საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 20, 2022 17:22
მიღების თარიღი სექტემბერი 15, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 15 სექტემბრის N43 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 15 სექტემბრის N43 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №43 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2022 წლის 15 სექტემბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N43 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თინათინ ჭაჭუკაშვილი - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
3. სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობის გამო შპს „ჰამბურგის“ კუთვნილი NB110 ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტი).
