წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 264

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2022 14:12

მიღების თარიღი ივნისი 16, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 16 ივნისს N26 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 16 ივნისის N26 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№26 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი                                                      2022 წლის 16 ივნისი, 15:00 საათი

 

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    შპს „პულმან თბილისი აქსის თაუერსისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. „BROTHERS“-სთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. რადიომოყვარულ მიხეილ ჯანვერდაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5. რადიომოყვარულ ევგენი მეზინისთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  რადიომოყვარულ   ნიკოლოზ   ფინთურიასთვის   რადიოელექტრონული   საშუალებებისა   და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. რადიომოყვარულ ანატოლი გაიდუკოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.  რადიომოყვარულ სერგო ჩემინავასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. რადიომოყვარულ გიორგი კირცხალიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. რადიომოყვარულ გაგა ჩიხლაძისთვის  რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

12. შპს „ჯიენელსისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

13.  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF10 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2019 წლის 13 ივნისის Nგ-19-6/358 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

14. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. კოტე ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

15.  სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. თინათინ ჭაჭუკაშვილი - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

16.  შპს ,,სტერეო +“-ის წილის 15%-ის ელენა ხახალევას მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. გიორგი ქავთარაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

17. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. გიორგი გოგლიძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

18. შპს  „ახალი  ქსელების“  მიერ  წარმოდგენილი  ინფორმაციის  ნაწილობრივ  კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. გიორგი გოგლიძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

19. ,,რადიოსიხშირული  სპექტრის  განაწილების  ეროვნული  გეგმის  დამტკიცების  შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების შესახებ (მომხს. ზაზა გონჯილაშვილი - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები