შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2022 17:26
მიღების თარიღი აპრილი 07, 2022
შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N22-10-534, 30/03/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის, კერძოდ, სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობის გამო.
კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებით ბარათში (N22-10-534, 30/03/2022) აღნიშნულია, რომ შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შპს ”ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 10,692.00 ლარი (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს. ხოლო, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით: - მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში - მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა - ბანკის კოდი: TRESGE22 - ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300773062; 891.00 ლარი – 2021 წლის 28 ნოემბრამდე; 891.00 ლარი – 2021 წლის 28 დეკემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 იანვრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 თებერვლამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მარტამდე; 891.00 ლარი - 2022 წლის 28 აპრილამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მაისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივნისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 სექტემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ოქტომბრამდე.
შპს „ჰამბურგს” ((ს/კ 405179925) არ შეუსრულებია გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება, კერძოდ ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის გადახდა არ განხორციელებულა გრაფიკის შესაბამისად ( 891.00 ლარი-2022 წლის 28 თებერვლამდე; 891.00 ლარი -2022 წლის 28 მარტამდე). ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ჰამბურგს“ გრაფიკით გათვალისწინებული თანხიდან 2022 წლის 01 მარტს გადახდილი აქვს 109 ლარი, თებერვლის თვის გადასახდელი თანხა არის 782 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიას 2022 წლის 30 მარტის მდომარეობით გადასახდელი აქვს თებერვლისა და მარტის თვის სალიცენზიო გადასახდელი 1673 ლარის ოდენობით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართის თანახმად, სალიცენზიო ვალდებულებაა: ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10.692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში: 891.00 ლარი – 2021 წლის 28 ნოემბრამდე; 891.00 ლარი – 2021 წლის 28 დეკემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 იანვრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 თებერვლამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მარტამდე; 891.00 ლარი - 2022 წლის 28 აპრილამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მაისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივნისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 სექტემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ოქტომბრამდე.
შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 7 აპრილს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-22-03/824, 01/04/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2022 წლის 7 აპრილის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენელი თ.კაკულია, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ჰამბურგს“ დღემდე მსგავსი ვითარება არ ჰქონია, პირველად ხდება, რომ სალიცენზიო გადასახდელი ვერ გადაიხადეს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ამ პერიოდში მაუწყებელს შემოსავალი პრაქტიკულად არ ჰქონდა. ამ ეტაპზე არც ხელფასები გაიცემა. ძველი გუნდი მხოლოდ იმისთვის მუშაობს, რომ კომპანიამ ზაფხულამდე იფუნქციონიროს და მაუწყებლობა შეძლოს. თ.კაკულიამ ასევე აღნიშნა, რომ უკვე აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები და მაისიდან ელოდებიან გარკვეულ შემოსავალს. ამის შემდეგ გააგრძელებენ გადახდას და წლის ბლომდე დაფარავენ გრაფიკით განსაზღვრულ თანხებს. ეს პირველი შემთხვევაა კომპანიისთვის, აქამდე გაფრთხილებაც კი არ მიუღია გადასახადთან დაკავშირებით, ვინაიდან მანამდე პრობლემები არ ჰქონია.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N22-10-534, 30/03/2022);
2. შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილება და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზია;
3. შპს ,,ჰამბურგის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
4. შპს „ჰამბურგის“ წარმომადგენლის თ.კაკულიას ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის 2022 წლის 7 აპრილის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს ,,ჰამბურგი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის B110 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2031 წლის 28 ოქტომბრამდე;);
2. შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილებით გაუგრძელდა მოქმედების ვადა შპს ”ჰამბურგის“ (ს/ნ 405179925) კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიას 2021 წლის 28 ოქტომბრიდან 2031 წლის 28 ოქტომბრამდე, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით: 891.00 ლარი – 2021 წლის 28 ნოემბრამდე; 891.00 ლარი – 2021 წლის 28 დეკემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 იანვრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 თებერვლამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მარტამდე; 891.00 ლარი - 2022 წლის 28 აპრილამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მაისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივნისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 სექტემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ოქტომბრამდე; ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ჰამბურგს“ ასევე განესაზღვრა B110 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად;
3. შპს „ჰამბურგს“ ბიუჯეტის წინაშე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1673 ლარის ოდენობით შემდეგ ლიცენზიაზე: შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის
2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, B110 ლიცენზიაზე, მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 1673 ლარი, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა გადაეხადა: 891.00 ლარი-2022 წლის 28 თებერვლამდე (2022 წლის 01 მარტს გადახდილი აქვს 109 ლარი. შესაბამისად, თებერვლის თვის გადასახდელი თანხა არის 782 ლარი); 891.00 ლარი -2022 წლის 28 მარტამდე;
4. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს ,,ჰამბურგის“ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 56 2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობით შპს ,,ჰამბურგის“ მიერ დაირღვა შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს ,,ჰამბურგის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგური დარღვევისათვის. შესაბამისად, მაუწყებელს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთანავე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ,,ჰამბურგს“ უნდა მიეცეს ერთი თვის ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის და შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრით შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შპს „ჰამბურგს“ მიეცეს გაფრთხილება შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;
2. შპს „ჰამბურგმა“ უზრუნველყოს ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის თებერვლისა და მარტის თვეების) ჯამური დავალიანების - 1,673.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773062;
3. შპს „ჰამბურგი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოადგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ჰამბურგისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) ამ გადაწყვეტილების (მე-4 და მე-5 პუნქტების გარდა) შესრულებაზე კონტროლი.
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
