წვდომის მენიუ

სს „მედია ჰოლდინგისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-13 / 53

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2022 13:01

მიღების თარიღი თებერვალი 17, 2022

სს „მედია ჰოლდინგისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს „მედია ჰოლდინგმა“ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 12 თებერვალს; ს.კ. № 405443872) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-7/461, 02.02.2022) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით მობილური ჩართვების განსახორციელებლად, ქ. თბილისში სატელევიზიო ანძის მიმართულებით, სიგნალის მისაწოდებლად სარელეო სიხშირეების  5 წლის ვადით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „მედია ჰოლდინგი“ ფლობს ავტორიზაციას მაუწყებლობის სფეროში და ახორციელებს კერძო საერთო და სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობებს. კომპანიას რადიოსარელეო სიხშირეები ესაჭიროება ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძის მიმართულებით, პირდაპირი ჩართვების ორგანიზებისთვის, რომელიც გამოყენებული უნდა იყოს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კომისია მაუწყებელს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ანიჭებს მაუწყებლობის განხორციელების ვადით. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) რადიოსიხშირული სპექტრის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურს.

კომისიის  2005  წლის  12  დეკემბრის N13  დადგენილებით  დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“  71 მუხლის მე-4 პუნქტის    თანახმად მაუწყებელს    (გარდა    საზოგადოებრივი    მაუწყებლისა    და საზოგადოებრივი  მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი),  რომელსაც  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის ესაჭიროება რადიოსიხშირული სპექტრი, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს კომისიის გადაწყვეტილებით. ამ  შემთხვევაში მაუწყებელი    იხდის    რადიოსიხშირული    რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 9 თებერვლის № 22-10-230 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, სს მედია ჰოლდინგს შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივ ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 9 თებერვლის №22-10-230 სამსახურებრივი ბარათში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (2022 წლის 14 თებერვლის № 22-10-259 სამსახურებრივი ბარათი) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2022 წლის 17 თებერვლიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 6,250.26 ლარი.

აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების  გაცემიდან  (17.02.22-დან)  2022  წლის  31  დეკემბრის  ჩათვლით  პერიოდზე  შეადგენს 1,615.26 ლარს;

მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 1,854 ლარს; მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 927 ლარს; მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 927 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 927 ლარს;

ამავე დადგენილების 71  მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 14 თებერვალს სს „მედია ჰოლდინგს“ გაეგზავნა წერილი №გ-22-03/314, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული  წლის  საფასური,  რომელიც  განისაზღვრება  სარგებლობის  უფლების  გაცემიდან (17.02.22-დან) 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 1,615.26 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2022 წლის 16 თებერვლამდე. სს მედია ჰოლდინგმა 2022 წლის 16 თებერვალს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1,615.26 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 17 თებერვლის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა სს „მედია ჰოლდინგის“ მოთხოვნასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სს „მედია ჰოლდინგისთვის“ არაკომერციული დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირით სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-4 პუნქტის და „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის  გამართვის  დებულების“   71 მუხლის  პირველი  და  მე-4  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიენიჭოს სს „მედია ჰოლდინგს“ რადიოსიხშირული    სპექტრით    სარგებლობის    უფლება № F2687, 2022 წლის 17 თებერვლიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 1378 მჰც ± 13 მჰც, ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე (სიხშირული ზოლის სიგანე 26 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი), მობილური ჩართვების განსახორციელებლად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 1438 მჰცვ± 13 მჰც, ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე (სიხშირული ზოლის სიგანე 26 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი), მობილური         ჩართვების    განსახორციელებლად,    დამხმარე    ტექნოლოგიური    დანიშნულებით გამოყენებისათვის;

გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 1505 მჰც  ± 13 მჰც, ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე (სიხშირული ზოლის სიგანე 26 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი), მობილური         ჩართვების    განსახორციელებლად,    დამხმარე    ტექნოლოგიური    დანიშნულებით გამოყენებისათვის.

2. სს „მედია ჰოლდინგის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, მობილური ჩართვების განსახორციელებლად ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძის მიმართულებით,  სიგნალის გადასაცემად;

3. განესაზღვროს სს „მედია ჰოლდინგს“, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური -6,250.26 (ექვსი ათას ორასორმოცდაათი ლარი და 26 თეთრი)  ლარის ოდენობით;

4. უზრუნველყოს „სს მედია ჰოლდინგმა“ ამ გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 6,250.26  (ექვსი  ათას ორასორმოცდაათი  ლარი და 26 თეთრი)   ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050;

ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02;

მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.

მეორე კალენდარული წლის საფასური 1854 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე; მესამე კალენდარული წლის საფასური 927 ლარი - 2024 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 927 ლარი - 2025 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 927 ლარი - 2026 წლის 20 იანვრამდე.

5. სს „მედია ჰოლდინგის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „მედია ჰოლდინგისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

7. დაევალოს სს „მედია ჰოლდინგს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს   კომისიის   რადიოელექტრონული   მოწყობილობების   რეესტრში,   ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული  წესით  ასახვა  (ვებ  მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

9. დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) სს მედია ჰოლდინგისთვის მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

10. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სს „მედია ჰოლდინგისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

11. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

12.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების სს „მედია ჰოლდინგისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტებისა) კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე  წევრი

ივანე მახარაძე  წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები