წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 460

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 09, 2022 13:11

მიღების თარიღი ნოემბერი 03, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 03 ნოემბრის N52 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.      კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 03 ნოემბრის N52 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა)    შპს „ფინჯგუფისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე   (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ) შპს „საქაერონავიგაციისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

2. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 03 ნოემბრის N52 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ). 

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №52 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი    2022 წლის 03 ნოემბერი, 15:00 საათი

1.    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N52 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);

2.    სს „რუსთავის აზოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

3.    შპს „Batumi car tour“-სთვის არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

4.    რადიომოყვარულ    ანდრეი    დრევინისთვის    რადიოელექტრონული    საშუალებებისა    და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

5.    შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

6.    შპს ,,მაგთიკომისთვის”  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

7.    შპს „ფინჯგუფისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე   (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

8. შპს „საქაერონავიგაციისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);

9.    შპს  „მაგთიკომის“  მიერ  წარმოდგენილი  ინფორმაციის  კომერციულ  საიდუმლოებად ცნობის თაობაზე განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. სანდრო ქარუმიძე - სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტი);

10. სს  „სილქნეტის“  ბენეფიციარი  მესაკუთრე  კომპანიის  „პრომეთეუს  ჰოლდინგს  (მალტა) ლიმიტედის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტი);

11.  შპს „სიმნეტის“ წილის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტი);

12. შპს „ბექასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

13.  შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თეა კაველიძე - სამართლებრივი დეპარტამენტი);

14.  შპს „BATUMI MEDIA GROUP“-ისთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ გოშუა - სამარტლებრივი დეპარტამენტი);

15.  შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი);

16.  შპს   „Fixgroup“-თან   ურთიერთჩართვის   შეჩერების   თაობაზე   სს   „სილქნეტის“   საჩივრის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები