წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 178

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2022 13:46

მიღების თარიღი აპრილი 14, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 14 აპრილის N16 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 14 აპრილის N16 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს „იულაინის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი,   ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 14 აპრილის N16 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №16 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი    2022 წლის 14 აპრილი, 15:00 საათი 

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N16 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    რადიომოყვარულ  ზურაბ ძირტკბილაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი,  ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. რადიომოყვარულ ბურჰარდ ბარტელისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი,  ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    რადიომოყვარულ      სენჯერ      სარისთვის      რადიოელექტრონული      საშუალებებისა      და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი,  ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6. შპს  „ჯორჯიან  მანგანეზისთვის“  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    შპს  „იულაინის“  მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. სს „საქართველოს რკინიგზისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

9. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ირაკლი ბუთბაია - სამართლებრივი დეპარტამენტი);

10. ,,რადიოსიხშირული  სპექტრის  განაწილების  ეროვნული  გეგმის  დამტკიცების  შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ზაზა გონჯილაშვილი - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

11. სსიპ  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  ორგანიზაციული  მოწყობის სტრუქტურისა  და   პოზიციების   ნუსხის   დამტკიცების   თაობაზე“  კომისიის  2017  წლის  14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თამარ ბოკუჩავა - ადამიანური რესურსების მართვის სამსახური).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები