საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 18, 2022 16:17
მიღების თარიღი მარტი 17, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 17 მარტის N09 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 17 მარტის N09 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4 (ოთხი) საკითხი:
ა) შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის № გ-21-7/509 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
დ) შპს „დაიზენ“-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი).
2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 17 მარტის N09 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №09 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2022 წლის 17 მარტი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N09 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. უცხოური საწარმოს ფილიალი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისთვის (საქართველო)“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. ააიპ „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „ჯეონეთისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს „ინტერნეტ სერვისების“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. შპს „ალტ ინფოს“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2020 წლის 26 ნოემბრის №გ-20-1/865 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის № გ-21-7/509 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. შპს „დაიზენ“-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი).
