წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-13 / 206

გამოქვეყნების თარიღი მაისი 20, 2022 21:00

მიღების თარიღი მაისი 19, 2022

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტმა  კომისიას  მიმართა  განცხადებით  (№014730.03.22) რადიოკავშირის სხვადასხვა სახეობის გამოყენების უზრუნველყოფისთვის, კომისიის გადაწყვეტილებით (№გ-21-13/272, 29.04.2021) მინიჭებული სიხშირული ზოლების ახალი ვადით მინიჭების მოთხოვნის თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე მუხლის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტებრის №507 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხის“ III თავის მე-14 მუხლის ტ)პუნქტისა და V თავის 21-მუხლისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის სამმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის  საკომუნიკაციო დანიშნულების  რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის, სიხშირეები, თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, ერთი წლის ვადით;

2.წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.სახელმწიფო საიდუმლოებად იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

4.აღირიცხოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული რადიოსიხშირული ზოლები  კომისიის  საიდუმლო  დოკუმენტაციის  სპეციალურ რეესტრში (ი.ხარებავა);

5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან;

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) ერთი თვის ვადაში;

8.გადაწყვეტილება, დანართის გარეშე გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე;

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსს (ა. ქარუმიძე).

ვახტანგ აბაშიძე              წევრი

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები