შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 19, 2022 12:04
მიღების თარიღი ივლისი 07, 2022
შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში„კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N22-10-972,07/06/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს„ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის, კერძოდ, სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობის გამო.
კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებით ბარათში (N22-10-972,07/06/2022) აღნიშნულია, რომ შპს „ჰამბურგისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ჰამბურგს“ მიეცა გაფრთხილება შპს„ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის # B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და შპს„ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო.
მოხსენებითი ბარათის (N22-10-972, 07/06/2022) თანახმად, შპს „ჰამბურგმა“ სრულად ვერ უზრუნველყო კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება (შპს „ჰამბურგს“ დაევალა უზრუნველეყო ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის თებერვლისა და მარტის თვეების) ჯამური დავალიანების 1,673.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:-სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი-TRESGE22;- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-300773062) და შპს „ჰამბურგმა“ 1,673.00 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში ჩარიცხა 891 ლარი. შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 782.00 ლარი. ამასთან, შპს „ჰამბურგს“ არ გადაუხდია „შპს „ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად გადასახდელი 1782 ლარი (891.00 ლარის გადახდის ვადა იყო 2022 წლის 28 აპრილამდე, ასევე 891.00 ლარის გადახდის ვადა - 2022 წლის 28 მაისამდე). 2022 წლის 7 ივნისის მდგომარეობით შპს „ჰამბურგის“ მიერ გადასახდელი თანხა სულ შეადგენს 2,564.00 ლარს (782 ლარი+1782 ლარი).
კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათიდან (N22-10-972, 07/06/2022) დამატებით ირკვევა, რომ შპს „ჰამბურგს“ არ შეუსრულებია „შპს“ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის N გ-21-6/592 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულება, კერძოდ ასევე არ აქვს ჩარიცხული 2022 წლის 28 ივნისამდე გრაფიკით გადასახდელი სალიცენზიო თანხა -891.00 ლარი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით შპს „ჰამბურგის“ ჯამური დავალიანება შეადგენს - 3,455.00 ლარს (782 ლარი+2673 ლარი).
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, შპს ”ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს – 10,692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს. ამავე გადაწყვეტილებითა და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართის თანახმად, შპს „ჰამბურგის“ სალიცენზიო ვალდებულებაა: ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10.692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდის ვალდებულება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 891.00 ლარი – 2021 წლის 28 ნოემბრამდე; 891.00 ლარი – 2021 წლის 28 დეკემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 იანვრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 თებერვლამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მარტამდე; 891.00 ლარი - 2022 წლის 28 აპრილამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მაისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივნისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი–2022 წლის 28 სექტემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28ოქტომბრამდე.
შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 7 ივლისს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (Nგ-22-03/1643, 01/07/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2022 წლის 7 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა შპს„ჰამბურგის“ წარმომადგენელი თ.კაკულია, რომელმაც განაცხადა, რომ მძიმე ვითარებაა და რადიომაუწყებლებსაც ძალიან გაუჭირდათ. სარეკლამო გარემოც ისეთია, რომ შემოსავლებს ვეღარ იღებენ და შემოსავალი პრაქტიკულად, განულებულია. თ. კაკულიამ ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობდა გარკვეული მოლაპარაკებები, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ დამდგარა და შესაბამისად, სრულად ვერ მოხერხდა ამ თანხის გადახდა. თ. კაკულიამ განაცხადა, რომ ეთანხმებიან სამართალდარღვევის შინაარსს და ამასთან აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან გარკვეული ქმედებები იყო განხორციელებული. ფიზიკურად მეტის საშუალება არ ჰქონდა კომპანიას და რის საშუალებაც ჰქონდა, მხოლოდ იმ ოდენობით დაფარა ბიუჯეტის დავალიანება.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1.კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N22-10-972, 07/06/2022);
2.კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-972, 07/06/2022);
3.შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილება და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზია;
4.შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჰამბურგისთვის“ 2022 წლის 26 აპრილს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
5.კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-993, 13/06/2022);
6.შპს,,ჰამბურგის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;
7.შპს„ჰამბურგის“ წარმომადგენლის თ. კაკულიას ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2022 წლის 7 ივლისის სხდომაზე.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1.შპს ,,ჰამბურგი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის B110 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2031 წლის 28 ოქტომბრამდე;);
2.„შპს “ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილებით გაუგრძელდა მოქმედების ვადა შპს ”ჰამბურგის“ (ს/ნ 405179925) კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიას 2021 წლის 28 ოქტომბრიდან 2031 წლის 28 ოქტომბრამდე, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის - 10,692.00 (ათი ათას ექვსას ოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა უნდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით: 891.00 ლარი – 2021 წლის 28 ნოემბრამდე;
891.00 ლარი – 2021 წლის 28 დეკემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 იანვრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 თებერვლამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მარტამდე; 891.00 ლარი - 2022 წლის 28 აპრილამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 მაისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივნისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ივლისამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 აგვისტომდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 სექტემბრამდე; 891.00 ლარი – 2022 წლის 28 ოქტომბრამდე; ზემოაღნიშნული ვალდებულება შპს „ჰამბურგს“ ასევე განესაზღვრა B110 ლიცენზიის N3 დანართის შესაბამისად;
3.„შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ჰამბურგს“ მიეცა გაფრთხილება „შპს „ჰამბურგის“ რადიომაუწყებლობის # B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის და შპს „ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული პირობების დარღვევი გამო; ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ჰამბურგს“ დაევალა უზრუნველყოს ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის თებერვლისა და მარტის თვეების) ჯამური დავალიანების - 1,673.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22; - საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300773062; „შპს“ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილება შპს „ჰამბურგს“ ჩაბარდა 2022 წლის 26 აპრილს;
4.შპს „ჰამბურგმა“ სრულად ვერ უზრუნველყო კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება და ჯამური სალიცენზიო დავალიანების - 1,673.00 ლარის ნაცვლად ბიუჯეტში ჩარიცხა 891 ლარი. შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 782.00 ლარი. ამასთან, შპს „ჰამბურგს“ არ გადაუხდია „შპს “ჰამბურგის" რადიომაუწყებლობის#B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით და შპს„ჰამბურგის“ B110ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული, გრაფიკის შესაბამისად გადასახდელი 2673 ლარი (გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვადა იყო: 891.00 ლარი-2022 წლის 28 აპრილამდე; 891.00 ლარი–2022 წლის 28 მაისამდე; 891.00 ლარი–2022 წლის 28 ივნისამდე;). შესაბამისად, შპს„ჰამბურგს“ ბიუჯეტის წინაშე მთლიანობაში გააჩნია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 3455 ლარის ოდენობით (782 ლარი+2673 ლარი);
5.ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს,,ჰამბურგის“ მიმართ გამოყენებულია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისერთ-ერთი სახე-გაფრთხილება მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ)ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;
2.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ)ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი; ამავე მუხლის ტ1) ქვეპუნქტის თანახმად, რადიომაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;
3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სალიცენზიო გადასახდელი არის რადიოსიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. სალიცენზიო გადასახდელი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე;
5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ამ გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.
6.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობით და სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობით, შპს,,ჰამბურგის“ მიერ დაირღვა შპს“ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, შპს„ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობები და შპს„ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილებით შპს„ჰამბურგს“ მიცემული ჰქონდა წერილობითი გაფრთხილება და გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა დარღვევა, ამასთან წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა მსგავსი ახალი დარღვევა, კომპანიას, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. ვინაიდან, კომპანიის ბოლო 12 კალენდარული თვის წლიური შემოსავლის 0.5% არ აღემატება 2500 ლარს, შპს „ჰამბურგის“ მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარი. ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჰამბურგს“ უნდა მიეცეს ერთი თვის ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და 71-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 72-ე მუხლის პირველი პუნქტის, „შპს“ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/ 592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, შპს„ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობების და „შპს “ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის გ-22-18/176 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრით შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შპს „ჰამბურგს“ დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით, „შპს „ჰამბურგის” რადიომაუწყებლობის #B110 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე“ კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გ-21-6/592 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის, შპს„ჰამბურგის“ B110 ლიცენზიის N3 დანართით განსაზღვრული სალიცენზიო პირობებისა და „შპს“ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ კომისიის 2022 წლის 07 აპრილის Nგ-22-18/176 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის დარღვევის გამო;
2.შპს „ჰამბურგმა“ უზრუნველყოს:
ა)წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი -200122900;
ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22;
სახაზინო კოდი -302003251;
ბ)ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
3.შპს„ჰამბურგმა“ უზრუნველყოს ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის ) ჯამური დავალიანების - 3,455.00 ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22; - საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773062;
4.შპს„ჰამბურგი“ ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში წარმოადგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;
5.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს„ჰამბურგისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6.დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ჰამბურგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;
7.გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „ჰამბურგისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
9.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) ამ გადაწყვეტილების (მე-5 და მე-6 პუნქტების გარდა) შესრულებაზე კონტროლი.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
