შპს „ეკლეკტიკისთვის” მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2022 12:37
მიღების თარიღი აპრილი 07, 2022
შპს „ეკლეკტიკისთვის” მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ეკლეკტიკმა” (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-7/1402, 05.04.2022) კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფისთვის პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის დამისამართების პრეფიქსის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ეკლეკტიკი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე: B.M.1 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; როუმინგული კავშირით მომსახურება.
B.M.2 მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული მომსახურებით უზრუნველყოფა:
ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;
ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულებით” გათვალისწინებული პორტირების ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფაზე ან/და სატელეფონო მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებულ პირებს, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში, პორტირებული ნომრების მარშრუტიზაციისა და იდენტიფიკაციისთვის ესაჭიროებათ დამისამართების პრეფიქსები, რომლის სრული ფორმატი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №2 დანართის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მობილურ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში 3 ციფრიანია. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული
„ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია სააბონენტო ნომრის პორტაბელურობის უზრუნველყოფის ვალდებულების მქონე ავტორიზებულ პირებს, ნუმერაციის თავისუფალი რესურსიდან ანიჭებს პორტირებული სააბონენტო ნომრის მარშრუტის იდენტიფიცირებისთვის მისთვის განკუთვნილ დამისამართების პრეფიქსებს შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.
გამომდინარე იქედან, რომ შპს „ეკლეკტიკი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს კომისიაში მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურებაზე და კომისიის 2022 წლის 31 მარტის №გ-22-15/152 გადაწყვეტილებით ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N700 უფლებას მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის 10000 სააბონენტო ნომერზე. შპს „ეკლეკტიკს“ დამისამართების პრეფიქსი ესაჭიროება სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მიანიჭოს შპს „ეკლეკტიკს“ დამისამართების პრეფიქსი 7-3-9 (შვიდი-სამი-ცხრა), ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” №2 დანართის მე-8 პუნქტის, კომისიის 2010 წლის 6 ივლისის №3 დადგენილებით დამტკიცებული „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების” პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის N2 დადგენილებით დამტკიცებული „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „ეკლეკტიკს“ ნუმერაციის რესურსი - დამისამართების პრეფიქსი 7-3-9 (შვიდი-სამი- ცხრა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის ვადით, პორტაბელობის ვალდებულების გაუქმებამდე, მოძრავი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისას ტერმინალური მოწყობილობებიდან სააბონენტო ნომრების პორტაბელობის მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში ზარის დამისამართებისა და იდენტიფიცირებისთვის;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2022 წლის 7 აპრილიდან;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „ეკლეკტიკისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,№6) შპს „ეკლეკტიკისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი