წვდომის მენიუ

შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 415

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 05, 2022 15:32

მიღების თარიღი სექტემბერი 29, 2022

შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.    საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1653, 22/09/2022) თანახმად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე  მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1653, 22/09/2022) თანახმად, დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „სეზონი ტვ“-ის (ს/კ417897253) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესებისა, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგის განთავსების და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. კერძოდ, აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „სეზონი ტვ“-ს მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 12-16 სექტემბრის პერიოდზე.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 22-10-1653, 22/09/2022) თანახმად, ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად ირკვევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს „სეზონი ტვ“-ს 2022 წლის 12 და 13 სექტემბერს ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სცდება 12 წუთს (20%-ს) ერთ სამაუწყებლო საათში, კერძოდ: 12 სექტემბერი 20:27 სთ. - პირველი სარეკლამო ჭრა - 07 წთ. 24 წმ. 20:53 სთ. - მეორე სარეკლამო ჭრა - 06 წთ. 14 წმ. სულ: 13 წთ. 38 წმ. მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილ 12- წუთიან ლიმიტს აჭარბებს 01 წთ. და 38 წმ-ით. 13 სექტემბერი 23:01 სთ. - პირველი სარეკლამო ჭრა - 07 წთ. 43 წმ. 23:48 სთ. - მეორე სარეკლამო ჭრა - 07 წთ. 27 წმ. სულ: 15 წთ.10 წმ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ლიმიტს აჭარბებს 03 წთ. და 10 წამით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე.“

ზემოაღნიშნული სარეკლამო ჭრების შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლს, ვინაიდან სარეკლამო ჭრები აღემატება სამაუწყებლო საათში 20%-ს.

შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 29 სექტემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას შეტყობინებით ეცნობა. შეტყობინებით, შპს „სეზონი ტვ“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სეზონი ტვ“-ის წარმომადგენელი, ასევე კომპანიას არ წარმოუდგენია წერილობითი შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო შპს „სეზონი ტვ“-ის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა საკითხი შპს „სეზონი ტვ“-ის დაუსწრებლად.

II.     კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-1653, 22/09/2022) თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალები (CD დისკი).

2.   შპს   „სეზონი   ტვ“-ისათის   გაგზავნილი   შეტყობინება კომისიის   2022   წლის   29 სექტემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

3. შპს „სეზონი ტვ“-ის შესახებ მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან და მეწარმეთა და არასამეწარმეო    (არაკომერციულ)    იურიდიულ    პირთა    საჯარო რეესტრიდან.

III.    კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს ,,სეზონი ტვ“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის  სახე: ტელემაუწყებლობა;   მაუწყებლობის სახეობა:  კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო  ტელემაუწყებლობა. ავტორიზაციის თარიღი: 22.04.2021). შესაბამისად, შპს ,,სეზონი ტვ“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი   კანონმდებლობა.

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  მიერ შპს „სეზონი ტვ“-ის მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 12-16 სექტემბრის პერიოდზე.

3. შპს „სეზონი ტვ“-ის 2022 წლის 12 და 13 სექტემბერს ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სცდება 12 წუთს (20%-ს) ერთ სამაუწყებლო საათში, კერძოდ: 12 სექტემბერი 20:27 სთ. - პირველი სარეკლამო ჭრა - 07 წთ. 24 წმ. 20:53 სთ. - მეორე სარეკლამო ჭრა - 06 წთ. 14 წმ. სულ: 13 წთ. 38 წმ. მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილ 12-წუთიან ლიმიტს აჭარბებს 01 წთ. და 38 წმ-ით. 13 სექტემბერი

23:01 სთ. - პირველი სარეკლამო ჭრა - 07 წთ. 43 წმ. 23:48 სთ. - მეორე სარეკლამო ჭრა - 07 წთ. 27 წმ. სულ: 15 წთ. 10 წმ. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ლიმიტს აჭარბებს 03 წთ. და 10 წამით.

4. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „სეზონი ტვ“-ის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს  კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის     არცერთი     სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV.         სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია,   საქართველოს  საერთაშორისო    ხელშეკრულებები,    საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს    კანონები,    სხვა    საკანონმდებლო    და    კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციას წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის,    აგრეთვე    რეკლამის    შესახებ    საკანონმდებლო    აქტების    შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ხოლო ამავე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის  ფუნქციასა და  ვალდებულებას     წარმოადგენს     მაუწყებლის    მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.

3.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი   კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის   დადგენილებები   და გადაწყვეტილებები.

4.   „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   „ტ“   ქვეპუნქტის თანახმად   მაუწყებელი არის საზოგადოებრივი  მაუწყებელი,   საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის    ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი.

5.   „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს  კანონის 64-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის თანახმად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო  ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და     დამოუკიდებელ     პროგრამასთან     დაკავშირებით     გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე.

6. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,მაუწყებელი   ვალდებულია    უზრუნველყოს    მის    მიერ    გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

7.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის  პირობების  დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისთვის ან პრევენციისთვის  ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ვინაიდან სარეკლამო ჭრები აღემატებოდა სამაუწყებლო საათში 20%-ს. კერძოდ, 2022 წლის 12 და 13 სექტემბერს ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სცდებოდა 12 წუთს (20%-ს) ერთ სამაუწყებლო საათში, კერძოდ: 12 სექტემბერი 20:27 სთ. - პირველი სარეკლამო ჭრა - 07 წთ. 24 წმ. 20:53 სთ. - მეორე სარეკლამო ჭრა - 06 წთ. 14 წმ. სულ: 13 წთ. 38 წმ. მაუწყებლობის შესახებ კანონით დადგენილ 12-წუთიან ლიმიტს აჭარბებს 01 წთ. და 38 წმ-ით. 13 სექტემბერი 23:01 სთ. - პირველი სარეკლამო ჭრა - 07 წთ. 43 წმ. 23:48 სთ. - მეორე სარეკლამო ჭრა - 07 წთ. 27 წმ. სულ: 15 წთ. 10 წმ. შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ლიმიტს აჭარბებდა 03 წთ. და 10 წამით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში  პროდუქტის  (საქონლის/მომსახურების)  განთავსებაზე.  შესაბამისად,  შპს

„სეზონი ტვ“-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი, ვინაიდან სარეკლამო ჭრები აღემატება სამაუწყებლო საათში 20%-ს.

ყოველივე  ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  შპს  „სეზონი  ტვ“-ის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად,  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სეზონი ტვ“-ის  უკანასკნელი   ერთი  წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V.          სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტების,  451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70- ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   შპს „სეზონი ტვ“-ის მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 451  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

2.   დაევალოს  კომისიის აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)  წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „სეზონი ტვ“-ისთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.   გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან.

4.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  კაველიძე)  შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სეზონი ტვ“-ისთვის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები