საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 15, 2022 11:34
მიღების თარიღი თებერვალი 10, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 10 თებერვლის N05 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 10 თებერვლის N05 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს „სისტემ 1“-სთვის ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
ბ) შპს „ატას“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
გ) შპს „დელისი ტვ“-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 10 თებერვლის N05 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №05 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2022 წლის 10 თებერვალი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N05 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ოლიკო ვოტ - ადმინისტრაცია);
2. შპს „ფოთი პაილოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3. სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ რაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5. შპს „ახალი ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6. შპს „დაცვის სამსახური თბილისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7. რადიომოყვარულ თემურ არდაზიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
9. შპს „სისტემ 1“-სთვის ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
10. შპს „ატას“ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
11. შპს „დელისი ტვ“-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);
12. შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ წილის 38%-ის შპს „სისტემ ნეტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი).
