წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 294

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 08, 2022 16:40

მიღების თარიღი ივლისი 07, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 07 ივლისს N29 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    გადაიდოს კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 07 ივლისს N29 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-9 საკითხის (საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ) განხილვა 2022 წლის 14 ივლისს, სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მქონე კომისიის წევრთა კვორუმის არარსებობის გამო;

2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 07 ივლისს N29 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №29 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი        2022 წლის 07 ივლისი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    შპს   „TR   GEORGIA   PROJECT   2“-სთვის   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე ტექნოლოგიური      დანიშნულებით    რადიოსიხშირული    სპექტრით    სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი, სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3. შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი, სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.  საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი, სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    უცხოური   საწარმოს   ფილიალი   გეოფიზიკა   ტორუნ   ს.ა.   საქართველოს   ფილიალისთვის არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული  სპექტრით    სარგებლობის    უფლების    მინიჭების    შესახებ    (მომხს.    მაია ქადეიშვილი, სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი, სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    ააიპ ”გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016  წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი, სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    შპს „სსსო-ს (ს/კ444960188) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი, სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    შპს    „ჰამბურგისთვის“    ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების    საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი);

10. შპს „ჯი-დი-ეს თი-ვისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები