შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2022 11:58
მიღების თარიღი აგვისტო 25, 2022
შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N22-10-1472, 19/08/2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, შპს „ახალი ქსელების“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო.
კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N 22-10-1472, 19/08/2022) თანახმად, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, საანგარიშო წლის შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიში კომისიას უნდა წარუდგინოს ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში.
ასევე, შპს „ახალ ქსელებს“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9, 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9, 2010 წლის 17 სექტებრის N428/9 გადაწყვეტილებების საფუძველზე, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შესაბამის ბაზრებზე დაეკისრა დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, რის საფუძველზეც შპს ,,ახალ ქსელებს“ განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა.
მოხსენებითი ბარათის თანახმად, გამომდინარე იქედან, რომ შპს ,,ახალი ქსელების“ 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება დღემდე არ არის კომისიაში წარმოდგენილი, სახეზეა კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა.
კომისიაში შემოვიდა შპს „ახალი ქსელების“ 2022 წლის 23 აგვისტოს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3178, 24.08.2022 ) რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ახალ ქსელებს“ და შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯიას“ შორის 05.01.2020 წ. დაიდო ხელშეკრულება #12302019/04 და 12.01.2022 წ. აუდიტის გარიგების წერილი აუდიტორული მომსახურების გაწევის შესახებ. რომლის თანახმადაც ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 01 მაისს. თუმცა აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა შემდეგი გარემოებების გამო:
2021 წლის 24 ივნისს მოხდა შპს „ახალ ქსელების“ საიდ.კოდი 211326732 და შპს „ახტელის“ საიდ.კოდი 202913106 შერწყმა. აღნიშნული შერწყმის შემდეგ კომპანიაში ასევე, განხორციელდა რეორგანიზაცია, მოხდა დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურების ფინანსური განყოფილების ცენტრალიზაცია.
შპს „ახტელი“, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი საბუღალტრო აღრიცხვა- ანგარიშგებას აწარმოებდა ცალკე სააღრიცხვო ბაზაში; ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონის საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა-ანგარიშგება წარმოებდა დამოუკიდებელ ბაზაში. შერწყმის და რეორგანიზაციის შემდეგ დაიწყეს აღნიშნული ბაზების გაერთიანება, რაც დროში საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. აუდიტთან რამდენჯერმე იქნა გადაგზავნილი გაერთიანებული ბაზა, რომელიც მათი მხრიდან დახარვეზდა. მიმდინარე პერიოდში აუდიტორულ კომპანიას უკვე გადაცემული აქვს ტექნიკურად გამართული ბაზა, რასაც ადასტურებს და ვარაუდობს, რომ ფინანსური ანგარიშის აუდიტის პროცესს დაასრულებს 2022 წლის 15 ოქტომბრისთვის.
დამატებით გაცნობებთ, რომ 2022 წლის 01 მარტს შპს „ახალმა ქსელებმა“ მიიღო მარეგულირებელი კომისიიდან 2021 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგების პოლიტიკასთან და 2020 წლის განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებასთან დაკავშირებით კითხვები, კომენტარები და მოსაზრებები, 2021 წლის განცალკევებულად განაწილების სააღრიცხვო პოლიტიკასა და განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებაში გასათვალისწინებლად. კომისიის მითითებების გათვალისწინებით, რომ მომხდარიყო 2021 წლის განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშგების მომზადება და აუდირება, 2022 წლის 01 ივლისს, სატენდერო შერჩევის გზით შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას შპს „მოორ ეიბისის“ და შპს „ახალ ქსელებს“ შორის, დაიდო ხელშკრულება განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის აუდირებასთან დაკავშირებით. აუდირების პროცესი უნდა დასრულებულიყო 2022 წლის 9 აგვისტოს. თუმცა იმის გამო, რომ ვერ დასრულდა ფინანსური ანგარიშის აუდიტი, ვერ განხორციელდა განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადება და აუდირება.
იმ შემთხვევაში თუ ფინანსური ანგარიშის აუდიტი დასრულდება 2022 წლის 15 ოქტომბრისთვის, განცალკევებულად აღრიცხვის ანგარიშის მომზადება და აუდირება სავარაუდოდ დასრულდება 2022 წლის 15 დეკემბრისთვის. შესაბამისად, კომპანი ითხოვს განცალკევებულად აღრიცხვის აუდირებული ანგარიშის წარმოდგენის ვადის გადაწევას 2022 წლის 15 დეკემბრისთვის.
შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 25 აგვისტო. აღნიშნულის თაობაზე კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (N გ-22-03/1980, 19/08/2022) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „ახალ ქსელებს“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მარიამ ლუკაშვილმა, შპს „ახალი ქსელების“ მიერ აუდირებული ანგარიშის წარმოდგენის ვადასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანია გეგმავს ფინანსური ანგარიშის აუდიტის დასრულებას 2022 წლის 15 ოქტომბრისთვის, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მომზადებისა და აუდირებისათვის გონივრულ ვადად მიაჩნია ფინანსური ანგარიშის აუდიტის დასრულებიდან ერთი თვე, ანუ 2022 წლის 15 ნოემბერი.
კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს დისტანციურად გამართულ სხდომაზე გამოცხადდა შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენელი მ.კილაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ვადა 2022 წლის 15 დეკემბრამდე აიღეს იმის გამო, რომ ფინანსური ანგარიში ექნებათ მოსამზადებელი აუდიტის დასრულების შემდეგ. ამ ანგარიშის მოსამზადებლად 2 კვირა მაინც დასჭირდებათ. შპს „ახალი ქსელების“ და შპს „ახტელის“ შერწყმა ტექნიკურად ძალიან რთული პროცესი აღმოჩნდა. მისი აზრით, შესაძლებელია ანგარიშის მომზადების დროსაც გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეიქმნას ბაზების გაერთიანების, შედარების გამო. ამიტომ აიღეს ვადად 15 დეკემბერი. ასევე აღნიშნა, რომ ფინანსური ანგარიშის დასრულების მოლოდინი პირველი ოქტომბრისთვის, ნაკლებად აქვთ, მაგრამ განცალკევებული ანგარიშის უფრო მოკლე ვადაში დასრულების იმედი აქვთ ვინაიდან, შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში აკეთონ ფინანსური ანგარიში და განცალკევებული აღრიცხვის ანგარიში. მ. კილაძემ აღნიშნა, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მოკლე ვადებში ჩაეტიონ. მან დასძინა, რომ არ მოელოდნენ, რომ კომპანიების შერწყმის პროცესი ტექნიკურად ამდენ დროს წაიღებდა.
II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები
1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N22-10-1472, 19/08/2022);
2. შპს „ახალი ქსელების“ შესახებ ამონაწერი კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. შპს „ახალი ქსელებისთვის“ გაგზავნილი კომისიის შეტყობინება (N გ-22-03/1980, 19/08/2022) კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე მოწვევის თაობაზე;
4. შპს „ახალი ქსელების“ 2022 წლის 23 აგვისტოს წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/3178, 24.08.2022 ) თანდართული მასალით;
5. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტის მარიამ ლუკაშვილის მიერ კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება;
6. შპს „ახალი ქსელების“ წარმომადგენლის მ.კილაძის მიერ კომისიის 2022 წლის 25 აგვისტოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ახალი ქსელები“ 2010 წლის 10 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს;
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
2. შპს „ახალი ქსელები“ მიჩნეულია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირად და დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, კერძოდ:
2.1) „საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 6 ნოემბრის N620/9 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის 7.3 ქვეპუნქტის თანახმად, საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ამავე გადაწყვეტილებლის მე-8 პუნქტის 8.3 ქვეპუნქტის თანახმად, სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილების რესურსებთან დაშვების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე ამ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისროს შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებები: დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით: მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე;
2.2) „გამოყოფილი არხებით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2018 წლის 6 დეკემბრის N671/9 გადაწყვეტილების მე-8 მუხლის 8.4 ქვეპუნქტის თანახმად, გამოყოფილი არხების მაგისტრალურ/ძირითად (“trunk”) ქსელთან და „Backhaul” გადაცემის ქსელთან დაშვების საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილების მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილების მე-6 და და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობით: ა) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე; ბ) კომისიის 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მიხედვით მომზადებული ყოველწლიური შემოსავლების და დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა.
2.3) „ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულება) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 17 სექტებრის N428/9 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტის 8.4 ქვეპუნქტის შესაბამისად, ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურების ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: ა) არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდველი ქმედებები, მათ შორის, საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან კონკრეტული მსურველი პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების სატარიფო შეღვათების სუბსიდირება, სხვა ურთიერთჩართული ოპერატორისათვის მიწოდებული მომსახურების, ან სხვადასხვა მომხმარებელთა ხარჯზე; ბ) აწარმოოს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება, მისი საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით, კომისიის მიერ 2006 წლის 20 აპრილის N5 დადგენილებით დამტკიცებული “ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესებით“ განსაზღვრული პირობების დაცვით.
3. შპს „ახალი ქსელების“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება: მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
4. შპს „ახალ ქსელებს“ განცალკევებული აღრიცხვის აუდირებული ანგარიშგება კომისიაში უნდა წარმოედგინა არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა; 2022 წლის 19 აგვისტოს მდგომარეობით და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შპს „ახალი ქსელების“ მიერ 2021 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიში კომისიაში არ არის წარმოდგენილი;
მტკიცებულება: კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N22-10-1472, 19/08/2022) მოხსენებითი ბარათი.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, რომელსაც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკავებული აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება, სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარმოადგინოს განცალკევებული აღრიცხვის ყოველწლიური ანგარიში; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირმა, კომისიას უნდა წარუდგინოს და გამოაქვეყნოს განცალკავებული აღრიცხვის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკა და შესაბამისი აუდიტორული მოსაზრება ფინანსური წლის დასრულებიდან 6 თვეში;
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს;
8. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიას მიაჩნია რომ შპს „ახალი ქსელების“ მიერ 2021 წლის აუდირებული განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშების, კომისიის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობით დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტები და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები.
ამასთან, შპს „ახალ ქსელებს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2021 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა. მოცემულ შემთხვევაში კომისია ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ 2022 წლის 24 ივნისს განხორციელდა შპს „ახალი ქსელებისა“ და შპს „ახტელის“ შერწყმა, ამასთან კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. ზემოაღნიშნული პროცესების შემდგომ დაიწყო ბაზების გაერთიანება, რაც დროში საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს „ახალ ქსელებს“ სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად განესაზღვროს ვადა 2022 წლის 15 ნოემბრამდე. შესაბამისად, შპს „ახალ ქსელებს“ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით უნდა დაევალოს 2021 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2022 წლის 15 ნოემბრამდე.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 20 აპრილის№ 5 დადგენილების მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ახალ ქსელებს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და კომისიის 2006 წლის 20 აპრილის № 5 დადგენილების „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ მე-14 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტის დარღვევის გამო;
2. დაევალოს შპს „ახალ ქსელებს“ 2021 წლის განცალკევებული აუდირებული აღრიცხვის ანგარიშის კომისიაში წარმოდგენა 2022 წლის 15 ნოემბრამდე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ახალი ქსელებისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comom.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ახალი ქსელებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ახალი ქსელებისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ახალი ქსელებისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3 და მე-4
|
პუნქტებისა) |
დაევალოს კომისიის აპარატის |
სატელეკომუნიკაციო |
ბაზრის |
|
რეგულირების |
დეპარტამენტს (ე. სიჭინავა). |
|
|
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
