საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 12, 2022 17:28
მიღების თარიღი დეკემბერი 08, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომუნიკაციების კომისია”) განიხილა კომისიის 2022 წლის 08 დეკემბრის N58 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის 08 დეკემბრის N58 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №58 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2022 წლის 08 დეკემბერი, 15:00 საათი
1.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის N58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია);
2.რადიომოყვარულ ვახტანგ მუმლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
3.რადიომოყვარულ დავით ზაალიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
4.რადიომოყვარულ ალექსანდრე წულაიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
5.შპს ბლუ პლანეტ სოფთვეარ სოლუშენსის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
6.შპს„გრიფინი+“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
7.სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
8.შპს „ფრი ტვ“-ის (ს/კ203845857) ავტორიზაციის შეჩერების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მაია ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტი, ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფი);
9.შპს „მეტეხი 2014“-ის კუთვნილი საოპერაციო აქტივის შპს „მალტისოფტის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თამარ ხეცურიანი - სატელეკომუნიკაციო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტი);
10.შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პავლე ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტი);
11.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმისწარმოების რეგლამენტის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნათია შოვნაძე - ადმინისტრაცია).
