წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 202

გამოქვეყნების თარიღი მაისი 12, 2022 1:28

მიღების თარიღი მაისი 05, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 05 მაისის N19 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გადატანილ იქნეს კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 05 მაისის N19 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ) 2022 წლის 19 მაისის სხდომის დღის წესრიგის პროექტში, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მქონე კომისიის წევრთა კვორუმის არარსებობის გამო;

2.კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 05 მაისის N19 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა)შპს ,,გლობალ სელისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 05 მაისის N19 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური                   თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი


               საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №19 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                                               2022 წლის 05 მაისი, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N19 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.რადიომოყვარულ ანდრეი დრევინისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.შპს„არგო ანურიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.შპს„ბათუმის ნავთობტერმინალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.შპს„ჯეოსთილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.შპს„სერვისბოქსისთვის”  ეროვნული სასიგნალო წერტილის კოდის (NSPC) მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.შპს,,გლობალ  სელისთვის”  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლებების  მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.შპს„ეკლეკტიკის“ წილის 100%-ის ფიზიკური პირის გიორგი მირიანაშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

10.შპს„ვიონი საქართველოს“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ეკა სიჭინავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

11.შპს„მთავარი არხისთვის“ (404574518) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

12.შპს„ტელეიმედისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

13.შპს„დათაჰაუს გლობალისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები