წვდომის მენიუ

შპს „სფეისნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: გ-22-18 / 534

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2022 14:21

მიღების თარიღი დეკემბერი 01, 2022

შპს  „სფეისნეტისთვის“   ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ

I.   საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (25.11.2022, N22-10-2059) საფუძველზე კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სფეისნეტის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვის თაობაზე.

აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა 2022 წლის 7 ოქტომბერს კომისიას წერილობით (N16/141519, 7.10.2022)  აცნობა,   რომ   კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ რიგ სუბიექტებს, მათ შორის შპს „სფეისნეტს“, არ წარუდგენია ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კომისიამ აღნიშნულ ორგანიზაციებს 2022  წლის 31 ოქტომბრის  გ-22-08/2541 და  გ-22-08/2542 წერილებით მიმართა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების შესახებ და ანგარიშგების წარდგენის ვადად 4 ნოემბერი განუსაზღვრა. ორგანიზაციების    ნაწილმა  წარადგინა ანგარიშგება.    ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა 2022 წლის 24 ნოემბერს წარმოადგინა კომუნიკაციების კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების განახლებული სია, რომლებსაც 2022 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის ჯერ კიდევ არ წარუდგენიათ ანგარიშგება.

2022 წლის 30 ნოემბერს, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის  სამსახურმა კომისიას წერილობით (N16/109161, 30.11.2022) აცნობა, რომ  კომისიის  რეგულირებას დაქვემდებარებულ  რიგ  სუბიექტებს,  მათ  შორის,  შპს ,,სფეისნეტს“, კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგენიათ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის 2021 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება.

შპს „სფეისნეტის“ მიერ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით   გათვალისწინებული   ვალდებულებების   შეუსრულებლობის საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 1 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და  99-ე   მუხლებით  გათვალისწინებული მტკიცებულებებისა   და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. კომისიის სხდომაზე, ასევე მოწვეულ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის,  ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

კომისიის 2022 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის  სამსახურის  წარმომადგენელმა  დაადასტურა, რომ შპს „სფეისნეტს“ არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის 2021 წლის საანგარიშგებო პერიოდის ანგარიშგება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კომისიის 2022 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „სფეისნეტის“ წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო კომისიის სხდომის ჩატარების დღისა და დროის შესახებ.

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (25.11.2022, N22-10-2059) თანდართული მასალით (ბუღალტრულიაღრიცხვის, ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის N16/93550 (შ-22-6/3693) წერილი; კომისიის 2022 წლის 31 ოქტომბრის Nგ-22-08/2541 და Nგ-22-08/2542 წერილები; ელექტრონული ფოსტის  მეშვეობით ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სია).

2. ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის წერილი დანართთან ერთად (N16/109161, 30.11.2022).

3. მეწარმეთა    და   არასამეწარმეო    (არაკომერციული)    იურიდიული    პირების რეესტრიდანდა   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივი   რეესტრიდან   შპს „სფეისნეტის“ შესახებ მონაცემები.

4. შპს „სფეისნეტისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5. ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნილი შეტყობინება კომისიის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

6. ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგებისა  და  აუდიტის  ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება გაკეთებული კომისიის სხდომაზე.

III. კომისიის  მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.    შპს    „სფეისნეტი“ წარმოადგენს  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.

2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კომისიისთვის   მოწოდებული   ინფორმაციის   შესაბამისად, შპს „სფეისნეტი“ მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიის საწარმოს.

3. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შპს „სფეისნეტი“ ვალდებულია ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

4.  შპს  „სფეისნეტს“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და  აუდიტის სამსახურისთვის 2022 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით და არც 1 დეკემბრის მდგომარეობით არ წარუდგენია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგება.

IV. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.     „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგების  და  აუდიტის  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სუბიექტი (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა) ვალდებულია მისთვის ამ კანონით დადგენილი ფინანსური ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), მმართველობის ანგარიშგება (მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშგება), სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგება და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა,  წარუდგინოს  სამსახურს მის მიერ დადგენილი წესით.

2. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ  კანონისა  და  მის საფუძველზე მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანოს რეგულირებისადმი/ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოსაყენებელ სანქციებს განსაზღვრავს შესაბამისი მარეგულირებელი/საზედამხედველო ორგანო.

4. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახური ვალდებულია ამ კანონის და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნების დარღვევისათვის ერთდროულად ან/და ცალ-ცალკე, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები: დ.ა) წერილობითი გაფრთხილება; დ.ბ) ფულადი ჯარიმა.

5.  „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით  გათვალისწინებული ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და კონსოლიდაციის წესების, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის, მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა ან/და აუდიტორული შემოწმების ჩატარებისათვის თავის არიდება გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას:  ა)  მეოთხე  კატეგორიის  საწარმოსი  –  500  ლარის ოდენობით;  ბ)  მესამე კატეგორიის საწარმოსი – 1 000 ლარის ოდენობით; გ) მეორე კატეგორიის საწარმოსი – 5 000 ლარის  ოდენობით;  დ)  პირველი  კატეგორიის  საწარმოსი და  სდპ-ისა  –  10  000  ლარის ოდენობით.

6. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის   სამსახურმა   შესაძლებელია ფულადი ჯარიმის  ნაცვლად  წერილობითი გაფრთხილება  გამოიყენოს.  სამსახურის წერილობითი გაფრთხილების  შეუსრულებლობის  ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სუბიექტს  უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.

7.  „ბუღალტრული  აღრიცხვის,  ანგარიშგების  და  აუდიტის  შესახებ“  საქართველოს კანონის   27-ე მუხლის   პირველი   პუნქტის   თანახმად,   სამართალდარღვევის   საქმის წარმოების დაწყებისსაფუძველია ამ  კანონით  გათვალისწინებული სამართალდარღვევის  გამოვლენა. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი  პირი აღნიშნული საქმის განხილვის შედეგებზე დაყრდნობით  გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტს. ამავე   მუხლის   მე-3  პუნქტის  თანახმად, ამ კანონის   23-ე   მუხლის   მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტს გამოსცემს შესაბამისი მარეგულირებელი/ აზედამხედველო ორგანო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სფეისნეტის“ მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების არუგვიანეს 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე წარუდგენლობით, დარღვეულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი, რაც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, მას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, კომპანიას უნდა განესაზღვროს ერთთვიანი ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე და 97-ე მუხლების, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს ,,სფეისნეტს“ მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო.

2. უზრუნველყოს შპს ,,სფეისნეტმა“ 2021 წლის ანგარიშგების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენა ერთი თვის ვადაში.

3. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს ,,სფეისნეტისთვის“ და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების შპს „სფეისნეტისთვის“ ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) შპს „სფეისნეტისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.  კონტროლი გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ).

7. კონტროლი გადაწყვეტილების (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის    აპარატის    სატელეკომუნიკაციო    ბაზრის    რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები