წვდომის მენიუ

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 234

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2022 18:06

მიღების თარიღი ივნისი 02, 2022

შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-777, 11.05.2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს„TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2022 წლის 28 აპრილს, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N41-ში, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ოფისში, მაუწყებლის კანცელარიის თანამშრომლის ი. გოგოლაშვილის თანდასწრებით, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N16.

შემოწმების   შედეგად   გამოირკვა,   რომ   შპს   „TV   ERA“-ს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი:   „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, ,,ტელესკოლა“, „მთავარი არხი“, „კავკასია“, „ტვ 25“, „მაესტრო“,„აჭარა“,  „იმედი“,  „რუსთავი  2“,  „პალიტრა  ტვ“,  ,,მარაო“,  „ORT“,  “THT  4”,  “Россия  1”,  „НТВ“,„Домашний“, “Индиское Кино“, „TB 3”, “Viasat History”, “Россия К“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Бестселлер”, “Пятница”, ”RU TV”, “Матч”, “RTVi”, “Карусель”, “Футбол 1”, “Боец”, “Украина 24”, “Vip premiera”,   “Матч премьера”, “Интер+”, “TV 5”,“CTC”, “Евроновости”, “Шансон”, “Мир”, “Кухня”, “ID”,”Иллюзион+”, “Сарафан”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Рен ТВ”, „რაგბი ტვ“, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”, „სილქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “Дом Кино“, “Наше новое кино”, “ЧЕ”, “Disney”, „Setanta 1“, “კომედი არხი”, “Nat Geo Wild”, „ერთსულოვნება“, „Охота и рыбалка“, „Кинопремьера“, „აჭარა სპორტი“, „ფორმულა“, „ბასტი ბუბუ“, „აჭარა სპორტი 2“, “C1”.

შპს „TV ERA-ს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულებების და კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე გამოირკვა, რომ შპს „TV ERA“-ს კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი   დოკუმენტაცია:   „საზოგადოებრივი   მაუწყებლის   I   არხი“,   “ტელესკოლა“,„მაესტრო“,  „იმედი“,  „რუსთავი  2“,  „მარაო“,  „ORT“,  “THT  4”,  “Россия  1”,  „НТВ“,  „Домашний“, ,,Индийское Кино“, „TB 3”, “Viasat History”, “Россия К“, “TV 1000”, “TV 1000 action”,“Бестселлер”, “Пятница”, ”RU TV”, “Матч”, “Карусель”, “Футбол 1”, “Боец”, “Украина 24”, “Vip premiera”, “Матч премьера”, “TV 5”, “CTC”,    “Евроновости”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Футбол 3”, “Vip megahit”,“Кинохит”, “Animal planet”,“ THT”, „სილქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “Дом Кино“, “ЧЕ”, “Disney”, „Setanta 1“, “კომედი არხი”, “Nat Geo Wild”, „ერთსულოვნება“,„Кинопремьера“, „აჭარა სპორტი“, „აჭარა სპორტი 2“, “C1”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს„TV ERA“-ს მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად და ითხოვს შემდგომ რეაგირებას.

შპს„TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 2 ივნისს, რის შესახებ შპს„TV ERA“-ს გაეგზავნა   წერილობითი შეტყობინება (N გ-22-03/1300, 25.05.2022)   და მოწვეულ   იქნა   ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს„TV ERA“-ს, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2022 წლის 2 ივნისის სხდომაზე გამოცხადდა შპს„TV ERA“-ს წარმომადგენელი ნ. ვაშაყმაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს„TV ERA“-ს სამაუწყებლო არხი ,,ერთსულოვნების“ გავრცელების ნებართვა წარდგენილი აქვს კომისიაში, ხოლო სხვა მაუწყებლებთან დაკავშირებით ვერ მოახერხეს ნებართვების მიღება  ეკონომიკური პრობლემების გამო.

II. შესწავლილი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი  (N22-10-777, 02.05.2022)  თანდართული დოკუმენტებით.

2. კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2022 წლის 28 აპრილის შემოწმების აქტი N16, შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი, ხელშეკრულება მრავალარხიანი სატელევიზიო მომსახურების შესახებ.

3. კომისიის შეტყობინება (N g-22-03/1300, 25.05.2022) შპს „TV  ERA“-ს  2022  წლის  2 ივნისის კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ.

4. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო   ჯგუფის მოხსენებითი  ბარათი (N22-10-889, 27.05.2022).

5. შპს „TV ERA“-ს წარმომადგენლის მიერ კომისიის 2022 წლის 2 ივნისის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

6. კომისიის 2013 წლის 14 იანვრის №04/80-13 წერილი და ამ წერილის შპს „TV ERA”-სთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

7. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს “TV ERA” -ს თაობაზე.

III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1.  კომისიის  უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს„TV   ERA“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 26.02.2010).

2. 2022 წლის 28 აპრილს, 13:12 საათზე, ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის 41-ში, შპს „TV ERA“-ას აბონენტის, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ოფისში, მაუწყებლის კანცელარიის თანამშრომლის ი. გოგოლაშვილის თანდასწრებით, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ განხორციელდა შპს „TV ERA“-ს მიერ გადაცემული სამაუწყებლო არხების მონიტორინგი აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით, რის შესახებ შედგა შემოწმების აქტი N16. შემოწმების  აქტს  ხელს   აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირები: ზ. კვირკველია და ი. ბაღაშვილი, შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე - ი. გოგოლაშვილი.

3. შემოწმების  შედეგად  დაფიქსირდა,  რომ  შპს  „TV  ERA“  საკუთარი  საკაბელო  ქსელით ახორციელებს  საქართველოს  ტერიტორიაზე  შემდეგი  სამაუწყებლო  არხების  რეტრანსლირებას:„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, ,,ტელესკოლა“, „მთავარი არხი“, „კავკასია“, „ტვ 25“, „მაესტრო“, „აჭარა“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „პალიტრა ტვ“, ,,მარაო“, „ORT“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, „Домашний“, “Индийское Кино“, „TB 3”, “Viasat History”, “Россия К“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Бестселлер”, “Пятница”,”RU TV”, “Матч”, “RTVi”, “Карусель”, “Футбол 1”, “Боец”, “Украина 24”, “Vip premiera”, “Матч премьера”, “Интер+”, “TV 5”,“CTC”, “Евроновости”, “Шансон”, “Мир”, “Кухня”, “ID”,”Иллюзион+”, “Сарафан”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Рен ТВ”, „რაგბი ტვ“, “Кинохит”, “Animal planet”,“THT”, „სილქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “Дом  Кино“,  “Наше  новое  кино”,  “ЧЕ”,  “Disney”,  „Setanta  1“,  “კომედი  არხი”,  “Nat Geo  Wild”, „ერთსულოვნება“, „Охота и рыбалка“, „Кинопремьера“, „აჭარა სპორტი“, „ფორმულა“, „ბასტი ბუბუ“, „აჭარა სპორტი 2“, “C1”.

4. შემოწმების სისწორე დასტურდება 2022 წლის 28 აპრილის N16 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის ამსახველი აუდიოივიზუალური ჩანაწერით.

5. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, მათ შორის, შპს „TV ERA“-ს კომისიის 2013 წლის  14 იანვრის №04/80-13 წერილით (შპს „TV ERA“-ს  ჩაბარდა 17.01.2013.) ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ /დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა   კომისიაში უნდა წარმოადგინოს:      ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის/დისტრიბუციის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით კომპანიას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.

6. შპს,,TV ERA“-ს, შემოწმების ჩატარების დროს და არც წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დღეს, კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემდეგ სამაუწყებლო არხებზე: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, “ტელესკოლა“, „მაესტრო“, „იმედი“, „რუსთავი 2“,„მარაო“, „ORT“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, „Домашний“, ,,Индиское Кино“, „TB 3”, “Viasat History”, “Россия К“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Бестселлер”, “Пятница”, ”RU TV”, “Матч”, “Карусель”, “Футбол 1”, “Боец”, “Украина 24”, “Vip premiera”, “Матч премьера”, “TV 5”, “CTC”, “Евроновости”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”, „სილქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “Дом Кино“, “ЧЕ”, “Disney”, „Setanta 1“, “კომედი არხი”, “Nat Geo Wild”, „Кинопремьера“, „აჭარა სპორტი“, „აჭარა სპორტი 2“, “C1”.

7. კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/286 გადაწყვეტილებით შპს„TV ERA“ -ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

8.  კომისიის  აპარატის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის  სამსახურებრივი  ბარათის  (N22-10-889, 27.05.2022) შესაბამისად, შპს „TV ERA“(ს/კ 245439609) ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5% შეადგენს 8346.75 ლარს.

IV. სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები  და შეთანხმებები,  ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

2. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია  საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609  დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლი 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და

,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

3. „ლიტერატურული და   მხატვრული ნაწარმოებების   დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ისმო-ს საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები,სარგებლობენ  განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის  უფლება დართონ სადენებითა  და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ რა ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით, ამ ნორმის გამოყენებისათვის აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ   გადაცემა  და  არა ნაწარმოების საშუალებები და ხერხები.  ,,ბერნის  კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო   და მომიჯნავე   უფლებების  შესახებ”  საქართველოს კანონი, რომლის  მე-18  მუხლის  მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტით ავტორს ან  საავტორო უფლების  სხვა მფლობელს  აქვს  ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება  დართოს ან   აკრძალოს: ნაწარმოების  საჯარო გადაცემა, პირველი ან/და  ხელახალი გადაცემის  ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის  მეშვეობით  ისე, რომ ის ხელმისაწვდომი  იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

4.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი  პრეზუმირებულ  ფაქტს წარმოადგენს.

5. „შემსრულებლების,  ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია.

7. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, ნება დართოს ან აკრძალოს გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელში. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლის- სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

8. „საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-4  მუხლის  „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა  კაბელით  ან  მიკროტალღური  სისტემის  მეშვეობით.  ამავე  მუხლის  „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი.

10.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში   საქართველოს   კანონმდებლობა,   მათ შორის,   საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

11. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ)  ქვეპუნქტის  თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში განხორციელებულ საქმიანობას,   ასევე   მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

14. ,,ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს  კანონის  45-ე  მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი  წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან  1 წლის   განმავლობაში ახალი ერთჯერადი  ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში  – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის  ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის   გარეშე)   0,5 პროცენტი,  მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, ,,ტელესკოლა“, „მაესტრო“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „ORT“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, „Домашний“, ,,Индийское Кино“, „TB 3”, “Viasat History”, “Россия К“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Бестселлер”, “Пятница”, ”RU TV”, “Матч”, “Карусель”, “Футбол 1”, “Боец”, “Украина 24”, “Vip premiera”, “Матч премьера”, “TV 5”, “CTC”,  “Евроновости”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”,“Футбол 3”, "Vip megahit”, “Кинохит”, “Animal planet”,“ THT”, „სილქუნივერსალი“,„Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “Дом Кино“, “ЧЕ”, “Disney”, „Setanta 1“, ,,კომედი არხი”, “Nat Geo Wild”, „Кинопремьера“, „აჭარა სპორტი“, „აჭარა სპორტი 2“, “C1”, შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „TV ERA“-ს მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების  დაცვის”  ბერნის  კონვენციის   მე-11bis მუხლი,  ,,საავტორო  უფლებების  შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/286 გადაწყვეტილებით შპს „TV ERA”-ს  მიეცა  წერილობითი  გაფრთხილება  მსგავსი/ანალოგიური  დარღვევისთვის,  კომპანიას, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს ჯარიმა ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტის, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარის ოდენობით. ვინაიდან, კომპანიის   ბოლო 12 კალენდარული თვის წლიური შემოსავლის 0.5% შეადგენს 8346.75 ლარს, შპს „TV ERA”-ს მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა 8346.75 ლარის ოდენობით. ამავე დროს, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „TV ERA“-ს უნდა დაევალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, ,,ტელესკოლა“, „მაესტრო“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „ORT“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, „Домашний“, ,,Индийское Кино“, „TB 3”, “Viasat History”, “Россия К“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Бестселлер”, “Пятница”, ”RU TV”, “Матч”, “Карусель”, “Футбол 1”, “Боец”, “Украина 24”, “Vip premiera”, “Матч премьера”, “TV 5”, “CTC”, “Евроновости”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Кинохит”, “Animal planet”, “THT”, „სილქუნივერსალი“, „Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “Дом Кино“, “ЧЕ”,“Disney”, „Setanta 1“, “კომედი არხი”, “Nat Geo Wild”, „Кинопремьера“, „აჭარა სპორტი“, „აჭარა სპორტი 2“, “C1”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყონებლივ შეწყვეტა.

V. სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო  უფლებების შესახებ”   ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის   შესახებ”   რომის   1961   წლის   კონვენციის   მე-13   მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ)   ქვეპუნქტის,     45-ე მუხლის პირველი   პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი  წესების“  მე-4  მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის ბ) პუნქტისა და   36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს„TV ERA“-ს დაეკისროს ჯარიმა 8346. 75 ლარის ოდენობით „ლიტერატურული და მხატვრული  ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის   მე-11bis   მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორ უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ”  რომის  1961  წლის  კონვენციის  მე-13  მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების   დარღვევის გამო.

2. შპს  „TV  ERA“-მ  უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე   გადაწყვეტილების   პირველი   პუნქტით   გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:  ხაზინის  ერთიანი  ანგარიში,  ანგარიშის  ნომერი  - 200122900; ბანკი- სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 30 200 3251;

ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3.  შპს„TV  ERA“-ს  დაევალოს  საქართველოს ტერიტორიაზესატელევიზიო არხების:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, ,,ტელესკოლა“, „მაესტრო“, „იმედი“, „რუსთავი 2“, „მარაო“, „ORT“, “THT 4”, “Россия 1”, „НТВ“, „Домашний“, ,,Индийское Кино“, „TB 3”, “Viasat History”, “Россия К“, “TV 1000”, “TV 1000 action”, “Бестселлер”, “Пятница”, ”RU TV”, “Матч”, “Карусель”, “Футбол 1”, “Боец”, “Украина 24”, “Vip premiera”, “Матч премьера”,“TV 5”, “CTC”,  “Евроновости”, “Кухня”, “ID”, ”Иллюзион+”, “Футбол 3”, “Vip megahit”, “Кинохит”, “Animal planet”,“ THT”,„სილქუნივერსალი“,„Киносемья“, “Show”, “Футбол 2”, “GDS”, “Дом Кино“, “ЧЕ”, “Disney”, „Setanta 1“, ,,კომედი  არხი”,  “Nat  Geo  Wild”,  „Кинопремьера“,  „აჭარა  სპორტი“,  „აჭარა  სპორტი  2“, “C1”, არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „TV ERA”-სთვის ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „TV ERA”-სთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს„TV ERA”- სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ).

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო - საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

8. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  მე-3 პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიდუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური                   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე               წევრი

ეკატერინე იმედაძე          წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები