წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 310

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 15, 2022 17:42

მიღების თარიღი ივლისი 14, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 14 ივლისს N30 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1.    კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 14 ივლისს N30 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №30 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2022 წლის 14 ივლისი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.   საქართველოს   სახელმწიფო   დაცვის   სპეციალური   სამსახურისთვის   რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ნოდარ ასპანიძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

3.    შპს  „სტარლინკ  ჯორჯიას“  მიერ  ავტორიზაციის  მიზნით  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.   შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.   შპს „რადიო იმედის“ კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B129 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს რადიო-ივერიას“ სათემო მაუწყებლობის №B182 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2016 წლის 4 მარტის №140/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.    შპს     „თბილისი ეარვეისისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9. შპს  „დეტისთვის“  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

10.  შპს „ეს ფი ბარ ვესთისთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

11. ინდ.  მეწარმე „რომან ტონიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის    უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

12.  საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

13.  სს „სილქნეტის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. გიორგი ქავთარაძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი);

14. შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

15.  ააიპ-ისთვის „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

16.  შპს  ,,ვიონი  საქართველოს“  წინააღმდეგ  შპს  ,,სერვისბოქსის“  საჩივრის  განხილვის  შესახებ (მომხს. პავლე ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტი).

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები