წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 მარტის № გ-20-7/323 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-22-19 / 166

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 11, 2022 13:05

მიღების თარიღი აპრილი 07, 2022

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 19 მარტის №გ-20-7/323 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-22-6/1183, 18.03.22) მიმართა საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ასოციაციამ (რეგისტრირებული 2020 წლის 27 ნოემბერს ეროვნული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგ. № 06/9-209; ს/კ № 204420518) რადიოსადგურის მისამართის შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2020 წლის 19 მარტის № გ-20-7/323 გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ასოციაციის რადიოსადგური განთავსებულია შემდეგ მისამართზე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

 

EN - 07

 

საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაცია

 

 

ქ. თბილისი, აღმაშენებლის 70

 

 

4L0G

 

 

E


კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციის მომართვის საფუძველზე შესაძლებლად მიაჩნია კომისიის მიერ 2020 წლის 19 მარტის № გ-20-7/323 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და სარეგისრტაციო მისამართის შეცვლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2020 წლის 19 მარტის № გ-20-7/323 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულ ასოციაციას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2020 წლის 19 მარტიდან 2025 წლის 19 მარტამდე: 

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

 

EN - 07

 

საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაცია

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტი, მარტყოფის საკრებულო, სოფელი მარტყოფი, მზიანეთის აგარაკები

 

 

4L0G

 

 

E


2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასციაციისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები