შპს „არტ რადიოსთვის “ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2022 15:45
მიღების თარიღი დეკემბერი 15, 2022
შპს „არტ რადიოსთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „არტ რადიომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული № შ-22-7/4466, 05.12.22) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით კომპანიის სტუდიიდან (დოდო აბაშიძის ქ. 10) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის მისაწოდებლად სარელეო სიხშირის 5 წლის ვადით მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „არტ რადიო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის № B52 ლიცენზიას, 2026 წლის 31 დეკემბრამდე. კომპანია რადიომაუწყებლობას ახორციელებს ქ. თბილისში სიხშირეზე 101.9 მჰც. შპს „არტ რადიოს“ რადიოსარელეო სიხშირე ესაჭიროება სტუდიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე რადიო სიგნალის გადასაცემად, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.
კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად მაუწყებელს (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი), რომელსაც დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მაუწყებელი იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.
კომისია აღნიშნავს, რომ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის № 22-10-2178 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „არტ რადიოს“, შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირე სამსახურებრივ ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 7 დეკემბრის № 22-10-2178 სამსახურებრივი ბარათში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (2022 წლის 8 დეკემბრის №22-10-2184 სამსახურებრივი ბარათი) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2022 წლის 15 დეკემბრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 491.74 ლარი.
აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (15.12.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 8.99 ლარს;
მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 193.1 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 96.55 ლარს;
მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 96.55 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 96.55 ლარს;
ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.
კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 8 დეკემბერს შპს „არტ რადიოს“ გაეგზავნა წერილი № გ-22-03/2878, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (15.12.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 8.99 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2022 წლის 14 დეკემბრამდე. შპს„არტ რადიომ“ 2022 წლის 12 დეკემბერს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 8.99 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 15 დეკემბრის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა შპს „არტ რადიოს“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „არტ რადიოსთვის“ არაკომერციული დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირით სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.მიენიჭოს შპს „არტ რადიოს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2816, 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით (გადამცემის სიმძლავრე, არა უმეტეს - 1ვტ), შემდეგი ტექნიკური პირობებით:
2.შპს „არტ რადიოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ წერტილებს შორის მონაკვეთებზე (სტუდია (იოსებიძის ქ.49) - მთაწმინდის სატელევიზიო ანძა) სიგნალის გადასაცემად;
3.განესაზღვროს შპს„არტ რადიოს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური-491.74 (ოთხასოთხმოცდათერთმეტი ლარი და 74 თეთრი) ლარის ოდენობით;
4.უზრუნველყოს შპს„არტ რადიომ“ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის -491.74 (ოთხასოთხმოცდათერთმეტი ლარი და 74 თეთრი) ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით: მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;
ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;
მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი; მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;
დანიშნულება-რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.
მეორე კალენდარული წლის საფასური 193.1 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 96.55 ლარი - 2024 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 96.55 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 96.55 ლარი - 2026 წლის 20 იანვრამდე.
5.შპს „არტ რადიოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;
6.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „არტ რადიოსთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
7.დაევალოს შპს „არტ რადიოს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა(ვებმისამართი:http://reestri.comcom.ge/);რადიოელექტრონულიმოწყობილობებისრეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);
9.დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) შპს„არტ რადიოსთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
10.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „არტ რადიოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
11.აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
12.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „არტ რადიოსთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
13.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);
14.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტებისა) კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძ წევრი
ივანე მახარაძე წევრი
