საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის № გ-21-19/688 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2022 14:52
მიღების თარიღი მარტი 10, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის № გ-21-19/688 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2021 წლის 23 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება № გ-21-19/688, შპს „მაგთიკომის“ 2019 წლის 14 ნოემბრის № გ-19-13/643 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის № გ-21-19/688 გადაწყვეტილებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 აბზაცსა და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურში -14,312.24 ლარის ნაცვლად უნდა ეწეროს 14,311.53 ლარი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გასწორდეს კომისიის 2021 წლის 23 დეკემბრის № გ-21-19/688 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 აბზაცში და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებში რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 14,312.24 (თოთხმეტი ათას სამასთორმეტი ლარი და 24 თეთრი) ლარის ნაცვლად ჩაიწეროს 14,311.53 (თოთხმეტი ათას სამას თერთმეტი ლარი და 53 თეთრი) ლარი“;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საბუღალტრო ჯგუფს (ნ. დევდარიანი) საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების შპს „მაგთიკომისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
