წვდომის მენიუ

შპს „ტვ.პლიუსისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: გ-22-12 / 76

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2022 17:21

მიღების თარიღი თებერვალი 24, 2022

შპს „ტვ.პლიუსისთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-22-7/540, 07.02.2022)  მიმართა შპს „ტვ.პლიუსმა“ (ს/ნ 427742222) მაუწყებლობის   შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ტვ.პლიუსი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი; ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ავტორიზაციის გავლიდან 30 დღეში.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს „ტვ.პლიუსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:

1. კომპანიის განცხადება;

2. შესაბამისობის დეკლარაცია;

3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ; დაფინანსების გეგმის დანართი;

5. ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის

23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ;

კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 2 თებერვალს შპს „ტვ.პლიუსის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია, რომელიც არ იყო ხელმოწერილი და დეკლარაციის მე-5 პუნქტში არასწორად იყო მითითებული კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეები და მათი წილები;

ბ) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ მითითებული იყო, რომ გეგმა გაწერილია 2020-2021 წლის პერიოდზე; არ იყო შევსებული გრაფა: „სულ მოსალოდნელი ფულადი   შემოსავლები“, არასწორად იყო შევსებული

„სულ მოსალოდნელი ფულადი  გასავლები“ და „სხვაობა სულ დაგეგმილ ფულად  შემოსავლებსა და სულ ფულად გასავლებს შორის“; დაფინანსების გეგმის დანართში მითითებული იყო, რომ შპს

„ტვ პლიუსის“ მაუწყებლობის დაწყებას დააფინანსებს შპს „ილიონი“:

გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია (დანართი N2) - დეკლარაციაში ნაცვლად შპს „ტვ.პლიუსის“ პარტნიორების მონაცემებისა შეტანილი იყო შპს „ილიონის“ ერთ-ერთი პარტნიორის მონაცემები;

განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:

ა) შპს „ტვ.პლიუსის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა   და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

გ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ.

კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-22-03/303, 11.02.2022წ.). შპს „ტვ.პლიუსმა“ მოთხოვნილი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოედგინა 2022 წლის 21 თებერვალს (№შ-22-7/752). თუმცა დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი:

ა) მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია;

ბ) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა   და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ;

გ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, რომელიც უნდა იყოს დადასტურებული აუდიტორული კომპანიის მიერ.

კომისიის   2022   წლის   24   თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტვ.პლიუსის“ წარმომადგენელი.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  უარი  ეთქვას  შპს  „ტვ.პლიუსს“  (ს/ნ  427742222)  მაუწყებლობის  სფეროში  ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;

2. განემარტოს შპს „ტვ.პლიუსს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას:

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ.პლიუსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

4.      გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ         კოლეგიაში    (ქ.    თბილისი,    დავით    აღმაშენებლის    ხეივანი    N64)    შპს „ტვ.პლიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3 პუნქტისა)  დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები