წვდომის მენიუ

შპს „ფიუთერა ელთიდისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 527

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2022 12:24

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2022

შპს „ფიუთერა ელთიდისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N22-10-2059; 25/11/2022) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფიუთერა ელთიდის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.

აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა 2022 წლის 7 ოქტომბრის N 16/93550 (კომისიაში რეგისტრაციის N შ-22-6/3693) წერილით შეგვატყობინა, რომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ რიგ სუბიექტებს, მათ შორის შპს „ფიუთერა ელთიდის“ კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგენიათ 2021 წლის საანგარიშო პერიოდის ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, აღნიშნული წერილის მიხედვით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება),  მმართველობის  ანგარიშგება  (მათ  შორის,  კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინოს სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.“ ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სამსახური ვალდებულია სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებები (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგებები) და აუდიტორული დასკვნები, გარდა მეოთხე კატეგორიის საწარმოების ანგარიშგებებისა, გამოაქვეყნოს მათი წარდგენიდან 1 თვის ვადაში. პირს უფლება აქვს, სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგება. სამსახური უზრუნველყოფს სუბიექტების მიერ წარდგენილი ანგარიშგებების ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შერჩევით გადამოწმებას რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია სუბიექტს მოსთხოვოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა.“ ასევე, ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ამ კანონისა და მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/ საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.”

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N22-10-2059; 25/11/2022) მოხსენებითი ბარათის მიხედვით, კომისიამ თავის რეგულირებას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, მათ შორის შპს „ფიუთერა ელთიდის“, 2022 წლის 31 ოქტომბრის გ-22-08/2541 და გ-22-08/2542 წერილებით მიმართა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების შესახებ და ანგარიშგების წარდგენის ვადად 4 ნოემბერი განუსაზღვრა. ორგანიზაციების ნაწილმა წარადგინა ანგარიშგება. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა 2022 წლის 24 ნოემბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით  დანართით  წარმოადგინა  კომისიის  რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების განახლებული სია, რომელთაც 2022 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ ანგარიშგება. აღნიშნული განახლებული სიის შესაბამისად, 2022 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, შპს „ფიუთერა ელთიდის“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდათ 2021 წლის ანგარიშგება წარმოდგენილი.

აღნიშნულიდან  გამომდინარე,  კომისიაში  დაიწყო  ადმინისტრაციული  წარმოება  შპს „ფიუთერა ელთიდისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დადგენილ ვადაში 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების წარმოუდგენლობის გამო. შპს „ფიუთერა ელთიდის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 1 დეკემბერს,

15:00 საათზე. კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება (რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.comcom.ge/ge/shetyobinebebi) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის 2022 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე კომისიის შეტყობინებით ასევე მოწვეულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებებ

1.   კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის (N22-10-2059; 25/11/2022) მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტაციით.

2. ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიაში გამოგზავნილი წერილი (07/10/2022;  N 16/93550).

3.   შპს   „ფიუთერა   ელთიდისთვის“   გაგზავნილი   შეტყობინება   კომისიის   სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

4. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული  პირების რეესტრიდანდა კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივი   რეესტრიდან   შპს „ფიუთერა ელთიდის“ შესახებ მონაცემები.

III. კომისიის  მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს   „ფიუთერა   ელთიდი“ (ს/კ  416361289) წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

2. ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის   მოწოდებული   ინფორმაციის   შესაბამისად, შპს „ფიუთერა ელთიდი“  მიეკუთვნება მეოთხე    ზომითი    კატეგორიის    საწარმოს („ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მეოთხე კატეგორიის საწარმოს).

3.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,  ანგარიშგების  და  აუდიტის   შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „ფიუთერა ელთიდი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის  ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა, წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

4.  შპს „ფიუთერა ელთიდის“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურისთვის არ წარმოუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით    გათვალისწინებული   2021  წლის ანგარიშგება.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და  აუდიტის   შესახებ“   საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია  მისთვის  ამ  კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით   გათვალისწინებულ  შემთხვევებში  აუდიტორული დასკვნა  ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

2.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და   აუდიტის   შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს.

3.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და   აუდიტის   შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული   პირებისათვის    ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს ადგენს  სამსახური.   ამ   სტანდარტების   გამოყენება სავალდებულოა. ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული  სუბიექტი, უფლებამოსილია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების მიზნით გამოიყენოს ამ პუნქტის შესაბამისად მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

5.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და   აუდიტის   შესახებ“   საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ  კანონისა  და  მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

6.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების  და  აუდიტის   შესახებ“  საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით   გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და  ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას: ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსი – 500 ლარის ოდენობით; ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის ოდენობით; დ) პირველი კატეგორიის საწარმოსი და სდპ-ისა – 10 000 ლარის ოდენობით. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის სამსახურმა შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება გამოიყენოს. სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის  ან/და პასუხისმგებლობის  დაკისრებიდან  1 თვის  ვადაში შესაბამისი  მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.

7.   „ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგების   და   აუდიტის   შესახებ“   საქართველოს კანონის 27- ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია ამ კანონით  გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირი აღნიშნული საქმის განხილვის  შედეგებზე დაყრდნობით  გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ  კანონის  23-ე  მუხლის  მე-2  პუნქტით  გათვალისწინებული  სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფიუთერა ელთიდის“ მიერ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 2021 წლის ანგარიშგების 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით დარღვეულია „ბუღალტრული   აღრიცხვის, ანგარიშგებისა და  აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ  კანონისა  და  მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ფიუთერა ელთიდის“ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ფიუთერა ელთიდის“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

2.  უზრუნველყოს შპს „ფიუთერა ელთიდიმ“ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 2021 წლის ანგარიშგების, ბუღალტრული    აღრიცხვის,    ანგარიშგებისა    და    აუდიტის    ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა, ერთი თვის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ფიუთერა ელთიდისთვის“   და  ბუღალტრული   აღრიცხვის,   ანგარიშგებისა   და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფიუთერა ელთიდისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5.   დაევალოს  კომისიის  აპარატის  სამართლებრივ  დეპარტამენტს  (თ.  კაველიძე)  შპს „ფიუთერა ელთიდისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის  უწყებრივ  რეესტრში  შეტანის უზრუნველყოფა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „ფიუთერა ელთიდისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭნავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები