წვდომის მენიუ

„სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: გ-22-16 / 399

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2022 14:22

მიღების თარიღი სექტემბერი 08, 2022

„სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ

I.     საქმის აღწერა

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში: „კომისია“) 2021 წლის 30 სექტემბერს მიიღო N16/545 გადაწყვეტილება „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“  საჩივრების  დასაშვებად  ცნობისა  და შპს  „მედია  რაითს  ჯორჯიას“,  შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით დასაშვებად იქნა ცნობილი    სს  „სილქნეტის“  (№  შ-21-6/3168,  26.07.2021),  შპს „მაგთიკომის“  (№   შ-21-6/3248,    30.07.2021),    შპს    „ახალი    ქსელებისა“    (№    შ-21-6/3306,03.08.2021) და  შპს „საქართველოს    ცენტრალური    კავშირგაბმულობის    კორპორაციის“    (№    შ-21-6/2257, 04.08.2021) საჩივრები შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ წინააღმდეგ, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით დაიწყო საქმის მოკვლევა შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“,  შპს  „ტელეკომპანია  პირველის“,  შპს „პოსტვის“  და  შპს  „ფორმულას“  მიმართ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევის ფაქტზე.

2. 2021 წლის 30 სექტემბრის N16/545 გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მისი ვებ- გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან, 2021 წლის 6 ოქტომბრიდან. შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმის მოკვლევის 6 თვიანი ვადა ამოიწურა 2022 წლის 6 აპრილს. კომისიის 2022 წლის 22 მარტის N გ-22-16/151 გადაწყვეტილებით აღნიშნული ვადა გახანგრძლივდა 6 თვით.

II.        სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციებს განეკუთვნება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება, ამ კანონით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

2.   „კონკურენციის   შესახებ"   საქართველოს  კანონის მე-4   მუხლის  მიხედვით,   ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – სააგენტო). ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო.

3.   „საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნული   კომისიის   მიერ   „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-15 მუხლის მიხედვით, საქმის მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია იწყებს საქმის მოკვლევას და არაუგვიანეს 6 თვისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს 18 თვემდე. კომისია გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ.

III.       საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების საკითხის განხილვა

„სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“,  შპს  „ტელეიმედის“,  სს  „მედია  ჰოლდინგის“,  შპს  „მთავარი  არხის“,  შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევას საფუძვლად უდევს ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ ეკონომიკურ აგენტებს შორის დავა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ.

კომისიის 2022 წლის 22 მარტის N გ-22-16/151 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხე   ეკონომიკური   აგენტის შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შუამდგომლობა (Nშ-22-6/5, 10.01.2022) მომჩივანი ეკონომიკური აგენტებისაგან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ყველა არაქართულ არხსა და მათ შორის არსებულ ტრანზიტის ხელშეკრულებას, შეთანხმებას, მიმოწერას ან/და ნებისმიერ სხვა დოკუმენტს მაუწყებლობის ტრანზიტის შესახებ უფლებების, მათ შორის, არაქართულ ტელეარხებთან ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დადების, ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ შეთანხმების თაობაზე. შესაბამისად, მომჩივან ეკონომიკურ აგენტებს დაევალათ 2022 წლის 22 აპრილის ჩათვლით წარმოედგინათ ყველა არაქართულ არხსა და მათ შორის არსებული მაუწყებლობის ტრანზიტის ხელშეკრულება სრულად, აგრეთვე შეთანხმება, მიმოწერა ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც უკავშირდება არაქართული არხების მაუწყებლობის ტრანზიტს;

კომპანიებმა აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოადგინეს კომისიაში და ამასთან, მოითხოვეს მათი კომერციულ საიდუმლოებად ცნობა ნაწილობრივ. აღნიშნული მიზეზით კომისიაში გაიმართა ადმინისტრაციული წარმოებები და მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები: 2022 წლის 14 ივლისის, 2022 N გ-22-20/322  , 2022 წლის  16 ივნისის, 2022 N გ-22-20/278  , 2022 წლის 16 ივნისის, 2022 N გ-22-20/277, 2022 წლის 2   ივნისის, Nგ-22-20/258. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებებით, კომპანიების მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნა უცხო ენაზე წარმოდგენილი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული, ქართულად თარგმნილი და არაკონფიდენციალური (კომერციული საიდუმლოების დაფარვით) ვერსიის კომისიაში წარმოდგენა მათი საქმის მხარეებისთვის გასაგზავნად. აღნიშნული პროცესის ადმინისტრირება(გადამოწმება და მხარეებთან გაგზავნა) ასევე შრომატევადი აღმოჩნდა. ყოველივე აღნიშნულმა მოითხოვა მოკვლევის ჯგუფის დიდი დროითი რესურსი.

აღნიშნულის პარალელურად საქმის მოკვლევის ფარგლებში მიმდინარეობდა ელექტრონული კომუნიკაციებისა  და  მაუწყებლობის  სფეროს  იმ  ბაზრების  ანალიზი, რომლებიც კავშირშია მაუწყებლობის ტრანზიტთან. ამ თვალსაზრისით მოკვლევა საჭიროებს კომისიის რეგულირებას მიკუთვნებული ორივე სფეროს მონაცემების ანალიზს, რაც კიდევ უფრო ზრდის საკითხის კომპლექსურობას.

დამატებით აღსანიშნავია, რომ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე კომისია პირველად ახორციელებს საქმის მოკვლევას. შესაბამისად, საქმე პრეცედენტულია და არაერთი მნიშვნელოვანი შინაარსობრივი სტანდარტის ჩამოყალიბებას საჭიროებს. შემდგომი (ე. წ. ex-post) კონკურენციის სამართლის სფეროში შინაარსობრივი სტანდარტების შემუშავების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და გაანალიზება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიმდინარე საქმის მოკვლევა ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს გაწევას საჭიროებს. შესაბამისად, საქმის სრულყოფილი მოკვლევისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 6 თვიანი და ამავე წესის შესაბამისად კომისიის მიერ 2022 წლის 22 მარტის N გ-22-16/151 გადაწყვეტილებით 12 თვემდე გახანგრძლივებული ვადა.

როგორც    აღინიშნა,  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს 18 თვემდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე იღებს გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების შესახებ. დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით კომისია მიიჩნევს, რომ საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით მიზანშეწონილია „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“,  შპს  „ტელეიმედის“,  სს  „მედია  ჰოლდინგის“,  შპს  „მთავარი  არხის“,  შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტვის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილებით დაწყებული საქმის მოკვლევის ვადა გაგრძელდეს 18 თვემდე.

IV.       სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის  11-ე  მუხლის  მე-3  პუნქტის  „ს“  ქვეპუნქტის,  ,  „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის, 31-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-6 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VII თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  მიერ „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების მარეგულირებელი წესის“ მე-15 მუხლების გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. „სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის“, შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ საჩივრების დასაშვებად ცნობისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“, შპს „ტელეიმედის“, სს „მედია ჰოლდინგის“, შპს „მთავარი არხის“, შპს „ტელეკომპანია პირველის“, შპს „პოსტივის“ და შპს „ფორმულას“ მიმართ საქმის მოკვლევის დაწყების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის (N გ-21-16/545, 30/09/2021) გადაწყვეტილების შესაბამისად დაწყებული საქმის მოკვლევის  ვადა გაგრძელდეს 18 თვემდე.

2.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ)  წინამდებარე გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  მხარეებისთვის  და  საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის დაუყონებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები