შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2022 12:36
მიღების თარიღი იანვარი 20, 2022
შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინმა ფორტუნამ“ კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/5453, 16.12.21 და №შ-21-7/5556, 23.12.2021) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით კომპანიის სტუდიიდან (იური გაგარინის ქ. 24) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად სარელეო სიხშირის 5 წლის ვადით მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ქ. თბილისში რადიომაუწყებლობას ახორციელებს კერძო რადიომაუწყებლობის №№B64, B66, B78 და B89 ლიცენზიებით ოთხი რადიოარხით („ფორტუნა“, „ფორტუნა+“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“) სიხშირეებზე 106.9 მჰც, 103.5 მჰც, 96.7 მჰც და 95.1 მჰც. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე, ოთხივე რადიოს სიგნალის გადასაცემად, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.
კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N 13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მაუწყებელს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №21-10-2440 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირე სამსახურებრივ ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №21-10-2440 სამსახურებრივი ბარათში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (2022 წლის 11 იანვრის № 22-10-21 სამსახურებრივი ბარათი) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2022 წლის 30 იანვრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 2,324.88 ლარი.
აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (30.01.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 625.68 ლარს;
მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 679.68 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 339.84 ლარს;
მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 339.84 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 339.84 ლარს;
ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 12 იანვარს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ გაეგზავნა წერილი №გ-22-03/45, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (30.01.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს
625.68 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2022 წლის
20 იანვრამდე. შპს „რადიო ჰოლდინგმა ფორტუნამ“ 2022 წლის 14 იანვარს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 625.68 ლარი (წერილი კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-6/122, 14.01.22).
კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 20 იანვრის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ არაკომერციული დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირით სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიენიჭოს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2672, 2022 წლის 30 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, (თითოეული გადამცემის სიმძლავრე, არა უმეტეს - 1ვტ), რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით, შემდეგი ტექნიკური პირობებით:
პუნქტი A |
კოორდინატბი |
პუნქტი B |
კოორდიტები |
A Tx (მჰც) |
ზოლის სიგანე (მჰც) |
B Tx (მჰც) |
ზოლის სიგანე (მჰც) |
სტუდია (იური გაგარინის ქ.24) |
41°44'20.4"N 44°46'08.4"E |
მთაწმინდის სატელევიზიო ანძა |
41°41'44.4"N 44°47'05.8"E |
23422 23534 |
28 28 |
22414 22526 |
28 28 |
2. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ წერტილებს შორის მონაკვეთებზე (სტუდია (იური გაგარინის ქ.24) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა) ორმხრივი მიმართულებით სიგნალის გადასაცემად;
3. განესაზღვროს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 2,324.88 (ორი ათას სამას ოცდაოთხი ლარი და 88 თეთრი) ლარის ოდენობით;
4. უზრუნველყოს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნამ“ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 2,324.88 (ორი ათას სამას ოცდაოთხი ლარი და 88 თეთრი) ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:
მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;
მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი;
მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.
მეორე კალენდარული წლის საფასური 679.68 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 339.84 ლარი - 2024 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 339.84 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 339.84 ლარი - 2026 წლის 20 იანვრამდე.
5. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
7. დაევალოს შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნას“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
9. დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) შპს
„რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
10. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
11. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს
„რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-
8, მე-10 და მე-13 პუნქტებისა) კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი