წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 355

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 22, 2022 2:00

მიღების თარიღი აგვისტო 11, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს N34 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს N34 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №34 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                 2022 წლის 11 აგვისტო, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.ააიპ საქართველოს რაგბის კავშირისთვის არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.სს „Hualing international special economic  zone“-სთვის  არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.რადიომოყვარულ ივანე კაციტაძესთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვისსახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.შპს„გაერთიანებული   ტელეკომისთვის“   ფიქსირებული   სატელეფონო   კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.შპს„კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ (მომხს. გიორგი გოგლიძე-სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტი).

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები