წვდომის მენიუ

შპს „მაიფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-22-18 / 584

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 10, 2023 13:26

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2022

შპს „მაიფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. საქმის აღწერა

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N22-10-2248, 16/12/2022) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „მაიფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 26-ე მუხლისა და 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N22-10-2248, 6/12/2022) და თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, კომისიას 2022 წლის 7 დეკემბერს განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4495 07.12.2022) მიმართა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულმა პირმა შპს „მაიფონმა“, კომპანიის წილის 45%-ის ფიზიკური პირის დავით მიქაძის (პ/ნ01017014112) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

გამომდინარე იქედან, რომ კომპანიის ზემოთ აღნიშნული განცხადება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით არ იყო სრულყოფილი სახით წარმოდგენილი, შესაბამისად, კომისიის მიერ 2022 წლის 12 დეკემბერს  შპს  „მაიფონისგან“ წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nგ-22-08/2928 12.12.2022) მოთხოვნილი იქნა აღნიშნული განცხადების „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანა, შპს„მაიფონის“ წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ინფორმაცია მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) ავტორიზებული პირების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპანიის კრების ოქმი ან განზრახვის წერილი, სადაც ნათლად გამოჩნდებოდა კომპანიის პარტნიორ(ებ)ის განზრახვა წილის გასხვისებასათან დაკავშირებით.

შპს „მაიფონმა“ 2022 წლის 13 დეკემბერს კომისიის მიერ კომპანიისგან მოთხოვნილ განცხადებასთან და დამატებით დოკუმენტაციასთან ერთად (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4562 13.12.2022) კომისიაში წარმოადგინა კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B22156373, 09/12/2022 11:34:04), საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიამ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე მოახდინა წილის გასხვისება. ასევე, იმავე დღეს,  დამატებით კომისიაში წარმოადგინა წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4567, 13.12.2022), რომლის თანახმად, კომპანია განუმარტავს კომისიას, რომ კომპანიის ახალი პარტნიორი მიფრინავდა საზღვარგარეთ და ამიტომ მოხდა წილის გადაფორმება 2022 წლის 8 დეკემბერს, რადგან, ფიქრობდნენ, რომ რეესტრი დაახარვეზებდა განაცხადს და მხოლოდ კომისიის გაცემული თანხმობის შემდეგ დასრულდებოდა აღნიშნული ტრანზაქცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სახეზეა შპს„მაიფონის“ მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 26-ე მუხლის დარღვევის ნიშნები.

შპს „მაიფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 29 დეკემბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომპანიას ეცნობა შეტყობინებით (Nგ-22-03/3065, 23/12/2022).  შეტყობინებით, შპს„მაიფონი“ მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად და განემარტა საქართველოს     ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის    98-ე და  99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული  წარმოების   მასალების გამოთხოვის უფლება.

კომისიის 2022  წლის 29 დეკემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს„მაიფონის“ წარმომადგენელი სანდრო ცირეკიძე, რომელმაც აღიარა დარღვევის ფაქტი და განაცხადა, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო გაუგებრობით და მომავალში მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდება.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.  კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო  ბაზრის  რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N22-10-2248, 16/12/2022);

2. შპს„მაიფონის“ განცხადება(კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4495, 07.12.2022)

3. კომისიის წერილი (N გ-22-08/2928, 12/12/2022) შპს „მაიფონს“;

4. შპს „მაიფონის“ წერილი (შ-22-6/4562, 13.12.2022) თანდართული მასალით (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების  თარიღი: B22156373, 09/12/2022 11:34:04); შპს „მაიფონის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2022 წლის 8 დეკემბრის კრების ოქმი; 2022 წლის 8 დეკემბრით დათარიღებული ხელშეკრულება).

5.  შპს „მაიფონის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4567, 13.12.2022);

6.  კომისიის აპარატის  სატელეკომუნიკაციო ბაზრის  რეგულირების  დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 22-10-2330, 28/12/2022);

7.  შპს „მაიფონისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება ( Nგ-22-03/3065, 23/12/2022 ) კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე მოწვევის თაობაზე;

8.  მონაცემები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან   და   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივი   რეესტრიდან  შპს„მაიფონის“  შესახებ;

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

 

1. შპს „მაიფონი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს.  შესაბამისად, შპს  „მაიფონი“,  როგორც  ავტორიზებული  პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული  კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

2. 2022 წლის 7 დელემბერს კომისიას განცხადებით მიმართა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულმა პირმა შპს „მაიფონმა“, კომპანიის წილის 45%-ის ფიზიკური პირის დავით მიქაძის (პ/ნ 01017014112) მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

3. კომისიის მიერ 2022 წლის 12 დეკემბერს შპს „მაიფონისგან“ წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის  Nგ-22-08/2928    12.12.2022)    მოთხოვნილი    იქნა  შპს „მაიფონის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4495, 07.12.2022) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანა,

4. შპს „მაიფონმა“ 2022 წლის 13 დეკემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4562 13.12.2022), გამოთხოვილ ინფორმაციასთან ერთად, კომისიაში წარმოადგინა შპს „მაიფონის“ დამფუძნებელ პარტნიორთა 2022 წლის 8 დეკემბრის კრების ოქმი, 2022 წლის 8 დეკემბრით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულება, განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B22156373, 09/12/2022 11:34:04); შპს „მაიფონის“ 100% წილის მფლობელმა ანზორ ბუბუტეიშვილმა კუთვნილი წილის 45% გაასხვისა დავით მიქაძის სასარგებლოდ.

5. შპს „მაიფონს“ კანონით განსაზღვრული წესით თავისი წილის გაყიდვის განზრახვის შესახებ არ მოუმართავს კომისიისათვის და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა ამ აქტივობის განხორციელებასთან დაკავშირებით;

6.   კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი  დასკვნის  შესაბამისად,  შპს  „მაიფონის“  წილის გასხვისებამდე და გასხვისების   შემდგომ,   შპს „მაიფონის“  საბაზრო წილი   და   სხვა  ეკონომიკური მაჩვენებლები  უცვლელი  რჩება.  შესაბამისად,  შპს  „მაიფონის“ წილის შეძენა  ვერ მოახდენდა   რაიმე   გავლენას   ელექტრონული   კომუნიკაციების  ბაზრის  შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ  საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ  გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ  დგება  ის  აუცილებელი  გარემოებები, რომლის  თანახმადაც, საჭირო იქნება  „ელექტრონულ  კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო     ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;

7. შპს „მაიფონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც  ერთი  სახე  მსგავსი/ანალოგიური     დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის     შესაბამისად,  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური     სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი    შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა    კოდექსით    დადგენილი    სანქციების დაკისრებას.

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის„ზ“ ქვეპუნქტის  თანახმად,  კომისია  უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   საქმიანობის  ავტორიზებისა  და სალიცენზიო  ან/და სანებართვო პირობების     დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში   საქართველოს კანონმდებლობის, მათ  შორის, კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ     ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს  კანონმდებლობა,   მათ შორის,  საქართველოს      მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე,   კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული კონცენტრაციის გარდა, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით დადგენილი წესით შეისწავლის იმ ოპერაციას, რომლითაც ხდება: ა) ავტორიზებული  პირის  საოპერაციო  აქტივის  შეძენა;  ბ) ორი ან ორზე  მეტი პირის, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია, შერწყმის შედეგად გაერთიანება; გ) ავტორიზებული პირის წილის ან აქ[ციების შეძენა, რის შედეგადაც შემძენი პირის მფლობელობაში ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)      პირთა მფლობელობაში ჯამში ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი აღმოჩნდება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხდება ავტორიზებული პირის 5 პროცენტამდე წილის ან აქციების შეძენა;

6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის   შესახებ   კომისიას   უნდა   ეცნობოს   შერწყმის   ან   შეძენის განხორციელებამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. ასევე, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა.  შეტყობინება  აგრეთვე  უნდა შეიცავდეს  შემდეგ  ინფორმაციას  შერწყმაში  ან შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან; დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში − მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული   მთლიანი   წილის   მოცულობა;   ე)   ინფორმაცია   წილის  ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ)  პირს  შორის  ურთიერთობის  შესახებ, რომელიც  უნდა  მოიცავდეს მონაცემებს  მათ შორის კონტროლის  განხორციელების  შესაძლებლობისა    და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები;

8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას შერწყმაში ან 4 შეძენაში მონაწილე ყოველი ავტორიზებული პირისა და  მასთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირის შესახებ: ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები; ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეული მომსახურებიდან;    დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის შემთხვევაში მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი   წილის   მოცულობა;   ე)   ინფორმაცია  წილის ან აქციების მფლობელთა შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის    განხორციელების    შესაძლებლობისა    და წილობრივი მონაწილეობის თაობაზე.

9. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივის შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა, ფუნქციონალური  განცალკევება (ფუნქციონალურად  გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა).

10. „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   45–ე   მუხლის პირველი პუნქტის  თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების,  დარღვევის  ან/და  ლიცენზიის  მფლობელის  მიერ  სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული  ერთობლივი  შემოსავალი  დღგ-ის  გარეშე)  0,5  პროცენტი,  მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.;

11.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს, რომ შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება, ხოლო კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდეგ განახორციელოს ამ კანონის 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები. კერძოდ, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „მაიფონმა“ 2022 წლის 7 დეკემბერს კომისიას აცნობა წილის გასხვისების განზრახვის თაობაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეტყობინება არ იყო სრულყოფილი   და   შესაბამისად,   კომისიის      მიერ   2022  წლის 12 დეკემბერს შპს„მაიფონისგან“    წერილობით    (კომისიაში    რეგისტრაციის  Nგ-22-08/2928    12.12.2022) მოთხოვნილი იქნა შპს „მაიფონის“ განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/4495, 07.12.2022) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობაში მოყვანა. თუმცა, კომპანიის მიერ კომისიაში სრულყოფილი შეტყობინების გამოგზავნამდე, 2022 წლის 8 დეკემბრის კრების ოქმიდან და 2022 წლის 8 დეკემბრით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ მხარეებს განზრახვა  სისრულეში    აქვთ    მოყვანილი,    ხოლო    მეწარმეთა    და  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით (B22156373, 09/12/2022 11:34:04) დგინდება, რომ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე შპს„მაიფონის“   100% წილის მფლობელმა ანზორ ბუბუტეიშვილმა კუთვნილი წილის 45% გაასხვისა დავით მიქაძის სასარგებლოდ.

შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ  წილის გაყიდვამდე, აღნიშნული განზრახვის შესახებ შპს„მაიფონს“ კანონით განსაზღვრული წესით არ მოუმართავს კომისიისთვის (სრულყოფილი შეტყობინება შპს „მაიფონის“ მიერ წარმოდგენილ იქნა 2022 წლის 13 დეკემბრის წერილით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-22-6/4562 13.12.2022)) და არ მიუღია კომისიის წინასწარი თანხმობა. შესაბამისად, კომპანიის მიერ, კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე,     წილის     გასხვისებით     დარღვეულ     იქნა    „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, 26-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და 27-ე მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნული დარღვევები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე  მუხლის    პირველი  პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის წინასწარი თანხმობა სავალდებულოა, როდესაც ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა. ავტორიზებული პირის წილის ან აქციების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაყიდვის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები, მათ შორის, მოსთხოვოს წილის გასხვისებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა ემყარებოდეს კონკრეტულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის ფაქტი - იცვლება თუ არა წილის ან აქციების გასხვისების შედეგად საბოლოო ბენეფიციარის წილობრივი მონაწილეობა ან/და გავლენა ავტორიზებულ პირში ან/და ასევე წილის ან აქციების გასხვისებით შესაძლებელია თუ არა ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრის კონკურენტუნარიანობას მიადგეს საფრთხე. ამასთან, კომისია აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის აუცილებელი დადგენილი იყოს კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების უტყუარობა, არამედ კონკურენტუნარიანობისთვის ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაც კი საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ კომისიამ ავტორიზებულ პირს დააკისროს სპეციალური ღონისძიებები (მათ შორის კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებული წილის ან აქციების გასხვისებამდე არსებული მდოგმარეობის აღდგენა). იმას თუ რამდენად რეალურია საფრთხე და საერთოდ არსებობს თუ არა საფრთხე ავტორიზებული პირის წილის ან აქციების კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გასხვისებით დაზიანდეს ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო, სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს წილის ან აქციების გასხვისებაში მონაწილე ავტორიზებული პირ(ებ)ის საქმიანობის არეალი, საბაზრო წილი, აბონენტების რაოდენობა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების  დეპარტამენტის  შესწავლით  (სამსახურებრივი  ბარათი  (N  22-10-2330,28/12/2022) ირკვევა, რომ შპს „მაიფონის“ წილის გასხვისებამდე და გასხვისების შემდგომ, შპს „მაიფონის“ საბაზრო წილი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები უცვლელი რჩება. შესაბამისად, შპს „მაიფონის“ წილის შეძენა ვერ მოახდენდა რაიმე გავლენას ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე და აღნიშნული  ტრანზაქცია  შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის დასკვნით, არ დგება ის აუცილებელი გარემოებები, რომლის თანახმადაც, საჭირო იქნება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეძენის გამოკვლევის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

გამომდინარე იქიდან, რომ შპს „მაიფონის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა, ის ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უნდა გაფრთხილდეს.

V.  სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის    მე-13    და    მე-14    პუნქტების, ,,ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის პირველი და მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის პუნქტის „ბ“,   ქვეპუნქტი, 25-ე, 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლებისა და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. შპს „მაიფონს“ მიეცეს გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 27-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.შოვნაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „მაიფონისთვის“  გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4.   დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (თ.   გოშუა)  შპს„მაიფონისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5. გადაწყვეტილება  ძალაში შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს „მაიფონისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი, №64) შპს „მაიფონისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილების  შესრულებაზე კონტროლი  (გარდა მე-2  და  მე-3  პუნქტებისა) დაევალოს კომისიის    აპარატის   სატელეკომუნიკაციო    ბაზრის    რეგულირების დეპარტამენტს (ე.სიჭინავა).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

ივანე მახარაძე           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები