საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 05, 2022 14:07
მიღების თარიღი აპრილი 28, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში“კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 28 აპრილის N18 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის,„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 28 აპრილის N18 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ) 2022 წლის 05 მაისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მქონე კომისიის წევრთა კვორუმის არარსებობის გამო;
2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 28 აპრილის N18 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ნათია კუკულაძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №18 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2022 წლის 28 აპრილი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N18 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს.მარიამ ლუკაშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).
