წვდომის მენიუ

შპს „სერვისბოქსისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-22-15 / 69

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 28, 2022 16:33

მიღების თარიღი თებერვალი 24, 2022

შპს „სერვისბოქსისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა  შპს  „სერვისბოქსმა“  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-22-7/702, 16/02/2022) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად 10 ნომრიან ბლოკზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

შპს „სერვისბოქსი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7      ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის   ელემენტების   გაფართოებული   რესურსებით უზრუნველყოფა:

ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.1.  ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების   სატელეფონო   ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; ტექსტური შეტყობინების მომსახურება;

B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

ბოლო მომხმარებლების ინტერნეტ ჰოსტინგის მომსახურება; კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება;

B.F.3 მონაცემთა გადაცემა:

მონაცემთა გადაცემა.

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი:

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

B.M.1   მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების   სატელეფონო   (ხმოვანი)   კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი  და  მოძრავი  საკომუნიკაციო  სისტემების  აბონენტებთან  სატელეფონო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

მოძრავი საერთაშორისო  (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

როუმინგული კავშირით  მომსახურება;

B.M.2   მოძრავი   საკომუნიკაციო   სისტემების   აბონენტების    გაფართოებული      მომსახურებით უზრუნველყოფა:

ტექსტური შეტყობინების მომსახურება; მულტიმედიური მომსახურება;

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვ); მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;

მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება; სხვა მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის და    მე-8    მუხლის    ლ)    ქვეპუნქტის    შესაბამისად, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომრებზე უფლება გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინების ნომერზე შეადგენს  - 5 ლარს.

კომისიამ,  მარტივი  ადმინისტრაციული წარმოების  ფარგლებში შეისწავლა შპს „სერვისბოქსის“ მიერ  წარმოდგენილი  განცხადებისა  და თანდართული  დოკუმენტაციის შესაბამისობა   კომისიის 2012  წლის 21   თებერვლის   №2   დადგენილებით   დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „სერვისბოქსის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ  შპს „სერვისბოქსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის 50 ლარის (5 ლარი - 1 სააბონენტო ნომერზე)  კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს  შპს  „სერვისბოქსს“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  №  N694  უფლება   და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 90200-90209 (სულ ათი სააბონენტო ნომერი) ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელებისას, ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების ნომრებით (უფასო მომსახურებისთვის) არასატელეკომუნიკაციო სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2022 წლის 24 თებერვლიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსი გასცეს მხოლოდ ისეთ აბონენტზე, რომელიც აღნიშნულ   ნუმერაციის     რესურსს     გამოიყენებს     ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების (უფასო   მომსახურებისთვის)   ნომრებით   არასატელეკომუნიკაციო   სერვისის მისაწოდებლად;

ე) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3.  ეცნობოს შპს „სერვისბოქსს“, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)   ამოწურვადი   რესურსით   სარგებლობის   საფასურის   აღრიცხვა   შესაბამის   საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების შპს „სერვისბოქსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა    კოლეგიაში    (მისამართი:    ქ.თბილისი,    დავით    აღმაშენებლის    ხეივანი    №64)  შპს „სერვისბოქსისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები