წვდომის მენიუ

ქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის № გ-21-7/308 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-22-19 / 208

გამოქვეყნების თარიღი მაისი 24, 2022 0:30

მიღების თარიღი მაისი 19, 2022

ქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის

№ გ-21-7/308 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველომ“ (რეგისტრირებული  ვაკე-საბურთალოს  სასამართლოს  მიერ 2003 წლის 25 აგვისტოს, რეგ. № 5ა/8-149; ს.კ. № 205011609) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-22-7/1890, 13.05.22) და მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 27 მაისის № გ-21-7/308 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირეების - 415.200მჰც, 408.400მჰც და 408.275მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ახალციხის, წალკისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში,  F 2552 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების გაუქმება.

კომისია აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას № F 2552 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 415.200 მჰც, 408.400 მჰც  და  408.275  მჰც  (თითოეული ზოლის  სიგანით  25  კჰც)  ახალციხის,  წალკისა  და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, ერთი წლის ვადით - 2021 წლის 27 მაისიდან 2022 წლის 27 მაისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 2021 წლის 27 მაისის № გ-21-7/308 გადაწყვეტილებით.

„ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ელექტრონული კომუნიკაციების   შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-16 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.გაუქმდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2552 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ  კომისიის 2021 წლის 27 მაისის № გ-21-7/308 გადაწყვეტილება;

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.დაევალოს აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე) და აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ.ქადეიშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების უცხოური საწარმოს ფილიალი „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე                   თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე              წევრი

ივანე მახარაძე                     წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები