წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ უვე ჰერმან რეისენვებერის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: გ-22-12 / 191

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 27, 2022 16:10

მიღების თარიღი აპრილი 21, 2022

რადიომოყვარულ უვე ჰერმან რეისენვებერის განცხადების  განუხილველად  დატოვების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ უვე ჰერმან რეისენვებერმა კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/1235, 23.03.22) საქართველოში ყოფნის პერიოდში სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ და რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის უვე ჰერმან რეისენვებერის განაცხადი სახმობის მინიჭებაზე იყო წარმოდგენილი ხარვეზებით, კერძოდ არ იყო ქართულ ენაზე და სანოტარო წესით დამოწმებული, ამასთან წერილში არ იყო მითითებული მისამართი, სადაც განთავსებული იქნებოდა სამოყვარულო რადიოსადგური განმცხადებლის საქართველოში ყოფნის პერიოდში, ასევე აპარატურის დასახელება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის  განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა (წერილი № გ-22-03/779, 29.03.22), მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი  არ წარმოუდგენია. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე უვე ჰერმან რეისენვებერის განცხადებები (№შ-22-9/1235, 23.03.22) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე უვე ჰერმან რეისენვებერისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით   აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების მოქალაქე უვე ჰერმან რეისენვებერისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები