წვდომის მენიუ

შპს „ბექასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 259

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 17, 2022 16:58

მიღების თარიღი ივნისი 09, 2022

შპს „ბექასთვის” ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-779, 11/05/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბექასთვის” ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე, შპს „ბექას”  მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 აპრილს, ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. N67, შპს „ბექას“ ოფისში, კომპანიის დირექტორის ე. ბერიძის თანდასწრებით კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებული უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა  შპს „ბექას“ შემოწმება პროგრამების აუდიოვიზუალური დათვალიერება- მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი  N14.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ბექას“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „ტელესკოლა“, „ტვ პირველი“,  „ფორმულა“, „რუსთავი 2“, „პალიტრა ტვ“, „ერთსულოვნება“, „მთავარი  არხი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „კავკასია“„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ 25“, „GDS“, „მარაო“, „კომედი არხი“, „იმედი“, „ბასტი ბუბუ“.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათის  თანახმად,  შპს  „ბექას“  2022  წლის დღემდე კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების  დეპარტამენტს  მიაჩნია,  რომ შპს „ბექას“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

შპს „ბექასათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა კომისიაში დაინიშნა 2022 წლის 2 ივნისს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც შეტყობინებებით ეცნობა შპს „ბექას“ და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეს, ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

შპს „ბექას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე (შ-22-6/2191; 02.06.2022). შუამდგომლობის მიხედვით, მ. ჩიხლაძე ახორციელებდა შპს „ბექას“ წარმომადგენლობას, მაგრამ სხდომაზე ვერ ახერხებდა დასწრებას, ოჯახური პირობების გამო. შუამდგომლობის მიხედვით, მ. ჩიხლაძე ითხოვდა, სხდომა გადადებულიყო ერთი კვირით.

კომისიამ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და შპს „ბექასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის სხდომა გადაიდო 2022 წლის 9 ივნისს, 15:00 საათზე, რის შესახებაც კომპანიას დამატებით ეცნობა შეტყობინებით. შპს „ბექას“ წარმომადგენელი კვლავ არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, ამასთან, კომისიაში არ შემოსულა კომპანიის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, შესაბამისად, კომისიამ განიხილა საკითხი შპს „ბექას“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.   კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-779, 11/05/2022).

2.   კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური   მედია   მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის 2022 წლის 28 აპრილის შემოწმების აქტი N14.

3.   შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი.

4.   შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD).

5.   კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N373/18, 2018 წლის 13 სექტემბრის N533/18, 2019 წლის 18 ივლისის Nგ-19-18/424 და 2021 წლის 20 მაისის N გ-21-18/304 გადაწყვეტილებები „შპს „ბექასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

6.   კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-878; 25/05/2022).

7.   კომისიის  აპარატის ბაზრის  ანალიზისა  და  სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-884; 27/05/2022).

8.   შპს „ბექას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე (შ-22-6/2191; 02.06.2022).

9.   შპს „ბექასთვის“ გაგზავნილი შეტყობინებები კომისიის სხდომებზე მოწვევის თაობაზე.

10. შპს   „ბექას“   შესახებ   ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული) იურიდიული პირების და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს ,,ბექა“ არის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის თარიღი: 08/12/2017);

მტკიცებულება: კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემები.

2.  2022 წლის 28 აპრილს, ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. N67,   განხორციელდა შპს „ბექას“ შემოწმება და შედგა შემოწმების აქტი N14. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ბექას“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად ხორციელდება შემდეგი    სამაუწყებლო    არხების    ტრანზიტი:    „ტელესკოლა“,  „ტვ  პირველი“, „ფორმულა“,   „რუსთავი   2“,   „პალიტრა   ტვ“,   „ერთსულოვნება“,   „მთავარი   არხი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „კავკასია“„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ 25“, „GDS“, „მარაო“, „კომედი არხი“, „იმედი“, „ბასტი ბუბუ“.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-779, 11/05/2022), შემოწმების აქტი N14, ვიდეო ჩანაწერი.

3.   შპს „ბექას“ დღემდე კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი  დოკუმენტაცია:  „ტელესკოლა“,  „ტვ  პირველი“,  „ფორმულა“, „რუსთავი 2“, „პალიტრა ტვ“, „ერთსულოვნება“, „მთავარი არხი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“,  „კავკასია“„საზოგადოებრივი  მაუწყებლის  I  არხი“,  „ტვ  25“,  „GDS“, „მარაო“, „კომედი არხი“, „იმედი“, „ბასტი ბუბუ“.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-864; 25/05/2022).

4.  შპს „ბექას“ მიმართ 2022 წლის 28 აპრილის შემოწმების   N14 აქტის შედგენამდე საავტორო   და მომიჯნავე   უფლებების  დარღვევით  სამაუწყებლო  არხების გავრცელებისთვის, გამოყენებული იყო ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი სანქციები:

ა)   შპს   „ბექას“   კომისიის   2018   წლის   28   ივნისის   N373/18   გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცა წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის   „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო;

ბ) კომისიის 2018 წლის 13 სექტემბრის N533/18 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო, კვლავ   სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტისთვის, შპს „ბექას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა - 3000 ლარი;

გ) კომისიის 2019 წლის 18 ივლისის Nგ-19-18/424 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო, კვლავ   სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტისთვის, შპს „ბექას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა  9000 ლარის ოდენობით;

დ) 2021 წლის 20 მაისის N გ-21-18/304 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევის გამო, კვლავ   სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტისთვის, შპს „ბექას“ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობა  27 000 ლარის ოდენობით.

მტკიცებულებები: კომისიის 2018 წლის 28 ივნისის N373/18, 2018 წლის 13 სექტემბრის N533/18, 2019 წლის 18 ივლისის Nგ-19-18/424 და 2021 წლის 20 მაისის N გ-21-18/304 გადაწყვეტილებები „შპს „ბექასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

5. შპს „ბექას“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3% არ აღემატება 27000 ლარს. მტკიცებულება:    კომისიის       აპარატის       საფინანსო-საბიუჯეტო       სამსახურის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-878; 25/05/2022).

6. შპს „ბექა“ 2021 წლის მაისიდან დღემდე უწყვეტად ახორციელებდა ავტორიზაციით გათვალისწინებულ პრაქტიკულ საქმიანობას. კომპანიას ზემოაღნიშნული პერიოდში უფიქსირდება აბონენტები და სააბონენტო შემოსავალი.

მტკიცებულება: კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-884; 27/05/2022).

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის    თანახმად,    კომისია    უფლებამოსილია    ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით    განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და ვალდებულებების შესრულებას.

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.   ამავე   კანონის  44-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის, მათ შორის,  კომისიის  დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული  ამოცანებისა  და ფუნქციების  შესრულებასთან     დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია   თავისი  საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ- ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ  საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას  კონფიდენციალურობა   მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც  ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და   „პერსონალურ  მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე  მონაცემები  აბონენტთა რაოდენობის,    ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო   ხელშეკრულებები   და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის   ორგანიზაციების   უფლებათა   დაცვის   შესახებ”   რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.

7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები.

8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა  ავტორის განსაკუთრებული,  ექსკლუზიური    უფლებაა    და ინტელექტუალურ   სამართალში იგი პრეზუმირებულ  ფაქტს  წარმოადგენს.

„შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია.

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.

11. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი.

14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია   აღნიშნავს,   რომ   სატელევიზიო   არხების:   „ტელესკოლა“,   „ტვ   პირველი“, „ფორმულა“, „რუსთავი 2“, „პალიტრა ტვ“, „ერთსულოვნება“, „მთავარი არხი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „კავკასია“„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ 25“, „GDS“, „მარაო“, „კომედი არხი“, „იმედი“, „ბასტი ბუბუ“, საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტაციის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად რეტრანსლირებით შპს „ბექას“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომისიის არაერთი გადაწყვეტილებით (იხ. ფაქტობრივი გარემოებების მე-4 პუნქტი) შპს „ბექას“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით სამაუწყებლო არხების გავრცელებისთვის, მათ შორის კომისიის 2021 წლის 20 მაისის N გ-21-18/304 გადაწყვეტილებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაკისრებული აქვს ჯარიმა 27 000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით, კომპანიის მიერ კვლავ გრძელდება სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი ტრანზიტი და კომისიაში დღემდე არ არის წარმოდგენილი არცერთ სამაუწყებლო არხზე საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ბექას“ მიერ ადგილი აქვს დენადი ხასიათის დარღვევის ჩადენას, რაც კომპანიისათვის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სანქციის დაკისრების საფუძველია, კერძოდ, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

იმის გათვალისწინებით, რომ კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების მიხედვით, კომპანიის ჯამური შემოსავლის 3 პროცენტი არ აღემატება 27 000 ლარს, შპს „ბექას“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 27 000 ლარის ოდენობით. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ბექას“ უნდა აეკრძალოს საქართველოს  ტერიტორიაზე  სატელევიზიო  არხების:  „ტელესკოლა“,  „ტვ  პირველი“, „ფორმულა“, „რუსთავი 2“, „პალიტრა ტვ“, „ერთსულოვნება“, „მთავარი არხი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „კავკასია“„საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ 25“, „GDS“, „მარაო“, „კომედი არხი“, „იმედი“, „ბასტი ბუბუ“ არამართლზომიერი ტრანზიტი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის  „საავტორო უფლებების შესახებ“  ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ45“ პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს „ბექას“ დაეკისროს ჯარიმა 27 000 ლარის ოდენობით, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8  მუხლის, „შემსრულებლების,    ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

2.   შპს „ბექამ” უზრუნველყოს:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 30 200 3251. ბ) ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.

3.   უზრუნველყოს შპს  „ბექამ”  საქართველოს  ტერიტორიაზე  სატელევიზიო  არხების: „ტელესკოლა“,  „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „რუსთავი 2“, „პალიტრა ტვ“, „ერთსულოვნება“, „მთავარი არხი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „კავკასია“„საზოგადოებრივი  მაუწყებლის  I არხი“,  „ტვ  25“, „GDS“, „მარაო“,  „კომედი არხი“, „იმედი“, „ბასტი ბუბუ“    არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

4. დაევალოს   კომისიის   აპარატის   ადმინისტრაციას   (ო.   ვოტ)   აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ბექასთვის” დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.  გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის შპს „ბექასთვის” ჩაბარების დღიდან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ბექასთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე)

8.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

9.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები