წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 26

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2022 16:45

მიღების თარიღი თებერვალი 03, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 03 თებერვლის N04 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 03 თებერვლის N04 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 03 თებერვლის N04 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე  თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №04 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2022 წლის 03 თებერვალი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N04 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლიკო ვოტ - ადმინისტრაცია);

2.    შპს „სისტემ 1“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის პირველი ივლისის № გ-21-7/384  გადაწყვეტილების  ძალადაკარგულად  გამოცხადების  შესახებ  (მომხს.  მაია  ქადეიშვილი  - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს  „ქართული   სალოკომოტივო   კომპანიისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის ამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. შპს „ავიაკომპანია ჯეო სქაისთვის“ არაავტორიზებადი     საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    ინდ.მეწარმე „მარინე სუკიასიან - სათხა ნეტ“-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    საქართველოს   საგარეო   საქმეთა   სამინისტროსთვის   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. შპს  „კავკასუს  ონლაინის“  სპეციალური  მმართველის  მიერ  წარმოდგენილი  ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. ეკატერინე სიჭინავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები