წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2022 12:25

მიღების თარიღი იანვარი 20, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 20 იანვრის N02 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 20 იანვრის N02 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის   რადიოსარელეო   სიხშირეებით   სარგებლობის   უფლების   მინიჭების   შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „ჰელიქსირისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) შპს „საფ ფარმას” მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 20 იანვრის N02 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე  წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №02 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი  2022 წლის 20 იანვარი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N02 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლიკო ვოტ - ადმინისტრაცია);

2. შპს კავკასიის ციფრული ტექნოლოგიებისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნასთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის   რადიოსარელეო   სიხშირეებით   სარგებლობის   უფლების   მინიჭების   შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.  შპს „ჰელიქსირისთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „საფ ფარმას” მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    სს „სტადიუმ ჰოტელისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    შპს    "პისი    მაქსისთვის"    და    შპს    „ოპტიკურ    ბოჭკოვანი    ტელეკომუნიკაციის    ქსელი- ფოპტნეტისვის“ 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარმოდგენისათვის განსხვავებული პირობების დადგენის თაობაზე (მომხს. მარიამ ლუკაშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

8.  შპს „ტელეკომპანია თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა- სამართლებრივი დეპარტამენტი).

9.    შპს „იუაის“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა- სამართლებრივი დეპარტამენტი; თანამომხს. თამარ ბოკუჩავა - ადამიანური რესურსების მართვის სამსახური).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები