წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის № გ-21-7/509 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-22-19 / 138

გამოქვეყნების თარიღი მარტი 21, 2022 10:31

მიღების თარიღი მარტი 17, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის № გ-21-7/509 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „დინამო არენამ“ (რეგისტრირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წლის 15 აგვისტოს; ს.კ. № 401961579) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-7/857, 24.02.22) და მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის № გ-21-7/509 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის - 166.475 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, რუსთავში, ბოლნისში, გორში, ქუთაისში, ზესტაფონში, სამტრედიაში, საჩხერეში, ზუგდიდში, ფოთში, ლანჩხუთში, ქობულეთსა და ქ. ბათუმში, F 2600 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „დინამო არენა“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას № F 2600 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 166.475 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში,  რუსთავში,  ბოლნისში,  გორში,  ქუთაისში,  ზესტაფონში, სამტრედიაში, საჩხერეში, ზუგდიდში, ფოთში, ლანჩხუთში, ქობულეთსა  და ქ.ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2021 წლის 16 სექტემბრიდან 2022 წლის 16 სექტემბრამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 2021 წლის 16 სექტემბრის № გ-21-7/509 გადაწყვეტილებით.

„ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2600 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს „დინამო არენასთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ  კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის № გ-21-7/509  გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „დინამო არენასთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების შპს „დინამო არენასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები