რადიომოყვარულ ამირ ბაზაკის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2022 17:29
მიღების თარიღი თებერვალი 24, 2022
რადიომოყვარულ ამირ ბაზაკის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქემ ამირ ბაზაკმა კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/453, 01.02.22 და № შ-22-8/454, 02.02.22) საქართველოში ყოფნის პერიოდში სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კომისიის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოსახმობის მინიჭების შემდგომ და რადიოსახმობის მინიჭება ხორციელდება ხუთი წლის ვადით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქის ამირ ბაზაკის განაცხადი სახმობის მინიჭებაზე იყო წარმოდგენილი ხარვეზებით, კერძოდ არ იყო ქართულ ენაზე და სანოტარო წესით დამოწმებული, ამასთან წერილს არ ახლდა პასპორტის ქსერო–ასლი და მისამართი, სადაც განთავსებული იქნებოდა სამოყვარულო რადიოსადგური განმცხადებლის საქართველოში ყოფნის პერიოდში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი № გ-22-03/219, 03.02.22), მითითებულ ვადაში განმცხადებელს მოთხოვნილი დოკუმენტი არ წარმოუდგენია. კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქე ამირ ბაზაკის განცხადებები (№ შ-22-9/453, 01.02.22 და № შ-22-8/454, 02.02.22) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ამირ ბაზაკისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების მოქალაქე ამირ ბაზაკისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
