წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 280

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2022 14:55

მიღების თარიღი ივნისი 23, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 23 ივნისს N27 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 23 ივნისის N27 სხდომის დღის წესრიგში დამატებულ იქნეს 5 (ხუთი) საკითხი:

ა) შპს „ფოთი-ტვ“-ის კერძო რადიომაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) რადიომოყვარულ მერაბ ნებიერიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

გ) რადიომოყვარულ გოგიტა მენაბდიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

დ) რადიომოყვარულ ედიშერ გიორგაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2.    კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 23 ივნისის N27 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

№27 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი                                                      2022 წლის 23 ივნისი, 15:00 საათი

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2. „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 6 ივლისის N3 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების შესახებ (მომხს. სანდრო ქარუმიძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი).

3. შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4. შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.  საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  შპს  „დაიზენისთვის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7. შპს „ფოთი-ტვ“-ის კერძო რადიომაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. რადიომოყვარულ მერაბ ნებიერიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.  რადიომოყვარულ გოგიტა  მენაბდიშვილისთვის  რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული  მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10. რადიომოყვარულ ედიშერ გიორგაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. საქართველოს  საგარეო  საქმეთა  სამინისტროსთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. კოტე ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები