წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 365

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 24, 2022 1:07

მიღების თარიღი აგვისტო 18, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს N36 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს N36 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა)რადიომოყვარულ აკაკი მაღლაკელიძესთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ)საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი).

2. ამოღებულ იქნეს კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს N36 სხდომის დღის წესრიგის პროექტის  მე-9 (სს„სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე), მე-10 (შპს„საქართველოს   ცენტრალური  კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) და მე-11 (შპს„ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე) საკითხები;

3.კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 18 აგვისტოს N36 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

ივანე მახარაძე             წევრი


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №36 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი                                                 2022 წლის 18 აგვისტო, 15:00 საათი

1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N36 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია ჯანელიძე - ადმინისტრაცია);

2.ააიპ„გორის სათემო რადიო მოზაიკას“ კერძო მაუწყებლობის №B189 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2016 წლის 25 აგვისტოს №591/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.შპს,,გლობალ სელისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.შპს„მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით  სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.რადიომოყვარულ ანდრეი დრევინისთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.რადიომოყვარულ მანფრედ ფაბიშისთვის    რადიოელექტრონული  საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.რადიომოყვარულ აკაკი მაღლაკელიძესთვის რადიოელექტრონული  საშუალებებისა   და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს.მაია ქადეიშვილი- სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი).

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები