წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-22-17 / 511

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 05, 2022 14:38

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის პირველი დეკემბრის N57 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის პირველი დეკემბრის N57 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:

ა)შპს „ფინჯგუფის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი);

ბ)შპს „ემ ეს ჯგუფისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი-სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფი).

2.კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის პირველი დეკემბრის N57 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე        წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები