წვდომის მენიუ

შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 493

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2022 11:48

მიღების თარიღი ნოემბერი 10, 2022

შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N22-10-1783 18.10.2022) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2022 წლის 20 სექტემბერს ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ. N78/88, შპს „გიორგის“ ოფისში, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N46. შემოწმებას ესწრებოდა შპს „გიორგის“ დირექტორი გ.შ.

შემოწმების შედეგების თანახმად, შპს „გიორგი“ საკუთარი ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირებას: „აჭარა“, “ტელესკოლა“,  „ობიექტივი“,  „ტვ  პირველი“,  „ბათუმი  ტვ“,  „ფორმულა“,  „რუსთავი  2“, „პალიტრა ტვ“, „ერთსულოვნება“, „მთავარი არხი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „პოს ტვ“,  „საზოგადოებრივი  მაუწყებლის  I  არხი“,  „ტვ  25“,  „GDS“,  „მარაო“,  „კომედი  არხი“, „იმედი“,„ბასტი  ბუბუ“,  „Disney“,  “Карусель”,”Ani”,  “Б”,  “Cinema”,  “Шансон”,  “National Geographic”, “Nat Geo Wild”, “Explorer”, “Nature”, „რაგბი ტვ“, “History”, “ МУЗ ”, „Матч игра“, „Боец“, „Сарафан“, „Eurosport 1“, “Euroesport 2”, “Победа”, “TV 1000 action”, “Vip Comedy”, “Vip Megahit”, “Vip premium”, “THT”, “ORT”, “HTB”, “Домашний”, “Че”, “Пятница”, “Рен ТВ”, „Дом Кино“, “RTVi”,“TV3”, “CTC”, “Euronews”, “Охота и рыбалка”, “Кухня”, “Индийское кино”, “Киносемья”, “Кинохит”, “C 1”, “Inter”, “Show”.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის   სამსახურებრივი   ბარათის   (N22-10-1783   18.10.2022)   თანახმად,   შპს „გიორგის“ 2022 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით, კომისიაში არ წარმოუდგენია არცერთი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2022 წლის 3 ნოემბერი. შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და საკითხის დისტანციურ რეჟიმში განხილვის დღისა და დროის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით შპს „გიორგის“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

2022 წლის 3 ნოემბრის   სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გიორგის“ წარმომადგენელი, შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო 2022 წლის 10 ნოემბრისთვის.

2022 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „გიორგის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შეტყობინება ჩაბარდა კომპანიას, კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქედან, რომ შპს „გიორგის“ ეცნობა კომისიის დისტანციური სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე, კომისიაში არ შემოსულა კომპანიის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „გიორგის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქედან, რომ შპს „გიორგის“ ეცნობა კომისიის დისტანციური სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე, კომისიაში არ შემოსულა კომპანიის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „გიორგის“ წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (N22-10-1783 18.10.2022);

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2022 წლის 20 სექტემბრის შემოწმების აქტი N46;

3. შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;

4.  შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (DVD);

5. კომისიის 2022 წლის 3 ნოემბრისა და 10 ნოემბრის სხდომების თაობაზე შეტყობინებების შპს „გიორგისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

5. კომისიის 2022 წლის 9 ივნისის Nგ-22-18/261 გადაწყვეტილება „შპს „გიორგისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“;

6. კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის 2022 წლის 02 ნოემბრის  N22-10-1889 სამსახურებრივი ბარათი;

7. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2022 წლის 02 ნოემბრის N22-10-1894  სამსახურებრივი ბარათი;

8. შპს „გიორგის“ შესახებ მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრებიდან.

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს ,,გიორგი“ არის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 08/12/2017);

2. 2022 წლის 20 სექტემბერს, 13:55 სთ-ზე, შპს „გიორგის“ ოფისში, მისამართზე ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. N78-88, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლების (ზ. კ., ი. ბ.) მიერ განხორციელდა შპს „გიორგის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც შედგა შემოწმების აქტი №46. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე, კომპანიის დირექტორი  გ.შ.;

3. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2022 წლის 20 სექტემბერს, შპს ,,გიორგი“ საკუთარი საკაბელო  ქსელით  ახორციელებდა  საქართველოს  ტერიტორიაზე  შემდეგი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირებას: „აჭარა“, “ტელესკოლა“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“,  „ბათუმი  ტვ“,  „ფორმულა“, „რუსთავი  2“,  „პალიტრა  ტვ“,  „ერთსულოვნება“, „მთავარი არხი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „პოს ტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის  I  არხი“,  „ტვ  25“,  „GDS“,  „მარაო“,  „კომედი  არხი“,  „იმედი“,„ბასტი  ბუბუ“, „Disney“, “Карусель”,”Ani”, “Б”, “Cinema”, “Шансон”, “National Geographic”, “Nat Geo Wild”, “Explorer”, “Nature”, „რაგბი ტვ“, “History”, “ МУЗ ”, „Матч игра“, „Боец“, „Сарафан“, „Eurosport 1“, “Euroesport 2”, “Победа”, “TV 1000 action”, “Vip Comedy”, “Vip Megahit”, “Vip premium”, “THT”, “ORT”, “HTB”, “Домашний”, “Че”, “Пятница”, “Рен ТВ”, „Дом Кино“, “RTVi”,“TV3”, “CTC”, “Euronews”, “Охота и рыбалка”, “Кухня”, “Индийское кино”, “Киносемья”, “Кинохит”, “C 1”, “Inter”, “Show”;

4. 2022 წლის 20 სექტემბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2022 წლის 20 სექტემბრის №46 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიოვიზუალური ჩანაწერით;

5. შპს „გიორგის“ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის კომისიაში არ წარმოუდგენია არც ერთი სამაუწყებლო არხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

6. შპს „გიორგის“ ანალოგიური დარღვევისთვის 2022 წლის 9 ივნისის Nგ-22-18/261 გადაწყვეტილებით დაეკისრა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სახე - 27 000 ლარიანი ჯარიმა;

7. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის N22-10-1894 02.11.2022 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „გიორგი“ 2021 წლის მაისიდან დღემდე აბონენტებს აწვდის მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურებას და აღნიშნული მომსახურებიდან ღებულობს შემოსავალს;

8. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (02.11.2022 N22-10-1889) შესაბამისად, შპს „გიორგის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3% არ აღემატება 27 000 ლარს.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით  არგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით  განსაზღვრული    მოთხოვნებისა    და ვალდებულებების შესრულებას;

3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.   ამავე   კანონის  44-ე   მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის,  კომისიის  დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული  ამოცანებისა და     ფუნქციების   შესრულებასთან  დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ  შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და    მომიჯნავე  უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა,  რომელიც  ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა    დაცვის    შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე,  ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო   ხელშეკრულებები   და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” ბერნის კონვენციასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609   დადგენილებით), ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა და არა საშუალებები და ხერხები;

8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა  ავტორის განსაკუთრებული,   ექსკლუზიური  უფლებაა  და ინტელექტუალურ  სამართალში იგი პრეზუმირებულ   ფაქტს   წარმოადგენს.

„შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების  და  მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

10. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად   საეთერო   და   საკაბელო   მაუწყებლობის   სხვა   ორგანიზაციის   მიერ;   დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;

11 . „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

13. „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ჰ45 ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. ამავე მუხლი მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.

15. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   სატელევიზიო   არხების:   „აჭარა“,   “ტელესკოლა“, „ობიექტივი“,  „ტვ  პირველი“,  „ბათუმი  ტვ“,  „ფორმულა“,  „რუსთავი  2“,  „პალიტრა  ტვ“, „ერთსულოვნება“,    „მთავარი    არხი“,    „მაესტრო“,    „სილქ    უნივერსალი“,   „პოს  ტვ“, „საზოგადოებრივი   მაუწყებლის   I   არხი“,   „ტვ   25“,   „GDS“,   „მარაო“,   „კომედი   არხი“, „იმედი“,„ბასტი  ბუბუ“,  „Disney“,  “Карусель”,”Ani”,  “Б”,  “Cinema”,  “Шансон”,  “National Geographic”, “Nat Geo Wild”, “Explorer”, “Nature”, „რაგბი ტვ“, “History”, “ МУЗ ”, „Матч игра“, „Боец“, „Сарафан“, „Eurosport 1“, “Euroesport 2”, “Победа”, “TV 1000 action”, “Vip Comedy”, “Vip Megahit”, “Vip premium”, “THT”, “ORT”, “HTB”, “Домашний”, “Че”, “Пятница”, “Рен ТВ”, „Дом Кино“, “RTVi”,“TV3”, “CTC”, “Euronews”, “Охота и рыбалка”, “Кухня”, “Индийское кино”, “Киносемья”, “Кинохит”, “C 1”, “Inter”, “Show”,   შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და საკაბელო ქსელით ტრანზიტული გავრცელებით, შპს „გიორგის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას შემდეგ, რაც შპს „გიორგის“ კომისიის 2022 წლის 9 ივნისის Nგ-22-18/261   გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო არხების არამართლზომიერად გადაცემის გამო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით  დაეკისრა  ჯარიმა 27000 ლარის ოდენობით, კომპანიას არ წარმოუდგენია კომისიაში სამაუწყებლო არხების მართლზომიერად გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კვლავ განაგრძობს სამაუწყებლო  არხების    არამართლზომიერად    მიწოდებას    აბონენტებისთვის,    რაც წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „გიორგის“ უნდა დაეკისროს ჯარიმა 27 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან, შპს „გიორგის“ ბოლო 12 თვის შემოსავლის 3% არ აღემატება 27 000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „გიორგის“ უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „აჭარა“, “ტელესკოლა“, „ობიექტივი“,  „ტვ პირველი“,  „ბათუმი  ტვ“,  „ფორმულა“,  „რუსთავი  2“,  „პალიტრა  ტვ“, „ერთსულოვნება“,    „მთავარი  არხი“,    „მაესტრო“,    „სილქ    უნივერსალი“,    „პოს    ტვ“, „საზოგადოებრივი   მაუწყებლის   I   არხი“,  „ტვ   25“,   „GDS“,   „მარაო“,   „კომედი   არხი“, „იმედი“,„ბასტი  ბუბუ“,  „Disney“,  “Карусель”,”Ani”, “Б”,  “Cinema”,  “Шансон”,  “National Geographic”, “Nat Geo Wild”, “Explorer”, “Nature”, „რაგბი ტვ“, “History”, “ МУЗ ”, „Матч игра“, „Боец“, „Сарафан“, „Eurosport 1“, “Euroesport 2”, “Победа”, “TV 1000 action”, “Vip Comedy”, “Vip Megahit”, “Vip premium”, “THT”, “ORT”, “HTB”, “Домашний”, “Че”, “Пятница”, “Рен ТВ”, „Дом Кино“, “RTVi”,“TV3”, “CTC”, “Euronews”, “Охота и рыбалка”, “Кухня”, “Индийское кино”, “Киносемья”, “Кинохит”, “C 1”, “Inter”, “Show” - არამართლზომიერი ტრანზიტი.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის   მე-4,   98-ე,   99-ე   მუხლების,   „ლიტერატურული   და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების  შესახებ“  ინტელექტუალური  საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის,

37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს  „გიორგის“  დაეკისროს  ჯარიმა  27  000  (ოცდაშვიდი  ათასი)  ლარის  ოდენობით, ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების  და  მაუწყებლობის  ორგანიზაციების  უფლებათა  დაცვის  შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50- ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს შპს „გიორგიმ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა 30 სამუშაო დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი -200122900; ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი - 302003251;

3. უზრუნველყოს შპს „გიორგიმ“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი საბუთის კომისიაში წარმოდგენა, გადახდიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;

4. უზრუნველყოს შპს „გიორგიმ“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების:

„აჭარა“, “ტელესკოლა“, „ობიექტივი“, „ტვ პირველი“, „ბათუმი ტვ“, „ფორმულა“, „რუსთავი 2“, „პალიტრა ტვ“, „ერთსულოვნება“, „მთავარი არხი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, „პოს ტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ტვ 25“, „GDS“, „მარაო“, „კომედი არხი“, „იმედი“,„ბასტი  ბუბუ“,  „Disney“, “Карусель”,”Ani”,  “Б”,  “Cinema”,  “Шансон”,  “National Geographic”, “Nat Geo Wild”, “Explorer”, “Nature”, „რაგბი ტვ“, “History”, “ МУЗ ”, „Матч игра“, „Боец“, „Сарафан“, „Eurosport 1“, “Euroesport 2”, “Победа”, “TV 1000 action”, “Vip Comedy”, “Vip Megahit”, “Vip premium”, “THT”, “ORT”, “HTB”, “Домашний”, “Че”, “Пятница”, “Рен ТВ”, „Дом Кино“, “RTVi”,“TV3”, “CTC”, “Euronews”, “Охота и рыбалка”, “Кухня”, “Индийское кино”, “Киносемья”, “Кинохит”, “C 1”, “Inter”, “Show” არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „გიორგისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) შპს „გიორგისთვის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „გიორგისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „გიორგისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის            აპარატის აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტს (კ.ქორიძე).

 

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები