საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 10 მარტის № გ-22-7/118 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2022 13:03
მიღების თარიღი აპრილი 07, 2022
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 10 მარტის №გ-22-7/118 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე გელა ძამუკაშვილმა (მცხ. თელავის რაიონი, სოფ. რუისპირი) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-9/1151, 17.03.22) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე. კერძოდ, მოქალაქე გელა ძამუკაშვილი ითხოვს მინიჭებული სახმობის 4L4DT შეცვალას 4L4DD სახმობი ნიშნით.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2022 წლის 10 მარტის № გ-22-7/118 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ გელა ძამუკაშვილს მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
B-079 |
გელა ძამუკაშვილი |
თელავის რაიონი, სოფ. რუისპირი |
4L4DT |
„B“ |
კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე გელა ძამუკაშვილის და ააიპ საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციის (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-7/1184, 18.03.22) მომართვის საფუძველზე და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აპრილის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შესაძლებლად მიაჩნია კომისიის მიერ 2022 წლის 10 მარტის № გ-22-7/118 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და სახმობი ნიშნის შეცვლა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 10 მარტის № გ-22-7/118 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიენიჭოს რადიომოყვარულ გელა ძამუკაშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2022 წლის 10 მარტიდან 2027 წლის 10 მარტამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
B-079 |
გელა ძამუკაშვილი |
თელავის რაიონი, სოფ. რუისპირი |
4L4DD |
„B“ |
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე გელა ძამუკაშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე გელა ძამუკაშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
