შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის წილის სს „სილქნეტი”-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2023 16:44
მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2022
შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის წილის სს „სილქნეტი”-ს მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2022 წლის 20 დეკემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-მა (ს/კ 404503042), სს „სილქნეტ“-მა (ს/კ 204566978) და შპს „დიჯითალ ედს“-მა (ს/კ 404963955) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4653 20.12.2022), შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის წილის 100%-ის სს „სილქნეტი“-ს მიერ შპს „დიჯითალ ედს“-ისგან შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ ტრანზაქციაში მონაწილე პირები შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ და სს „სილქნეტი“ წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს.
შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ 2021 წლის 21 ოქტომბრიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.
შპს „სილქნეტი” 2010 წლის 10 მარტიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს, ხოლო 2016 წლის 21 დეკემბრიდან მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
სპილენძის წყვილების მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა
საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა
საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
A.M.1 ფიჭური ორგანიზების ტიპის საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
CDMA LTE WIMAX GSM WCDMA
A.S.1 თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა
B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება
ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება ტექსტური შეტყობინების მომსახურება
B.F.2 ინტერნეტ მომსახურება
სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL) CDMA
ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) WiMax
WiFi
ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება
3G
სხვა
B.F.3 მონაცემთა გადაცემა
მონაცემთა გადაცემა
B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი
ტელემაუწყებლობის ტრანზიტი
B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)
B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება როუმინგული კავშირით მომსახურება
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა
ტექსტური შეტყობინების მომსახურება მულტიმედიური მომსახურება
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა) მოძრავი ინტერნეტ მომსახურება
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება
B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით
B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება
B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება
მაუწყებლობის ავტორიზაციის მონაცემები:
კერძო მაუწყებლობა, სპეციალიზებული ტელემაუწყებლობა
ავტორიზაციის ნომერი: BR-1127, ზოგადი გასართობი (სპორტი), სილქ სპორტ HD 2 ავტორიზაციის ნომერი: BR-1128, ზოგადი გასართობი (სპორტი), სილქ სპორტ HD 3 ავტორიზაციის ნომერი: BR-1130, ზოგადი გასართობი (სპორტი), სილქ სპორტ HD 1 ავტორიზაციის ნომერი: BR-1131, ზოგადი გასართობი (მხატვრული კინო), silk კინო ჰოლივუდი ავტორიზაციის ნომერი: BR-1132, ზოგადი გასართობი (მხატვრული კინო), Silk კინო კოლექცია ავტორიზაციის ნომერი: BR-1133, ზოგადი გასართობი/მხატვრული ფილმები/საბავშვო თემატიკის გადაცემები, Silk kids ავტორიზაციის ნომერი: BR-1134, გასართობი/სპორტი, მხატვრული და დოკუმენტური კინო, სერიალები, ანიმაცია, Silk Universal ავტორიზაციის ნომერი: BR-5021, შემეცნებითი, Silk Media
ზემოთ აღნიშნული ავტორიზებული საქმიანობიდან იკვეთება, რომ ტრანზაქციაში მონაწილე ავტორიზებული პირების თანაკვეთა ხდება მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, შესაბამისად კომისიამ აღნიშნული საკითხი განიხილა ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენის მოხდენისა და ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის კუთხით.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერისა (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი:B22164634, 28/12/2022 14:48:20) და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის ერთადერთი პარტნიორი და წილის 100%-ის მფლობელი არის შპს „დიჯითალ ედს“ (ს/კ 404963955), ხოლო დირექტორია ფიზიკური პირი მიხეილ მახათელაშვილი (პ/ნ 20001062295). თავის მხრივ შპს „დიჯითალ ედს“-ის წილის 100%-ის მფლობელი არის ფიზიკური პირი ლევან ჭიორელი (პ/ნ 01007005859), ხოლო კომპანიის დირექტორია ირაკლი ცინცაძე (პ/ნ 01024067769).
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“, მისი დირექტორი, მისი პარტნიორი კომპანია შპს „დიჯითალ ედს“ და მისი წარმომადგენელი და პარტნიორი ფიზიკური პირები ირაკლი ცინცაძე და ლევან ჭიორელი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სხვა ავტორიზებულ პირებში წილებს არ ფლობენ, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ისინი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ სხვა პირებთან ურთიერთდამოკიდებულნი (აფილირებულნი) არ არიან.
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემების თანახმად შპს შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ 2021 წლის დეკემბრის თვიდან ახორციელებს მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურებას ინტერნეტ ტექნოლოგიის საშუალებით და შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან კომპანიის მიერ საქმიანობის დაწყებიდან, 2021 წლის დეკემბრის თვიდან 2022 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა 22,745.93 ლარი დღგ-ს გარეშე, ხოლო აბონენტების რაოდენობამ მიმდინარე 2022 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით 132 ფიზიკური პირი აბონენტი, რაც მაუწყებლობის ტრანზიტის როგორც მომსახურებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების, ასევე, აბონენტების რაოდენობის მიხედვით მხოლოდ 0.02%-ს შეადგენს აღნიშნული პერიოდისთვის.
სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი მისი სადამფუძნებლო დოკუმენტაციისა და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემების თანახმად სს „სილქნეტის“ საბოლოო ბენეფიციარი ფიზიკური პირები არიან: გიორგი რამიშვილი (36,3235%), ერკინ ტატიშევი (36,3235%), ალექსი თოფურია (16,7647%), დევიდ ბორგერი (5,5883%) და დავით მამულაიშვილი (5,0000%).
კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის მონაცემებისა და სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი 2021 წლის და 2022 წლის პირველი ნახევრის აუდირებული ფინანსური ანგარიშგებების თანახმად სს „სილქნეტი“ ახორციელებს მობილური და ფიქსირებული ქსელის გამოყენებით ავტორიზებულ საქმიანობას, როგორც საცალო ისე საბითუმო დონეზე, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურებას. კომპანიის შემოსავლებმა 2021 წელს შეადგინა 413,4 მილიონი ლარი დღგ-ს გარეშე, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურებიდან 44,7 მილიონი ლარი დღგ-ს გარეშე, 2022 წლის პირველი 10 (ათი) თვის მანძილზე შეადგინა 388,7 მილიონი ლარი დღგ-ს გარეშე, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურებიდან - 39,8 მილიონი ლარი დღგ-ს გარეშე, რაც მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლების 35,4%-ს შეადგენს. აბონენტების რაოდენობამ მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო მომსახურებიდან 2022 წლის 1 ნოემბრისთვის შეადგინა 250,655 აბონენტი რაც მაუწყებლობის ტრანზიტის აბონენტების მთლიანი რაოდენობის 34.6%-ს შეადგენს.

შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის, მისი დამფუძნებლის შპს „დიჯითალ ედს“-ისა და სს „სილქნეტის“ ერთობლივი განცხადების თანახმად, შპს „დიჯითალ ედს”-ს განზრახული აქვს თავისი კუთვნილი შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის 100%-იანი წილი გაასხვისოს სს „სილქნეტ“-ზე, ამასთან სს „სილქნეტი“ ამავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ თავის აბონენტებს თვითონ მოემსახურება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის ჩანაცვლება მოხდება სს „სილქნეტის“ მიერ, ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს აბონენტების კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დაცვის შესაბამისად ინფორმირებას. ასევე სს „სილქნეტ“-მა 2022 წლის 23 დეკემბერს კომისიაში დამატებით წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4693 23.12.2022), სადაც კომისიიას თხოვნით მიმართავს აღნიშნული ტრანზაქციის საკითხის განხილვის დღეს თანხმობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულ იქნას იმავე დღეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის წილის 100%-ის სს „სილქნეტის” მიერ შეძენა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გავლენას არ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის წილის 100%-ის სს „სილქნეტის” მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე, ძალაში დარჩეს მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც არსებითად შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეს თანხმობა შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ს, შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ის წილის 100%-ის სს „სილქნეტი”-ს მიერ შეძენაზე;
2. განემარტოს შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში, შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში;
3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“ ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ისათვის გაგზავნა (ო.ვოტ);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „პრემიუმ ვებ სოლუშენს“-ისათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
