საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 11, 2022 15:57
მიღების თარიღი ოქტომბერი 06, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 06 ოქტომბრის N47 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2022 წლის 06 ოქტომბრის N47 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „სერვისბოქსისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 06 ოქტომბრის N47 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №47 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2022 წლის 06 ოქტომბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N47 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. რადიომოყვარულ იასონ დოლიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს N499/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „სერვისბოქსისთვის“ მობილური საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის კოდის (MNC) მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს „აჭარასპორტ.ტვ“-სა და შპს „აჭარა.ქომ“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. გიორგი წიკლაური - აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
7. შპს „Eurasian Broadcasting Enterprise Limited“-ის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. გიორგი წიკლაური - აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი);
8. სს ,,მედია ჰოლდინგის“ წინააღმდეგ ფიზიკური პირების: გიგა გუდაძისა და ბესარიონ წულაიას საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი).
