექტორია ფიზიკური პირი ლევან მესხიშვილი (პ/ნ 01305045517).

შპს „fixgroup“-ის 2022 წლის 20 დეკემბრის განცხადებისა და მასთან ერთად დანართის სახით წარმოდგენილი 2022 წლის 29 ნოემბრის კომპანიის დამფუძნებელთა საერთო კრების ოქმის N1-ის თანახმად კომპანიის პარტნიორებს განზრახული აქვთ წილების გადანაწილება შემდეგნაირად:

1.  კომპანიის 30%-იანი   წილის   მფლობელი ფიზიკური პირი სერგო  ჩიტორელიძის მხრიდან 20%-ის გადაცემა კომპანიის პარტნიორ ფიზკურ პირზე ნათია ხუციძეზე, რომელიც უკვე ფლობს კომპანიაში 30%-იან წილს და 10%-ის გადაცემა ფიზიკურ პირ ლევან მესხიშვილზე, რომელიც წარმოადგენს კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელი შპს „ვებაპ ჯგუფის“ დირექტორს.

2.  კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელის შპს „ვებაპ ჯგუფის“ მხრიდან წილის სრულად გადაფორმება ფიზიკურ პირ ლევან მესხიშვილზე, რომელიც წარმოადგენს შპს „ვებაპ ჯგუფის“ დირექტორს.

ზემოთ აღნიშნული ტრანზაქციის განხორცილების შემდეგ შპს „fixgroup“-ის პარტნიორები და მათი წილების გადანაწილება კომპანიაში განსაზღვრული იქნება თანაბრად 50-50%-იანი წილებით ფიზიკურ პირებზე ლევან მესხიშვილზე და ნათია ხუციძეზე.

კომისიის  ავტორიზებულ  პირთა  უწყებრივი  რეესტრიდან  ამონაწერის  თანახმად შპს„fixgroup“, მისი პარტნიორები და დირექტორი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებთან ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არ არიან.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „fixgroup“-ის წილის 30%-ის მფლობელი ფიზიკური  პირი სერგო ჩიტორელიძისგან  წილის 10%-ის ფიზიკური  პირის ლევან მესხიშვილის და წილის 20%-ის ფიზიკური პირის ნათია ხურციძის მიერ შეძენა, ასევე კომპანიის წილის 40%-ის მფლობელი შპს „ვებაპ ჯგუფი“-სგან წილის ფიზიკური პირის ლევან მესხიშვილის მიერ სრულად შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „fixgroup“-ის წილის 30%-ის მფლობელი ფიზიკური  პირი სერგო ჩიტორელიძისგან  წილის 10%-ის ფიზიკური  პირის ლევან მესხიშვილის და წილის 20%-ის ფიზიკური პირის ნათია ხურციძის მიერ შეძენაზე, ასევე კომპანიის წილის 40%-ის მფლობელი შპს „ვებაპ ჯგუფი“-სგან წილის ფიზიკური პირის ლევან მესხიშვილის მიერ სრულად შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის  მიერ გაცემული შესაბამისი  თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.

“ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონის  25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.  მიეცეს თანხმობა შპს „fixgroup“-ს, შპს „fixgroup“-ის წილის 30%-ის მფლობელი ფიზიკური პირი სერგო ჩიტორელიძისგან წილის 10%-ის ფიზიკური პირის ლევან მესხიშვილის და წილის 20%-ის ფიზიკური პირის ნათია ხურციძის მიერ შეძენაზე, ასევე კომპანიის წილის 40%-ის მფლობელი შპს „ვებაპ ჯგუფი“-სგან წილის ფიზიკური პირის ლევან მესხიშვილის მიერ სრულად შეძენაზე;

2.  განემარტოს შპს „fixgroup“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „fixgroup“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;

3.  ამ  გადაწყვეტილებით  კომისიის  მიერ  გაცემული  თანხმობა  ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან  6  (ექვსი)  თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „fixgroup“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;

4.  დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ  გადაწყვეტილების  დამოწმებული ასლის  შპს„fixgroup“-ისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს„fixgroup“-ისათვის ჩაბარების დღიდან;

6.  გადაწყვეტილება   შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „fixgroup“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები